* 12 ტურის შემდეგ "რეალი" 4-ქულიანი უპირატესობით ბოლოს 25 წლის წინათ ლიდერობდა ლა ლიგაში.
* კრიშტიანო რონალდომ კარიერაში 39-ე ჰეთ თრიკი შეასრულა.
* "მალაგასთან" მატჩი მე-400 იყო სერხიო ბუსკეტსისთვის "ბარსელონას" მაისურით.
* "რეალ სოსიედადმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ჩაიწერა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე პირველმა დაპირისპირებამ ნათლად აჩვენა, რომ "რეალმა" ისევ ისწავლა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაში. კრიშტიანო რონალდოს ჰეთ თრიკმა კარგად აჩვენა, რომ სიმეონეს გუნდი კრიზისშია. მესის და
ვიქტორი და ვიქტორია
ახალი ცოცხი კარგად გვისო - ეს გამონათქვამი თითქმის ყოველთვის ამართლებს ფეხბურთში - "ბეტისში" დებიუტი ჰქონდა გუსტავო პოიეტის ნაცვლად მისულ ვიქტორ სანჩესს და მან "ლას პალმასი" 2:0 დაამარცხა. სანჩესმა სევილიურ გუნდში უმალვე შეცვალა სათამაშო სტილი, სასტარტო შემადგენლობა და ტაქტიკა. ამან სანახაობრივი მხარე კი დააზარალა, მაგრამ "ბეტისმა" სამი ქულა მოიპოვა და 35 ათასი ფანი გაახარა. გოლები კი პირველ ტაიმში თითქმის იდენტური გავიდა - ხოაკინის ორ ჩაწოდებას კუთხურიდან ცენტრალურ მცველთა (ბრუნო, მანდი) თავურები მოჰყვა კანარის კუნძულელთა კარში.
სასწაული "რიასორზე"
ამ ტურში ყველაზე დიდ ინტერესს ნამდვილად არ იწვევდა მატჩი "რიასორზე", მაგრამ იქ "სევილიამ" ნამდვილად სასწაულებრივი "ქამ ბექი" შემოგვთავაზა. ანდალუსიელები 0:2-ს აგებდნენ. ყველას ეგონა, რომ მათი შესრულებით მორიგი სუსტი საგარეო მატჩი უნდა გვეხილა, რომ დიდი შემოტრიალება სტივენ ნ'ზონზიმ დაიწყო. მატჩის მიწურულს "ნერვიონენსეს" ჯერ შეცვლაზე შესული ვიტოლოს გოლმა, შემდეგ კი მცველ გაბრიელ მერკადოს გასროლამ მოაგებინა - 3:2. ესპანეთის ნაკრებში დამკვიდრებულმა ვიტოლომ მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა, მაგრამ შეუდარებელი იყო და გადაფარა მასპინძელთა რუმინელი ფორვარდის, ფლორინ ანდონეს შესანიშნავი თამაში.
"ბარსა" მესის და სუარესის გარეშე
"ბარსელონა" მესით და მესის გარეშე სულ სხვადასხვა გუნდებია - თამაშის დაწყებამდე არგენტინელი კუჭმა დააღალატა და მან თამაში ვერ შეძლო. დისკვალიფიკაციის გამო არ იყო ლუის სუარესიც. შედეგად, "ბარსას" აბსოლუტური უპირატესობაც კი (81% ბურთის ფლობაში) არ ეყო "მალაგას" დასამარცხებლად, რადგან მხოლოდ რაფინიასა და ნეიმარის კრეატიული თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა. უბრალოდ, საოცარია პაკო ალკასერის რეგრესი, "ვალენსიას" ექსფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლფასია. მასპინძელთა რიგებში ერთადერთი გამოჯანმრთელებული ჟერარდ პიკეს გამორჩევა შეიძლება. ბოლო წუთებში (მსაჯმა 4 წუთი დაამატა, თუმცა რეალურად გუნდები დამატებით 8 წუთი ათამაშა) რიცხვმცირე "მალაგა" თავგამოდებით იცავდა კარს შტურმისგან, მაგრამ რომ არა კარლოს კამენის სუპერრეაქცია, შინ ქულას ვერ წაიღებდა.
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ძალიან რთულია, ისეთ გუნდს შეუქმნა მომენტები, რომელიც მთელი შემადგენლობით იცავს თავს. მინდა გუნდი და მაყურებელი შევაქო, მათ ვერ მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს. დიახ, ჩვენ მიჩვეული ვართ, როცა მეტოქე ასე გვეთამაშება, მაგრამ ყოველ ჯერზე ვერ გავიმარჯვებთ. საბოლოო ეპიზოდებში სიზუსტე გვაკლდა. აი, მხოლოდ ამის გამო შემიძლია ბიჭები გავაკრიტიკო".
რონალდომ "კალდერონი" დახურა
"ვისენტე კალდერონი" მადრიდულ დერბის მინორულ ნოტზე დაემშვიდობა. ზინედინ ზიდანმა პირწმინდად მოუგო დიეგო სიმეონეს დუელი, თუმცა კი საკადრო პრობლემები სწორედ "რეალს" ჰქონდა და არა "ატლეტიკოს". კრიშტიანო რონალდომ ცენტრფორვარდად ითამაშა და მატჩის გმირიც გახდა - ჯერ საჯარიმო დარტყმით გაიტანა (რიკოშეტის დახმარებით), შემდეგ თავისივე მოპოვებული პენალტი გარდასახა გოლად, ბოლოს კი გარეთ ბეილის მარცხენა ფრთიდან ჩაწოდებულს ზუსტად დაუხვდა - 0:3. კარგად ითამაშეს დაცვაში ვარანმა და ნაჩომ, ნახევარდაცვაში კი - ისკომ. "ატლეტიკოს" რიგებში კი, კოკეს გარდა, არავის გამოყოფა არ შეიძლება.
ზინედინ ზიდანი (რეალი): "თავიდანვე კარგად ვთამაშობდით, ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით - ბევრი ვერ დაიკვეხნის "ვისენტე კალდერონზე" 3:0 მოგებას. პირველ ტაიმში ფანტასტიკურად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში მეტი ზეწოლა იყო ჩვენზე, მაგრამ ამას თავი გავართვით. შევამჩნიე, რომ პირველ ტაიმში ისკომ ერთხელაც კი არ დაკარგა ბურთი, ის ფენომენალური იყო. რაც უნდა იყოს, ჩვენ ჯერ ტიტული კი არა, ერთი ჩვეულებრივი მატჩი მოვიგეთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ მომავალშიც, წინ მძიმე თამაშებია. კრიშტიანო? მან ისევე ითამაშა, როგორც სხვა მატჩებში, მისი ჰეთ თრიკით ძალიან კმაყოფილი ვარ".
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "პენალტის მერე ვეღარ შევძელით ბრძოლა. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ პენალტის მერე ყველაფერი გართულდა. ეს წაგება ძალიან მტკივნეულია, ჩვენ აუცილებლად გამოვიტანთ სწორ დასკვნებს აქედან. "ატლეტიკო" შეკრული გუნდია და ყველა ამ აზრზეა".
კვირის მატჩები
ვიტორიაში სიტუაცია 79-ე წუთზე დაიძაბა, როცა მასპინძელმა ალექსისმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და "ალავესის" კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ჟერარდ მორენოს მეკარე პაჩეკომ აჯობა. ორ წუთში მორენომ მაინც დაჯაბნა გოლკიპერი, კუთხურს აუღებელი თავური შეაგება. მაგრამ "ესპანიოლი" ამ თამაშს მაინც ვერ მოიგებდა, რომ არა მეკარე დიეგო ლოპესი, რომელმაც ენით აუწერელი დარტყმული მოიგერია ბოლო წუთებზე - 0:1. "ვალენსიას" ვერც ჩეზარე პრანდელის მისვლამ უშველა, გუნდმა "მესტალიაზე" ვერ შეძლო ლა ლიგის უსუსტესი გუნდის დამარცხება. ის კი არა, რომ არა ნანის გოლი, "გრანადა" მატჩს სულაც იგებდა - 1:1.
გუშინ ბასკური დღე იყო: "სოსიედადმა" სტუმრად 3:1 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "სპორტინგი", ხოლო "ბილბაომ" რაულ გარსიას გოლით "ვილიარეალს" მოუგო - 1:0.
XII ტური
ბეტისი-ლას პალმასი 2:0
გოლები: 1:0 ბ. გონსალესი (6), 2:0 მანდი (45)
ბეტისი (5-3-2): ადანი - პიჩინი, ბ. გონსალესი, მანდი, პეცელა, ა. მარტინესი - პეტროში, დონკი, სებალიოსი (83. ბრაშანაცი) - ხოაკინი (77. ხოაკინი), რ. კასტრო (70. სანაბრია)
ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - მიჩელი, ლემოსი (77. სიმონი), ბიგასი, დ. კასტელიანო (29. დ. გარსია) - მესა - მომო (68. ვ. გომესი), კ. ბოატენგი, პლასერესი, ვიერა - არაუხო
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 22-10; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 10-9 (3-4); ბურთის ფლობა: 34%-66%; მაყურებელი: 34 114
დეპორტივო-სევილია 2:3
გოლები: 1:0 ბაბელი (1), 2:0 ანდონე (42), 2:1 ნ'ზონზი (44), 2:2 ვიტოლო (87), 2:3 მერკადო (92)
დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი - ხუანფრანი (79. არიბასი), ალბენტოსა, სიდნეი, ლუიზინიო - გამა, მოსკერა - გილერმე, ჩოლაქი (62. ბორხესი), ბაბელი - ანდონე (87. მ. მორენო)
სევილია (3-4-2-1): ს. რიკო - მერკადო, კარიშო (46. ვიტოლო), პარეხა - მარიანო, კრანევიტერი, ნ'ზონზი, ესკუდერო - სარაბია (76. ბენ იედერი), განსო (79. ფ. ვასკესი) - ვიეტო
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 3-14; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 4-20 (3-7); ბურთის ფლობა: 27%-73%; მაყურებელი: 21 096
ბარსელონა-მალაგა 0:0
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, დინი (62. ალბა) - დ. სუარესი (68. ანდრე გომეში), ბუსკეტსი, რაფინია (77. რაკიტიჩი) - ადრა თურანი, პ. ალკასერი, ნეიმარი
მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, მ. ტორესი, ვილანუევა, რიკა - ფორნალსი (96. დუდა), დ. ლორენტე - ონტივეროსი (69. მუნიოსი), ხუანპი, ხუან კარლოსი - ს. რამირესი (81. ენ ნესირი)
გაძევება: დ. ლორენტე (68), ხუან კარლოსი (97)
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 14-1; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 26-4 (6-1); ბურთის ფლობა: 81%-19%; მაყურებელი: 83 439
ეიბარი-სელტა 1:0
გოლი: 1:0 ფ. რიკო (9)
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - არბილია, რამისი (83. გალვესი), ლეჟონი, ლუნა - ფ. რიკო, დ. გარსია - პედრო ლეონი (71. ესკალანტე), ადრიანი, ინუი (64. პენია) - ენრიჩი
სელტა (5-4-1): ბლანკო - მალიო, ს. გომესი, რონკალია, ფონტასი, პლანასი (74. გუიდეტი) - სენე (67. სისტო), რადოია, ვასი (53. პ. ერნანდესი), ბონგონდა - ჯ. როსი
გაძევება: ს. ალვარესი (90), მალიო (94)
გაფრთხილება: 2-6; კუთხური: 7-0; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-6 (5-2); ბურთის ფლობა: 42%-58%; მაყურებელი: 5 503
ატლეტიკო-რეალი 0:3
გოლები: 0:1 რონალდო (23), 0:2 რონალდო (71-პენ), 0:3 რონალდო (77)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი (62. ა. კორეა), კოკე, ფერეირა-კარასკო - გრიზმანი, ფ. ტორესი (62. გამეირო)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი, კოვაჩიჩი, ისკო (79. ბენზემა) - ლ. ვასკესი (86. ასენსიო), რონალდო (83. ხ. როდრიგესი), ბეილი
გაფრთხილება: 4-2; კუთხური: 8-6; ჯარიმა: 21-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16-12 (5-7); ბურთის ფლობა: 47%-53%; მაყურებელი: 53 741
ალავესი-ესპანიოლი 0:1
გოლი: 0:1 ჟ. მორენო (81)
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - კიკო, ალექსისი, ფედალი, რ. გარსია - მ. ლორენტე, კრსტიჩიჩი (76. დ. ტორესი) - ტ. ერნანდესი (70. ი. გომესი), კამარასა, ესპინოსა (83. სანტოსი) - დეივერსონი
ესპანიოლი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ვ. სანჩესი, დ. ლოპესი, დ. რეიესი, კარიკოლი - ფუეგო, ხურადო - პიატი, ე. პერესი (63. მელენდო), ხ. რეიესი (69. დიოპი) - ჟ. მორენო (82. კაისედო)
გამოუყენებელი პენალტი: ჟ. მორენო (79)
გაფრთხილება: 5-2; კუთხური: 2-5; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-10 (4-3); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 19 550
ვალენსია-გრანადა 1:1
გოლები: 0:1 კარსელა-გონსალესი (45), 1:1 ნანი (47)
ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - მონტოია (46. ელ ჰადადი), გარაი, მანგალა, გაია - ე. პერესი, მ. სუარესი - კანსელო, პარეხო, ნანი (64. ბაკალი) - როდრიგო
გრანადა (5-4-1): ოჩოა - კუენკა, ლომბანი, სონიე, გ. სილვა - კარსელა-გონსალესი (87. ტორალი), ბოგა, აგბო, ა. პერეირა (64. სამპერი) - კრავეცი (78. ბარალი)
გაფრთხილება: 2-5; კუთხური: 11-2; ჯარიმა: 7-18; თამაშგარე: 10-0; კარში დარტყმა: 14-9 (7-5); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 34 884
სპორტინგი-სოსიედადი 1:3
გოლები: 0:1 ჩაბი პრიეტო (19), 1:1 ჩოპი (28), 1:2 ზურუტუზა (51), 1:3 ი. მარტინესი (56)
სპორტინგი ხ. (4-4-2): კუელიარი - დ. პერეირა, მერე, ამორებიეტა, კანელია - ვ. როდრიგესი (60. კ. კასტრო), ს. ალვარესი (69. ხ. ტორესი), კასესი, მ. გომესი (60. ბურგუი) - ჩოპი, ვიგერა
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - კ. მარტინესი, რ. ნავასი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა (83. კანალესი) - ველა (70. ხუანმი), ვილიან ჟოზე, ოიარზაბალი (78. კონჩა)
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 4-20 (1-9); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 23 439
ბილბაო-ვილიარეალი 1:0
გოლი: 1:0 რაულ გარსია (67)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ბოვედა, ი. ალვარესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - ვესგა (62. სან ხოსე), მ. რიკო - ვილიამსი, რაულ გარსია (86. ერასო), მუნიაინი (62. სუსაეტა) - ადურისი
ვილიარეალი (4-2-3-1): ასენხო - მარიო გასპარი, ალვარო, რუისი, ხ. კოსტა - ბრუნო სორიანო, რ. ერნანდესი - კასტილიეხო, ტრიგეროსი (71. პატო), რ. სორიანო (64. ჯონ. დოს სანტოსი) - სანსონე (68. ბაკამბუ)
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 12-6 (5-2); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 38 245
21 ნოემბერი
ლეგანესი-ოსასუნა 23:45
ბომბარდირები:
8 ლიონელ მესი (ბარსელონა)
ლუის სუარესი (ბარსელონა)
კრიშტიანო რონალდო (რეალი)
6 იაგო ასპასი (სელტა)
ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
ვილიან ჟოზე (სოსიედადი)
მომდევნო ტური
25 ნოემბერი:
ეიბარი-ბეტისი;
26 ნოემბერი:
მალაგა-დეპორტივო, რეალი-სპორტინგი, ესპანიოლი-ლეგანესი, სევილია-ვალენსია;
27 ნოემბერი:
ვილიარეალი-ალავესი, ოსასუნა-ატლეტიკო, სელტა-გრანადა, რეალ სოსიედადი-ბარსელონა;
28 ნოემბერი:
ლას პალმასი-ბილბაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"