ლა ლიგა. XIV ტური: მხსნელი რამოსი და "რეალის" 33 [VIDEO]

AutoSharing Option
* მადრიდის "რეალს" 33 თამაშია, რაც არ წაუგია.
* ლა ლიგის ტოპ-ხუთმა გუნდმა ვერ შეძლო ამ ტურში მოგება.
* ეს 33-ე ფრე იყო "ელ კლასიკოზე" ლა ლიგის მატჩებში და 59-ე "ბარსელონასა" და "რეალის" ყველა დაპირისპირებაში.

ეს არ იყო ის 'ელ კლასიკო", რომელსაც მთელი მსოფლიო მოელოდა, თუმცა არც უინტერესოდ ჩაუვლია "კამპ ნოუზე" დაპირისპირებას, რომელმაც საბოლოოდ "რეალს" 6-ქულიანი ჰანდიკაპი შეუნარჩუნა.

მატჩი
გრანდთა დაპირისპირება ბევრმა ნახა, ამიტომ მოკლედ ვიტყვით - პირველ ტაიმში კლასიკოს დარი თამაში არ შეუთავაზებიათ გუნდებს მაყურებლებისთვის, მეორეში კი სტანდარტული მდგომარეობების წყალობით
გოლები გავიდა - ნეიმარის ჩაწოდებული თავურით ლუის სუარესმა გაიტანა, ბოლო წუთზე კი ლუკა მოდრიჩმა ჩააწოდა და თავურით სერხიო რამოსმა გაათანაბრა - 1:1.

ამის შემდეგ "რეალი" სასწაულებრივად გადაურჩა გოლს, როცა კაზემირომ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. უნდა აღინიშნოს, რომ გოლებს შორის "ბარსელონას" შეეძლო უპირატესობის გაზრდა, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში მისმა შემტევებმა სათანადოდ ვერ ითამაშეს. შედეგად, "რეალი" ისევ დაუმარცხებელია და "ბარსას" კვლავ 6 ქულით უსწრებს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ლუის ენრიკე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "ვაფრთხილებდი ფეხბურთელებს, რომ შეცდომა არ დაეშვათ. ვაფრთხილებდი, რომ განსაკუთრებით ეფრთხილათ, როცა "რეალის" ფეხბურთელები ბურთს კართან ზურგით მდგარნი მიიღებდნენ. ვერ შევინარჩუნეთ გამარჯვება. ფაქტია, რომ უნდა მოვუმატოთ, მაგრამ დღევანდელი შედეგი მაინც უსამართლოა".

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "ეს ფრე იმ კატეგორიიდან არ არის, რომელიც მოგების ტოლფასია. ეს მხოლოდ ერთი მოპოვებული ქულაა და არა სამი, მაგრამ დიახ, ჩვენ მოხარულნი ვართ ამ შედეგის. არ მიმაჩნია, რომ "ბარსელონა" ამის გამო მორალურად დაეცემა. ჩვენ 6-ქულიანი ჰანდიკაპი გვაქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს - სეზონი გრძელია, წინ კიდევ ბევრი მატჩია. პირველ ტაიმში რომ გაგვეტანა, სულ სხვა თამაში გაიმართებოდა, მაგრამ პირველი "ბარსამ" შეაგდო და კიდევ უფრო გაგვიჭირდა. არ ვფიქრობ, რომ სამართლიანია ეს ფრე, მაგრამ ეს არის, რაც არის. სერხიო რამოსს მებრძოლი ხასიათი აქვს, ის არასოდეს ნებდება".

სერხიო რამოსი (რეალი): "ძალიან მძიმე მატჩი გვქონდა. ორივე გუნდს ბურთი და ინიციატივა სურდა. პირველ ტაიმში მეტი მომენტი გვქონდა, მაგრამ რაღაც გვაკლდებოდა. ბოლოს კი ჩვენი შრომა მაინც დაფასდა - ერთი ქულა მაინც სჯობს არაფერს".

ჟერარდ პიკე (ბარსელონა): "ეს ის არ არის, რაც გვსურდა, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. თუკი ასე ვითამაშებთ მომავალშიც, ყველაფრის შეცვლას შევძლებთ. გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელია".

ლუკა მოდრიჩი (რეალი): "ძალიან მნიშვნელოვანი და დამსახურებული ქულაა. ბოლომდე ვიბრძოლეთ და ხელები არ ჩამოვუშვით. "რეალი" შემთხვევით არ არის დაუმარცხებელი უკვე 33 მატჩი ზედიზედ".

მარკას top და flop
top
ინიესტა - ძალიან დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც ესპანეთის ჩემპიონატში ერთმა ფეხბურთელმა შეცვლაზე შემოსვლით ასე მალე შეცვალა მატჩის სურათი. მისმა გამოჩენამ ბალანსი "ბარსელონას" სასარგებლოდ შეცვალა. ის იყო ნამდვილი ლიდერი, ხოლო მისი მწვავე პასი მესისადმი აუცილებლად უნდა დასრულებულიყო გოლით.

ნეიმარი - საუკეთესო MSN-ის ტრიდენტიდან. მოუსვენარი სანამ მოედანზე იყო, შექმნა სუარესის გოლი.

პიკე - კიდევ ერთხელ იყო გაუვალი კლდესავით "ბარსელონას" დაცვის გულში. დომინანტი ჰაერში, კარგად კითხულობდა თამაშს. ერთი, ჩვეულად ვერ ეხმარებოდა შეტევას.

მოდრიჩი - მუშა და ხელოვანი ერთდროულად "კამპ ნოუზე". ხორვატის წყალობით, "რეალი" ურიგოდ არ თამაშობდა პასებით და მოდრიჩი დაცვასაც ბრწყინვალედ ეხმარებოდა. ბოლოს კი სერხიო რამოსს საგოლე პასი გაუკეთა. მოდრიჩი ყველანაირად კარგი იყო.

რამოსი - "რეალის" მხსნელი. "ლოს ბლანკოსის" ჩვეული გმირი, როცა გუნდს ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ვარანი - ერთი შეცდომა დაუშვა, რის წყალობითაც "ბარსელონამ" ანგარიში გახსნა. სხვა მხრივ, ბრწყინვალე იყო. ვარანი სულ უფრო მოუმატებს მომავალში.

flop
გომეში - კიდევ ერთი შანსი გაანიავა, მასში გადახდილი დიდძალი თანხა ვერაფრით გაამართლა. ვერც დაცვას ეხმარებოდა და წინაც ვერაფერს აკეთებდა.

არდა - 12 წუთი იყო მოედანზე, მაგრამ დაშავება მაინც მოასწრო. დაჯარიმდა და ამ ჯარიმიდან "რეალმა" გაათანაბრა. ამ დონის თამაშისთვის მზად არ არის.

მასკერანო - მადლობელი უნდა იყოს, რომ მის გამო არ დანიშნეს ორი პენალტი.

ბენზემა - ჯერჯერობით, ის ბენზემა არ არის, როგორიც ადრე იყო. ბურთით და უბურთოდ არაფერი გამოსდიოდა, ჩრდილში იყო.

კაზემირო - ბრაზილიელი ჯერ შორსაა ფორმისგან, უბრალოდ, ძალიან საჭირო იყო და ზიდანმაც ამიტომ გამოუშვა.

კარვახალი - ცუდად ითამაშა, ცუდად მოიქცა. ნეიმარმა ფლანგზე დაჯაბნა.

სტატისტიკურად საუკეთესოები
whoscored.com-ის მიხედვით, რომელიც ყველანაირ სტატისტიკურ მაჩვენებელს აჯამებს, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო სერხიო რამოსი. "რეალის" კაპიტანმა 7,8 ბალი მიიღო (10-ბალიანი შეფასებით). ზუსტად ამდენივე ბალი მიიღო ლუკა მოდრიჩმა, მაგრამ მცველი გადამწყვეტი გოლის გამო არჩიეს. 7,6 ბალი დაიმსახურეს ჟორდი ალბამ და ლუკას ვასკესმა, მეხუთეა ნეიმარი 7,2 ბალით.

მესი და რონალდო? ეს ორი სუპერვარსკვლავი არ იყო გამორჩეული, ლეომ 7,1 ბალი იკმარა, რონალდომ - 6,9.

შუათითი "კამპ ნოუს"
სერხიო რამოსის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლის ზეიმისას ცუდად მოიქცა მადრიდელთა მცველი დანი კარვახალი, მან "კამპ ნოუზე" შეკრებილთ შუათითი უჩვენა. მოგვიანებით კარვახალმა თავისი საქციელი მოინანია და "ტვიტერზე" ფანებს ბოდიში მოუხადა.

"მე შეურაცხყოფას მაყენებდნენ და ვუპასუხე. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი", - დაწერა კარვახალმა.

კლასიკოს ფაქტები
* სერხიო რამოსმა ამ სეზონში 4 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ლა ლიგის მცველებს შორის.

* 2014 წლის მერე ლუკა მოდრიჩმა სერხიო რამოსს პირველი საგოლე პასი გაუკეთა.

* სერხიო რამოსისთვის ეს მე-4 გოლი იყო კლასიკოზე და პირველი "კამპ ნოუზე" 2007 წლის მერე.

* ლა ლიგაში ნეიმარმა 7 კლასიკოში მიიღო მონაწილეობა. მან 6 გოლში დაიდო წილი - 3 გოლი და 3 საგოლე პასი.

* რაც კეილორ ნავასი "რეალის" მეკარეა, ყველაზე მეტი გოლი მას ლუის სუარესმა გაუტანა - 3.

* პირველ ტაიმში ყველაზე მეტჯერ ბურთი მოდრიჩმა და მესიმ მოიპოვეს - 6-6.

* პირველ ტაიმში მოდრიჩმა 37-დან 36 ზუსტი პასი გააკეთა - 97,3%.

* პირველ ტაიმში კრიშტიანო რონალდომ კარში 3-ჯერ დაარტყა, ბარსამ - მხოლოდ ერთხელ.

* ლუკას ვასკესი 20-ჯერ იყო "რეალის" სასტარტოში და გუნდმა ერთხელაც არ წააგო.

* "რეალი" ლა ლიგის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია ამ სეზონში - 10 მოგება, 4 ფრე.

* "ბარსამ" თამაშში 458 პასი მიითვალა, "რეალმა" - 351.

* მატეო კოვაჩიჩს უკვე 43 თამაშია, არ წაუგია.

* * *
სხვა თამაშებიდან აღვნიშნავთ "ატლეტიკოს" ნულოვან ფრეს შინ "ესპანიოლთან", ანტუან გრიზმანი "გაჩერდა", დიეგო სიმეონეს გუნდი ქულებს კარგავს. ასევე ვერ გაუტანეს ერთმანეთს "ლეგანესმა" და "ვილიარეალმა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანდალუსიურ დერბიში "გრანადამ" სეზონში პირველი გამარჯვება "სევილიასთან" მატჩში მოიპოვა - 2:1. უხვგოლიანი ფრე ვიხილეთ სევილიაში, სადაც "ბეტისი" და "სელტა" დაზავდნენ - 3:3. "ბილბაომ" საკუთარი გულშემატკივრები გაახარა ბასკურ დერბიში "ეიბარის" დამარცხებით - 3:1.

XIV ტური
გრანადა-სევილია 2:1
გოლები: 1:0 ა. პერეირა (27), 2:0 ლომბანი (56), 2:1 ბენ იედერი (95-პენ)
გრანადა (4-2-3-1): ოჩოა - ფულკიე, სონიე, ლომბანი, გაბრიელი - აგბო (77. მარკესი), სამპერი - ა. პერეირა, ბოგა (75. კუენკა), კარსელა-გონსალესი - კრავეცი (86. პონსე)
სევილია (4-3-3): ს. რიკო - მარიანო, პარეხა, რამი, მერკადო (69. სარაბია) - კრანევიტერი (55. იბორა), ნ'ზონზი, ფ. ვასკესი - ხ. კორეა (69. ბენ-იედერი), ვიეტო, ვიტოლო
გაფრთხილება: 5-2; კუთხური: 4-8; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 11-17 (6-6); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 15 832

ბარსელონა-რეალი 1:1
გოლები: 1:0 ლ. სუარესი (53), 1:1 ს. რამოსი (90)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (60. ინიესტა), ბუსკეტსი, ანდრე გომეში (78. არდა თურანი) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი (87. დ. სუარესი)
რეალი (): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კოვაჩიჩი (86. მ. დიასი), ისკო (66. კაზემირო) - ლ. ვასკესი, ბენზემა (77. ასენსიო), რონალდო
გაფრთხილება: 4-2; კუთხური: 5-7; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-14 (2-5); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 98 485

ლეგანესი-ვილიარეალი 0:0
ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი - ბუსტინცა, მანტოვანი, ინსუა, ვ. დიასი - ტიმორი, ალბერტო (57. რ. პერესი) - ო. რამოსი (70. უ. ლოპესი), გაბრიელი, მაჩისი - ლუსიანო (77. გერერო)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, მუსაჩო, რუისი, ხ. კოსტა - კასტილიეხო (80. ბორე), ტრიგეროსი, რ. ერნანდესი, რ. სორიანო (71. ჯ. დოს სანტოსი) - პატო (67. ბაკამბუ), სანსონე
გაფრთხილება: 6-3; კუთხური: 2-4; ჯარიმა: 21-16; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 11-9 (4-3); ბურთის ფლობა: 47%-53%; მაყურებელი: 8 526

ატლეტიკო-ესპანიოლი 0:0
ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ხ. ხიმენესი, ფილიპე ლუიში - გაბი, ტიაგო (68. გაიტანი), კოკე - ფერეირა-კარასკო (71. ა. კორეა), გამეირო (83. ს. ნიგესი), გრიზმანი
ესპანიოლი (4-4-2): დ. ლოპესი - ვ. სანჩესი, დ. ლოპესი, დ. რეიესი, კარიკოლი - ხურადო, ფუეგო, დიოპი, პიატი (56. ე. პერესი) - ლეო ბაპტიშტაო (76. სევილია), ჟ. მორენო (77. კაისედო)
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 9-2; ჯარიმა: 10-19; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 11-5 (3-3); ბურთის ფლობა: 67%-33%; მაყურებელი: 39 707

ბეტისი-სელტა 3:3
გოლები: 0:1 ასპასი (15), 1:1 რ. კასტრო (41-პენ), 2:1 სანაბრია (53), 2:2 ასპასი (61). 3:2 პეცელა (73), 3:3 რონკალია (85)
გაძევება: პეტროში (92)
ბეტისი (5-3-2): ადანი - სეხუდო, ბ. გონსალესი (46. რ. ნავარო), ხუან კარლოსი, პეცელა, დურმისი - პეტროში, დონკი (70. ფ. გუტიერესი), სებალიოსი - სანაბრია (62. ხოაკინი), რ. კასტრო
სელტა (4-2-3-1): ბლანკო - რონკალია, კაბრალი, ფონტასი, ხონი - რადოია (52. ორელიანა), მ. დიასი (77. სისტო) - ვასი, პ. ერნანდესი, ბონგონდა (84. ჯ. როსი) - ასპასი
გაფრთხილება: 6-1; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 22-14; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 16-13 (5-6); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 27 241

ბილბაო-ეიბარი 3:1
გოლები: 1:0 ბენიატი (42), 2:0 ვილიამსი (55), 2:1 ენრიჩი (70), 3:1 მუნიაინი (91)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ბოვედა, ი. ალვარესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი - სუსაეტა (65. ერასო), ვილიამსი (85. ვილიალიბრე), მუნიაინი - საბინი (75. საბორიტი)
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო - არბილია, გალვესი, ლეჟონი, ლუნა - დ. გარსია, ფ. რიკო (86. ხოტა) - პედრო ლეონი, ადრიანი (60. პენია), ინუი (83. კიკე) - ენრიჩი
გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 2-2; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 12-10 (5-4); ბურთის ფლობა: 47%-53%; მაყურებელი: 42 831

ალავესი-ლას პალმასი 1:1
გოლები: 1:0 ალექსისი (4), 1:1 ლივაია (57)
ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო - ვიგარაი, ალექსისი, ფედალი, ტ. ერნანდესი - მ. ლორენტე, დ. ტორესი (85. ტოკერო) - ე. მენდესი (70. ლაგვუარდია), კამარასა, იბაი (70. სანტოსი) - დეივერსონი
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - მიჩელი, დ. გარსია, ბიგასი, ე. ლოპეში - მონტორო (82. ერნანი), ვ. გომესი - ვიერა (92. მ. გარსია), ტანასუ, მომო - ლივაია (68. ასდრუბალი)
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 9-10 (2-3); ბურთის ფლობა: 34%-66%; მაყურებელი: 18 724

სპორტინგი-ოსასუნა 3:1
გოლები: 1:0 კარმონა (43), 2:0 დ. პერეირა (56), 3:0 კარმონა (78), 3:1 ფლანიო (86)
სპორტინგი (5-4-1): კუელიარი - დ. პერეირა, ლ. კასტელიანო, მერე, ამორებიეტა, ი. ლოპესი - კარმონა, ს. ალვარესი, აიტ-ატმანე (69. კასესი), მ. გომესი (79. ვიგერა) - ჩოპი (81. კ. კასტრო)
ოსასუნა (4-4-2): ნ. პერესი - ოიერი, მარკესი, ფლანიო, კლერკი - რ. ტორესი (58. ბერენგერი), ი. გარსია, კაუზიჩი, დე ლას კუევასი - კოდრო (46. ს. ლეონი), რიერა
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 2-5; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-15 (5-2); ბურთის ფლობა: 56%-44%; მაყურებელი: 25 800

ვალენსია-მალაგა 2:2
გოლები: 0:1 ფორნალსი (3), 1:1 როდრიგო (7), 2:1 მედრანი (34), 2:2 ფორნალსი (93)
ვალენსია (3-4-1-2): დ. ალვეში - გარაი, მანგალა, აბდენური - კანსელო, მ. სუარესი, მედრანი, სიკეირა (58. გაია) - პარეხო (69. კარტაბია) - ელ ჰადადი (84. მინა), როდრიგო
მალაგა (4-4-2): ბოიკო - როსალესი, მ. ტორესი, ვილანუევა, რიკა - ონტივეროსი, ფორნალსი, ნაჩო კამაჩო, გ. კასტრო (63. დუდა) - ხუანპი (69. ხონი), მ. სანტოსი (77. ენ ნესირი)
გაფრთხილება: 5-1; კუთხური: 2-13; ჯარიმა: 16-7; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8-19 (3-6); ბურთის ფლობა: 38%-62%; მაყურებელი: 32 000

ორშაბათი. 5 დეკემბერი
დეპორტივო-სოსიედადი 23:45

ბომბარდირები:
10 კრიშტიანო რონალდო (რეალი)
9 ლიონელ მესი (ბარსელონა)
ლუის სუარესი (ბარსელონა)
იაგო ასპასი (სელტა)
7 ვილიან ჟოზე (რეალ სოსიედადი)

მომდევნო ტური
9 დეკემბერი:
მალაგა-გრანადა;

10 დეკემბერი:
ოსასუნა-ბარსელონა, რეალ სოსიედადი-ვალენსია, ლას პალმასი-ლეგანესი, რეალი-დეპორტივო;

11 დეკემბერი:
ეიბარი-ალავესი, სელტა-სევილია, ესპანიოლი-სპორტინგი ხ, ბეტისი-ბილბაო;

12 დეკემბერი:
ვილიარეალი-ატლეტიკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული