”რეალის” ავტობუსს თავს დაესხნენ

AutoSharing Option
დაახლოებით 2 ათასი გულშემატკივარი დახვდა მადრიდის "რეალს" ლა კორუნიაში, "რიასორის" სტადიონთან ახლოს, სადაც "სამეფო კლუბმა" "დეპორტივოსთან" პრიმერას 25-ე ტურის მატჩი ნულოვანი ფრეთი დაასრულა.

ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის აგრესიულად განწყობილი ფანატებიც იყვნენ, რომელთაც მადრიდელთა ავტობუსს კვერცხები დაუშინეს. მიმდინარე სეზონში ეს "რეალის" ავტობუსზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში დედაქალაქური გუნდის ავტობუსს "ბარსელონას" გულშემატკივრებმა შეუტიეს.


მომზადებულია AS-ის მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული