საუკეთესო მწვრთნელის წოდება მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ერგო. მწვრთნელის გარდა, საუკეთესოდ "ატლეტიკოს" 3 ფეხბურთელი დასახელდა - საუკეთესო მეკარე იონ ობლაკი გახდა, მცველი - დიეგო გოდინი, ხოლო გუნდის შემტევი ანტუან გრიზმანი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
საუკეთესო ნახევარმცველი მადრიდის "რეალის" ხორვატი ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი გახდა, ფორვარდი - ლიონელ მესი, ლუის სუარესი კი საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელია.