ნეიმარმა მეტოქე ფეხბურთელი კიბეზე დააგორა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონასა" და "გრანადას" შორის ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

ნეიმარსა და რუბენ ვეზოს შორის მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. ფეხბურთელებს შორის კამათი მატჩის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა, გასახდელისკენ მიმავალმა ნეიმარმა ვეზოს ხელი კრა და კიბეზე დააგორა.

ამის გამო ნეიმარს არასპორტული საქციელისთვის დისკვალიფიკაცია ელის.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" შეხვედრა მინიმალური ანგარიშით მოიგო.

- ლა ლიგა. X ტური: ნაცნობი ტრიო თავში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული