ლა ლიგა. XXV ტური: "ბარსელონა" - ესეც 7 და 56!

AutoSharing Option
"ლა ლიგას" "ბარსელონა" მოიგებს. ოღონდ, გვარდიოლას ბიჭები ტიტულს მაისში გაინაღდებენ", - ეს ჩვენი სიტყვები არ გეგონოთ (თუმცა, რაღა დაგიმალოთ და, ჩვენც ასე ვფიქრობთ), მიქაელ ლაუდრუპმა თქვა. ვის ვის და, დანიელს დაეჯერება, ის იმ იშვიათ ყოფილ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც "ბარსელონაშიც" უთამაშია და "რეალშიც".

ახლა კი იმ გუნდის თავკაცია, რომელსაც "ბლაუგრანამ" შაბათს 3:0 მოუგო (თუმცა ლაუდრუპმა ეს ინტერვიუ "სპორტს" თამაშის წინა დღეს მისცა): "20 წელიწადია, რაც ესპანურ ფეხბურთში ვტრიალებ და ჯერ არ მახსოვს, ტიტულის ბედი თებერვლის ბოლოს გადაწყვეტილიყოს, დაველოდოთ მაისს, როცა "ბარსა" ოფიციალურად
გაიფორმებს ტიტულს. ეს გუნდი ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩემი დროის "ბარსელონა", მას მეტი ინდივიდუალური რესურსი აქვს. პეპის გუნდი ყველა დროის საუკეთესო კოლექტივია, ის უბურთოდაც საშიშია, ბურთით ხომ საერთოდ სასწაულია. "დრიმ თიმს" მხოლოდ ერთი უპირატესობა აქვს ახლანდელებზე, ჩვენ უფრო ადრე მოვედით", - განაცხადა ლაუდრუპმა, რომელმაც მეორე დღეს სათადარიგოთა სკამიდან უყურა, თუ როგორ გაჰქონდათ მის მიერ შექებულ ლეო მესის, დავიდ ვილიასა და პედროს გოლები "მალიორკას" კარში, მაგრამ რა ეღონა, არ იცოდა.

გვარდიოლას გუნდი მართლაც საოცარ ორგანიზმად იქცა, რამდენიმეთავიან გველეშაპად, რომელსაც ცალკეული კომპონენტის გამოკლება ვერ აზარალებს. თავად განსაჯეთ: პეპს აკლდა ძირითადი გოლკიპერი, კაპიტანი, მარჯვენა ფლანგის ამკლები დანი ალვეში და გუნდის მოტორი ჩავი. და რა? ექსპერიმენტულ "ბლაუგრანას" სულ 30-35 წუთი ეყო თამაშის დასალაგებლად, მასპინძლებს აქამდე შველოდათ მწვრთნელის დარიგება, შემდეგ კი "ოქროს ბურთის" მფლობელმა ისეთი რამ გააკეთა... მან საჯარიმოში პასი თავით შეიგდო და თავითვე გადაუგდო თავზე დუდუ ავატეს. ეს ლეოს 26-ე გოლია ჩემპიონატში!

თამაშის ბედ-იღბალი მეორე ტაიმის შუაწელზე გადაწყდა, როცა დავიდ ვილიამ ოფსაიდის ზღვარზე ითამაშა, ბუსკეტსის პასით მეკარესთან პირისპირ გავიდა და ეს უკანასკნელიც მოატყუა. ვილიამ მე-17 გოლი გაიტანა მისთვის სადებიუტო ჩემპიონატში "ბარსას" მაისურით. მალე კიდევ ერთმა ფორვარდმა გამოიჩინა თავი, პედრომ გოლი მესის სტილში გაიტანა, როგორც არგენტინელს სჩვევია ხოლმე, ესპანელმაც ფლანგიდან შეიწია ცენტრისკენ და აუღებლად დაარტყა (მესი ამას მარჯვენა ფლანგიდან აკეთებს ხოლმე, პედრომ კი მარცხენადან შეიწია ცენტრში). ეს პედროს მე-13 გოლია სეზონში. თავდამსხმელთა ტრიოც ასეთი უნდა - ჯამში მესიმ, ვილიამ და პედრომ ჩემპიონატში 56 გოლი გაიტანეს.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "დღეს, რომ თამაში მოვიგეთ კეიტას დამსახურებაა. ის ძლიერი ნახევარმცველია. ძალიან კმაყოფილი ვარ კეიტასი".
"ბარსელონამ" ხიხონში წაბორძიკების შემდეგ "რეალს" საშუალება მისცა 5-ქულიან დისტანციაზე მიახლოვებოდა, ამ ტურში კი 7-ქულიანი ლიდერობა აღდგა, რადგან "სამეფო კლუბმა" ტრადიციას არ უღალატა და გალისიაში ბოლო 18 სტუმრობიდან მე-17-ჯერ ვერ შეძლო მოგება. ვის ან რას დავაბრალოთ, "რეალის" მორიგი წარუმატებლობა? ჟოზე მოურინიო ამტკიცებს, რომ ძალიან ძნელია, როცა მეტოქე ერთი მეკარით და 10 მცველით გეთამაშება და გარკვეულწილად მართალიცაა პორტუგალიელი. მეორე მხრივ, სხვას კი ნუ აბრალებს, თავად ახსნას, რატომ დატოვა სკამზე ანხელ დი მარია, რომელიც კრიშტიანო რონალდოსთან ერთად საუკეთესოა გუნდში და ათამაშა კაკა. კიდევ ერთიც - ზემოთ ჩამოვთვალეთ "ბარსას" სამი ფორვარდის მონაგარი და შთამბეჭდავი რიცხვიც მივიღეთ.

ახლა "რეალის" შემტევთა სიას გთავაზობთ: რონალდომ 25 მატჩში 24 გოლი შეაგდო, შემდეგ კი სრული სიცარიელეა, 7-გოლიან გონსალო იგუაინს ნოემბრის მერე არ უთამაშია, ნაოპერაციებს იშუშებს (ამაზე მეტი უკვე ინიესტას აქვს გატანილი), ქარიმ ბენზემას კი სულ 3 გოლი აქვს  ანგარიშზე. რეალურად, რონალდო ვერ გრძნობს თანაგუნდელთა სერიოზულ მხარდაჭერას, მარტო რასაც "ქაჩავს" ეგაა. შაბათს "დეპორტივოსთან" ბენზემამ ისეთი საოცარი მომენტები გაანიავა, გატანა უფრო იოლი, რომ იყო, ვიდრე აცილება. დანარჩენ შემთხვევაში კი დანიელ არანსუბია და მისი კარის ძელები შესანიშნავად უმკლავდებოდა რონალდოს სახიფათო დარტყმებს - 0:0. ცალკე გვინდა გამოვყოთ არანსუბიას თავგანწირვა და საიმედოობა - მოულოდნელი და საოცარი წარმატება (წინა ტურში მან გოლი გაიტანა) ხშირად ფეხბურთელს ფრთებს შეასხამს ხოლმე, ახლაც სწორედ ასე მოხდა - გალისიელთა ბასკი მეკარე საუკეთესო იყო მოედანზე.

ჟოზე მოურინიო (რეალი): "მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა მოსაგებად. მეორე კი, რომელიც ამას არც კი ცდილობდა ქულით დაჯილდოვდა. ჩვენ კი მოგებისკენ სწრაფვისთვის დავისაჯეთ. ევროთასებზე გამოსვლის შემდეგ, შაბათს რატომ გვათამაშეს? ეს პირველად არ ხდება. მთავარი შედეგია, რომელიც არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებს ვერ გავაკრიტიკებ, რადგან მათ ყველაფერი გაიღეს მოსაგებად."

შაბათს ყველაზე კარგი მატჩი "ვისენტე კალდერონზე" ვიხილეთ - "ატლეტიკომ" და "სევილიამ" გამარჯვებული კი ვერ გამოავლინეს, მაგრამ გულშემატკივარს ოთხგოლიანი თრილერი აჩუქეს. გრეგორიო მანსანოს გუნდი ორჯერ იყო წინ, მაგრამ მადრიდელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს. ბოლოს თავი ხოსე ანტონიო რეიესმა გამოიჩინა, რომელმაც კიკე ფლორესს ქულა შეუნარჩუნა. სხვათა შორის, თამაშის მიწურულს ალვარო ნეგრედოს შეეძლო დუბლის შესრულება და ანდალუსიელთათვის 3 ქულის მოპოვება, მაგრამ მისი ეშხიანი მოქნეული ხარიხამ აისხლიტა, თორემ დავიდ დე ხეა "ატლეტიკოს" გადამრჩენი არ იყო.

სანტანდერში "ვილიარეალს" ქულა შეცვლაზე შესულმა ნილმარმა გადაურჩინა, რომელმაც ჩემპიონატში მე-11 გოლი 92-ე წუთზე გაიტანა - 2:2.

მომდევნო ტური
1 მარტი: ესპანიოლი-მალიორკა, სევილია-სპორტინგი.
2 მარტი: ხეტაფე-ატლეტიკო, ოსასუნა-დეპორტივო, რეალ სოსიედადი-ლევანტე, ვილიარეალი-ერკულესი, სარაგოსა-ბილბაო, ვალენსია-ბარსელონა.
3 მარტი: ალმერია-რასინგი, რეალი-მალაგა.


ატლეტიკო-სევილია 2:2
ატლეტიკო (4-4-2): დე ხეა - უიფალუში, გოდინი, დომინგესი, ა. ლოპესი - რეიესი, რ. გარსია, ტიაგო, კოკე (67. ხუანფრანი) - ფორლანი (82. დიეგო კოშტა), აგუერო.
სევილია (4-4-2): ვარასი - დაბო (60. ს. სანჩესი), ფასიო, ესკუდე, ფ. ნავარო - ხესუს ნავასი, მედელი, რაკიტიჩი, პეროტი (82. კაპელი) - ლუიშ ფაბიანო (89. რენატო), ნეგრედო.
გოლები: 0:1 ნეგრედო (41), 1:1 კოკე (47), 1:2 რაკიტიჩი (65), 2:2 რეიესი (76)
გაფრთხილება: აგუერო, უიფალუში - მედელი, ნავარო
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 15-9; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 19-15 (11-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 45 000

ესპანიოლი-რეალ სოსიედადი 4:1
ესპანიოლი (4-4-2): კამენი - ხ. ლოპესი, ამატი, გალანი, დ. გარსია - ლ. გარსია, მარკესი, ვერდიუ, კალეხონი (86. მოლინა) - ს. გარსია (65. დუშერი), ა. ვასკესი (77. რუი ფონტე).
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, დემიდოვი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - ილარამენდი, ბერგარა - ჩაბი პრიეტო (72. სარპონგი), ზურუტუზა (84. აგირეჩე), გრიზმანი (77. სუტილი) - ტამუდო.
გოლები: 1:0 ესტრადა (42 ს.კ.), 1:1 ესტრადა (44), 2:1 ს. გარსია (54), 3:1 კალეხონი (81), 4:1 მარკესი (91)
გაფრთხილება: გალანი - ილარამენდი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-14 (4-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 25 000

სპორტინგი-სარაგოსა 0:0
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, ბოტია, ი. ერნანდესი, ანხელი - ეგურენი, ნაჩო კასესი (77. ნაჩო ნოვო) - დე ლას კუევასი (86. აიოსე), ანდრე კაშტრო (76. კარმელო), დ. კასტრო - ბარალი.
სარაგოსა (4-2-3-1): დობლასი - დიოგო, იაროშიკი, კონტინი, პარედესი - პონსიო, გაბი - ბუტაჰარი (52. უჩე), ანდერი, ბერტოლო (65. ხ. ლოპესი) - სინამა-პონგოლე (51. ბრაულიო).
გაფრთხილება: ბოტია, ანდრე კაშტრო, ლორა - დიოგო, კონტინი, ანდერი, პარედესი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 13-12 (5-0); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 19 000

მალიორკა-ბარსელონა 0:3 [იხილეთ ვიდეო]
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - სენდროსი, ნუნიეში, რუბენი, აიოსე - ჟოაო ვიქტორი (60. პერეირა), მარტი - ნსუე, დე გუზმანი (71. ტეხერა), გ. კასტრო (68. იენაგა) - ვებო.
ბარსელონა (4-3-3): პინტო - ადრიანო (85. მონტოია), პიკე, აბიდალი, მაქსველი - ინიესტა, ბუსკეტსი, კეიტა - პედრო (69. აფელაი), მესი, ვილია (69. კრკიჩი).
გოლები: 0:1 მესი (37), 0:2 ვილია (56), 0:3 პედრო (66)
გაფრთხილება: მარტი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-7 (3-4); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 22 000

დეპორტივო-რეალი 0:0
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - ლაურე, ლოპო, კოლოტო, მორელი - რ. პერესი, ა. ტომასი - ადრიანი (71. ლასადი), ხ. როდრიგესი, გუარდადო (55. პ. ალვარესი) - სანდი (82. რიკი).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, რიკარდო კარვალიო, მარსელო (75. გრანერო) - ლ. დიარა (60. ადებაიორი), ჩაბი ალონსო - რონალდო, კაკა (60. დი მარია), იოზილი - ბენზემა.
გაფრთხილება: ლაურე, პერესი, სანდი, რიკი - რიკარდო კარვალიო, პეპე, გრანერო
კუთხური: 4-11; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 4-21 (1-9); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 31 000

ერკულესი-ხეტაფე 0:0
ერკულესი (4-4-2): კალატაიუდი - ხუანრა, პასი, პამარო, პულჰაკი - ტოტე (70. კიკო), ფარინოსი (76. ფრიტცლერი), ტიაგო გომეში, ტომერი (58 კრისტიანი) - ტრეზეგე, პორტილიო.
ხეტაფე (4-4-2): კოდინა - მ. ტორესი, დიასი, რაფა, მანე - პ. რიოსი (46. მანუ), ვ. სანჩესი, კასკერო, გავილანი (85. არისმენდი) - კოლუნგა (69. პარეხო), მიკუ.
გაფრთხილება: პულჰაკი, პამარო - დიასი, მანე
გაძევება: პულჰაკი (91)
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 11-17 (5-7); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 20 000

ლევანტე-ოსასუნა 2:1
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, დელ ორნო, ხუანფრანი - ხ. ტორესი, იბორა - ვალდო, მუნიოსი (74. პალიარდო), ხუანლუ (66. მონტერო) - კაისედო (84. სტუანი).
ოსასუნა (4-2-3-1): რიკარდო - ნელსონი, ლოლო, ხოსეჩო, მონრეალი - პუნიალი, ნეკუნამი (80. ვადოცი) - მასუდი (66. ლეკიჩი), კამუნიასი, კალეხა (46. სორიანო)- პანდიანი.
გოლები: 0:1 პანდიანი (41), 1:1 ბალესტეროსი (44), 2:1 კაისედო (49)
გაფრთხილება: ხუანფრანი, ვენტა, იბორა - ხოსეჩო, ლეკიჩი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 14-8 (7-4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 15 000

რასინგი-ვილიარეალი 2:2
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - პინილიოსი, ენრიკე, ტორეხონი, კრისტიანი - ადრიანი, ლასენი - კენედი (68. არანა), როზენბერგი, მუნიტისი (76. სისმა) - ნაუელპანი (63. ჯ. დოს სანტოსი).
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, მუსაჩიო, მარჩენა, კატალა (79. ვაკასო) - კანი, გულონი (70. ნილმარი), ბორხა ვალერო, კრისტობალი (62. კასორლა) - მარკო რუბენი, როსი.
გოლები: 1:0 ნაუელპანი (3), 1:1 მარკო რუბენი (66), 2:1 ჯ. დოს სანტოსი (68), 2:2 ნილმარი (92)
გაფრთხილება: მუნიტისი, არანა - გულონი, მუსაჩიო, კატალა
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 11-7; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 17-17 (9-2); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 18 000

ბილბაო-ვალენსია 1:2
ბილბაო (4-4-2): ირაისოსი - დე მარკოსი, სან ხოსე, ეკიზა, კოიკილი - დ. ლოპესი, გურპეგი, ხ. მარტინესი, მუნიაინი - ფ. ლორენტე, ტოკერო.
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბრუნო, დ. ნავარო, სტანკევიჩიუსი, მატიო - მ. თოფალი, ბანეგა - ხოაკინი, მატა, პაბლო ერნანდესი - სოლდადო.
გოლები: 1:0 ფ. ლორენტე (13) 1:1 მატა (71), 1:2 ჯონასი (81)

მალაგა-ალმერია დღეს


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 25 22 2 1 76-13 68
2. რეალი 25 19 4 2 55-19 61
3. ვალენსია 24 14 6 4 38-25 48
4. ვილიარეალი 25 14 5 6 44-26 47
5. ესპანიოლი 25 13 1 11 34-36 40
6. ბილბაო 24 12 2 10 38-34 38
7. სევილია 25 10 5 10 38-40 35
8. ატლეტიკო 25 10 4 11 35-33 34
9. სოსიედადი 25 11 1 13 36-41 34
10. ხეტაფე 25 9 5 11 35-38 32
11. მალიორკა 25 9 4 12 25-34 31
12. რასინგი 25 7 8 10 23-35 29
13. ლევანტე 25 8 3 14 26-37 27
14. დეპორტივო 25 6 9 10 21-35 27
15. ერკულესი 25 7 5 13 24-38 26
16. ოსასუნა 25 6 7 12 26-32 25
17. სპორტინგი 25 5 10 10 23-31 25
18. სარაგოსა 25 5 9 11 22-37 24
19. ალმერია 24 4 9 11 24-40 21
20. მალაგა 24 5 5 14 31-50 20

ბომბარდირები: 26 - ლეო მესი (ბარსელონა); 24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - დავიდ ვილია (ბარსელონა); 14 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 13 - პედრო როდრიგესი (ბარსელონა); 12 - ჯუზეპე როსი (ვილიარეალი); 11 - ნილმარი (ვილიარეალი); 10 - დავიდ ტრეზეგე (ერკულესი), ფელიპე კაისედო (ლევანტე).


სეგუნდადივიზიონი. XXVI ტური
ტენერიფე-ხერესი 2:1
გოლები: 1:0 სისილია (38), 2:0 იდალგო (54), 2:1 კორდერო (56)

ხიმნასტიკი-სელტა 1:2
გოლები: 0:1 ასპასი (28), 0:2 ლაგო (55), 1:2 პაუელი (70)

ალკორკონი-სალამანკა 4:0
გოლები: 1:0 ქუინი (45), 2:0 ანხელი (67), 3:0 სამუელი (84), 4:0 მ. გარსია (90)

ვილიარეალი-ხირონა 0:1
გოლი: 0:1 ხანდრო (24)

გრანადა-ლას პალმასი 5:2
გოლები: 1:0 ბენიტესი (22), 1:1 სუარესი (41), 1:2 დ. გონსალესი (46), 2:2 გეიხო (51), 3:2 გეიხო (57), 4:2 გეიხო (58), 5:2 კოლანტესი (90)
გაძევება: მენსა (48. გრანადა)

უელვა-პონფერადინა 1:1
გოლები: 1:0 რაფიტა (32), 1:1 აკორანი (71)

ვალიადოლიდი-ელჩე 2:0
გოლები: 1:0 ალემანი (10), 2:0 ხოფრე (80)
გაძევება: ხ. ბარახა (65. ვალიადოლიდი)

კორდობა-კარტახენა 2:0
გოლები: 1:0 დე კოსი (2), 2:0 შარლესი (88)
გაძევება: კლავერო (17. კარტახენა)

ნუმანსია-ბარსელონა 4:6
გოლები: 0:1 სორიანო (32), 1:1 ნაგორე (43), 2:1 სედრიკი (46), 2:2 სორიანო (58), 2:3 სორიანო (61), 3:3 ინიგო (71), 3:4 ესპინოსა (76), 4:4 ბარკერო (86), 4:5 ბენია (88), 4:6 ორიოლი (90)

უესკა-რაიო ვალეკანო 4:1
გოლები: 1:0 სევილია (34), 2:0 სევილია (38), 3:0 გ. გომესი (71), 4:0 კამაჩო (75-პენ), 4:1 ტრეხო (90)

ბეტისი-ალბასეტე 2:0
გოლები: 1:0 როვერსიო (74), 2:0 მოლინა (83)


თ მ ფ წ ბ ქ
1. სელტა 26 15 9 2 48-21 54
2. ვალეკანო 26 15 5 6 45-30 50
3. ბეტისი 26 15 4 7 49-27 49
4. გრანადა 26 12 8 6 50-29 44
5. ვილიარეალი 26 12 5 9 32-34 41
6. ხირონა 26 10 9 7 38-32 39
7. ბარსელონა B 26 10 8 8 44-40 38
8. ხერესი 26 11 5 10 36-37 38
9. კარტახენა 26 11 5 10 34-37 38
10. ალკორკონი 26 11 3 12 37-35 36
11. კორდობა 26 8 11 7 36-33 35
12. ვალიადოლიდი 26 10 5 11 34-33 35
13. ელჩე 26 8 11 7 25-25 35
14. ნუმანსია 26 10 3 13 39-40 33
15. უესკა 26 7 12 7 22-24 33
16. უელვა 26 5 13 8 23-26 28
17. ტენერიფე 26 6 9 11 27-40 27
18. ლას პალმასი 26 5 11 10 35-53 26
19. ხიმნასტიკი 26 5 10 11 20-28 25
20. სალამანკა 26 7 4 15 27-41 25
21. ალბასეტე 26 5 9 12 18-31 24
22. პონფერადინა 26 3 11 12 19-42 20

ბომბარდირები: 19 - გეიხო (გრანადა); 17 - ქუინი (ალკორკონი); 15 - არმენტეროსი (რაიო ვალეკანო), სორიანო (ბარსელონა).






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული