უცნობი კლუბი მზადაა, მესის 100 მილიონი ევრო გადაუხადოს, რომ არგენტინელმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.
მესის მოქმედი კონტრაქტის ვადა ესპანურ კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.
ესპანური გამოცემა El Mundo-ს ინფორმაციით, უცნობ კლუბს სურს, თავიდან აირიდოს ტრანსფერის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა 250 მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის გადაბირებით "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.
- Mirror: "მანჩესტერ სიტი" მესის კვირაში ნახევარ მილიონს სთავაზობს