ხულენ ლოპეტეგი: მე იკერ კასილიასს ნაკრების კარს არ ვუხურავ

AutoSharing Option
"პორტუს" მეკარე იკერ კასილიასსა და მადრიდის "ატლეტიკოს" მცველ ხუანფრან ტორესს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის იმედი კვლავაც უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ ხუანფრანი ძალიან კარგად თამაშობს და ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც ჩვენს სათამაშო კონცეფციასთან ახლოსაა. უბრალოდ, მის პოზიციაზე პრობლემა არ გვაქვს.

რაც შეეხება კასილიასს, მე მას კარს არ ვუხურავ. ამაზე უწინ ადრეც ვისაუბრე. ასე რომ, გადაწყვეტილებებს ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღებთ", - აქვეყნებს ლოპეტეგის ნათქვამს Marca.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული