ჩავი ბრუნდება, ალვეში ხელს აწერს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლაზარეთიდან ჩავი და ჟეფრენ სუარესი უბრუნდებიან - გუშინ ამ ორმა ფეხბურთელმა უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა. სხვათა შორის, თუ ფოტოს კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ "ბარსას" სავარჯიშო ფორმაზე სიახლეა - გაჩნდა სარეკლამო წარწერა: "ყატარ ფაუნდეიშნ".

ამასობაში, პეპ გვარდიოლას გუნდი სეზონში ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება - ხვალ "მესტალიაზე" ჩემპიონი "ღამურებს" ეწვევა და, თუ არც იქ წაიფორხილა, მერე, ალბათ, ვერც ვერავინ შეაჩერებს. ჩავიმ კვირასაც ივარჯიშა ინდივიდუალურად, გუშინ კი გუნდთან ერთად დაიტვირთა, მაშინ როცა, კარლეს პუიოლი და ვიქტორ ვალდესი ტრენაჟორთა დარბაზში ინდივიდუალური ვარჯიშით
შემოიფარგლნენ. გვარდიოლამ ამჯერად მინიო და ნოლიტო დაიმატა სარეზერვო გუნდიდან. დღეს კიდევ ერთი ვარჯიში გაიმართება ჟოან გამპარის ბაზაზე და უფრო ცხადი გახდება, შეძლებს თუ ვერა "ბარსას" ნახევარდაცვის მაესტრო "ვალენსიასთან" თამაშს.

ამასობაში, დანიელ ალვეშმა კლუბის ოფიციალურ საიტს განუცხადა, რომ სხვა კლუბში თამაში ვერც კი წარმოუდგენია. ბრაზილიელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ სულ მალე ახალ კონტრაქტს დაიმსახურებს: "ვერ წარმომიდგენია ალვეში "ბარსას" გარეშე. ჩემზე, რომ იყო დამოკიდებული, 100%-ით გეტყოდით, რომ ვრჩები, მაგრამ მოლაპარაკებას ორი მხარე აქვს. ჩემი სურვილი და ოცნება ერთია - გავარგძელო კარიერა იქ, სადაც ვარ - "ბარსელონაში". მოლაპარაკება მიდის და მერწმუნეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ფულზე დამოკიდებული, შესათანხმებელია სხვა საკითხებიც".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული