ნეიმარის ტრანსფერი "ბარსელონაში" თავიდან გადაიხედება

AutoSharing Option
ესპანეთის სასამართლო თავიდან გადახედავს ნეიმარის ტრანსფერს ბრაზილიური "სანტოსიდან" "ბარსელონაში".

არადა, საქმე, რომელიც წლები გაჭიანურდა, ივლისში დაიხურა ფაქტების სიმცირის გამო. მაგრამ ოქტომბერში ესპანეთის საგადასახადო სამსახურმა სასამართლოს საქმის ხელახლა გადახედვა მოსთხოვა.

პროკურატურას ათი დღის ვადა აქვს, რომ ნეიმარს, მამამისს და "ბარსას" ექსპრეზიდენტ სანდრო როსელს, ასევე, "სანტოსის" პრეზიდენტ ოდილო როდრიგესს ბრალდება წარუდგინოს.

კომპანია DIS ნეიმარის ტრანსფერიდან 40%-ს ელოდა და 17,1 მილიონი ევრო მიიღო, არადა, მათი მტკიცებით, ტრანსფერი "ბარსას" სინამდვილეში 83,3 მილიონი ევრო დაუჯდა. შეგახსენებთ, რომ ეს ტრანსფერი 2013 წელს განხორციელდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული