ზინედინ ზიდანი: არ მგონია, "ბარსელონასთვის" მორალური დარტყმა მიგვეყენებინა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ბარსელონასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- სერხიო რამოსმა "რეალი" "კამპ ნოუზე" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

"გოლის გატანა პირველ ტაიმში გვსურდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. მეორე ტაიმში გუნდი შედარებით უკნიდან ვათამაშე. ფეხბურთელებმა ჩემი დავალებები კარგად შეასრულეს და გული ძალიან დამწყდებოდა, ეს თამაში რომ წაგვეგო.

არ მგონია, "ბარსელონასთვის" მორალური დარტყმა მიგვეყენებინა. სეზონის დასრულებამდე დიდი დროა და ჩემპიონობისთვის თავდაუზოგავი შრომა გვრმათებს", - განაცხადა ზიდანმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსას გულშემატკივარი ვარ,სატურნირო ინტრიგის თვალსაზრისითაც სჯობდა ბარსას მოეგო,მაგრამ თამაშის მიხედვით,ეს უსამართლობა იქნებოდა.
სოსო
09:52 04-12-2016
0
"რეალს" არ უნდა წაეგო. რამოსის "ბოლო წუთების" ასეთი გოლი, მერამდენეა?
სოსოს ვეთანხმები
14:27 04-12-2016
0

სიახლეები პოპულარული