"ვალენსიასა" და "ბარსელონას" ყოფილი ფორვარდი ამჟამად "ნიუ იორკ სიტიში" თამაშობს და კვლავ შედეგიანია.
"ელ გუახემ" ახლახან აღნიშნა, რომ ნაკრები არ დაუტოვებია და თუ დაუძახებენ, აუცილებლად გამოცხადდება მადრიდში ნაკრების ბაზაზე.
"ვილია ახლაც ძალიან კარგად თამაშობს. მომავალში ვნახავთ, შეძლებს თუ არა ის დაბრუნებას ნაკრებში. ძალიან ბევრ ფეხბურთელს ვაკვირდები და ნაკრების კარი არავისთვის დამიხურავს", - განაცხადა ლოპეტეგიმ.
ვილია 34 წლისაა, "ნიუ იორკის" შემადგენლობაში მან 62 მატჩში 40 გოლი გაიტანა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"