ანდრეს ინიესტა, დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ტრავმა მოიშუშა და დიდი ალბათობით, ის შეძლებს 3 დეკემბერს "ელ კლასიკოში" მონაწილეობის მიღებას.

ამით ძალიან გახარებულია "ბარსას" თავკაცი ლუის ენრიკე, რომელსაც ინიესტას დახმარების ძალიან ეიმედება: "ჩვენ ველოდებით საბოლოო სამედიცინო შემოწმებას, მაგრამ ეს უფრო ფორმალობაა.

ოთხშაბათს თასზე ის არ ითამაშებს დისკვალიფიკაციის გამო. თეორიულად არაფერი უშლის ხელს იმას, რომ "რეალთან" ინიესტას ვიხილავთ".

32 წლის ნახევარმცველმა მუხლის ტრავმა ოქტომბრის ბოლოს, "ვალენსიასთან" 3:2 მოგებულ თამაშში მიიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული