ტრავმირებულია... პეპ გვარდიოლა

AutoSharing Option
ამაღამ პირველად: ელ გუახე მესტალიაზე, მესტალიას წინააღმდეგ


დღეს

ხეტაფე-ატლეტიკო 23:00
დისკვალიფიკაცია: მარკანო (ხეტ)
ტრავმა: ბორხა, მარიო, ალბინი, პინტოსი, უსტარი, არისმენდი (?) - ფორლანი (?), პერესი, ელიასი, პულიდო, სუარესი

ოსასუნა-დეპორტივო 23:00
დისკვალიფიკაცია:
ტრავმა: რუპერი, ოიერი, არანდა (?), სეხუდო (?), სერხიო, რობერტო, კორომინასი - მანუელ პაბლო, სისკო, ვალერონი, საული, ურეტა

რეალ სოსიედადი-ლევანტე 23:00
დისკვალიფიკაცია: არანბურუ (რეალ)
ტრავმა: გრიზმანი (?), ხ. ლორენტე, ელუსტონდო, ანსოტეგი, იფრანი - კაისედო, პალიარდო (?), გონსალესი, ლარეა, ხუანფრანი, ვენტა, პერესი

ვილიარეალი-ერკულესი 23:00
დისკვალიფიკაცია: ბრუნო - კორტესი, როდრიგესი, აგილარი
ტრავმა: ა. ლოპესი, სენა -
დრენტე, პენია, ვალდესი, რუფეტე


სარაგოსა-ბილბაო 23:00
ტრავმა: ბრაულიო, ლაფიტა, ლაგუარდია, ობრადოვიჩი - სან ხოსე, ორბაისი, ხ. მარტინესი (?), ფ. ლორენტე (?), აურტენეჩე, რამალიო

ვალენსია-ბარსელონა 01:00
ვალენსია (სავ): გუაიტა - რიკარდო კოშტა, დ. ნავარო, სტანკევიჩიუსი, მატიო - ხოაკინი, მადურო, ბანეგა, ტინო კოსტა, მატა - სოლდადო.
ბარსელონა (სავ): პინტო - დანი ალვეში, პიკე, აბიდალი, მაქსველი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.

ხვალ
ალმერია-რასინგი 23:00
დისკვალიფიკაცია: კოლსა (რას)
ტრავმა: ნიეტო, ხუანმა ორტისი - სერანო, ციოლისი

რეალი-მალაგა 01:00
დისკვალიფიკაცია:
ტრავმა: იგუაინი, კანალესი, ხედირა - ასენხო, როსარიო, რუბენი, დუდა, ბაპტიშტა, პორტილიო, მალაგუენო.

მომავალ ტურში მანუელ პელეგრინი კვლავ დაჯდება "სანტიაგო ბერნაბეუზე" სათადარიგოთა სკამზე, ოღონდ, "რეალის" მეტოქე გუნდის რაზმში. "მენიუში" გვაქვს მცირე მადრიდული დერბიც, ასევე ვალენსიის მხარის ორი გუნდის პრინციპული დაპირისპირება, მაგრამ მთავარი და გადამწყვეტი მაინც ჩემპიონის ვიზიტია "მესტალიაზე". "სამეფო კლუბს" ლამის ერთადერთი შანსი აქვს საჩემპიონო შანსს კიდევ მოეჭიდოს, ოღონდ, საამისოდ უკვე სხვაზე არის დამოკიდებული - უნაი ემერის "ვალენსიაზე". და კიდევ უფრო მთავარი - "ელ გუახედ" წოდებული მსოფლიოს ჩემპიონი დავიდ ვილია პირველად "მესტალიაზე" მესტალიელთა წინააღმდეგ ითამაშებს, რაც "ვალენსია" დატოვა.
ცოტა ღიმილისმომგვრელი ინფორმაციით დავიწყებთ, თუმცა, გვერწმუნეთ, თავად დაზარალებულს საქმე სასაცილოდ სულაც არა აქვს - "ბარსელონას" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ "ვალენსიასთან" მატჩის წინ წელს იტკიებს... ხოსეპ გვარდიოლა! ბოლო დღეების განმავლობაში ჩემპიონთა თავკაცი წელის ქვედა ნაწილში უცნაურ ტკივილებზე ჩიოდა, სამშაბათს კი ტკივილი გამწვავდა, გვარდიოლამ ვარჯიში ვერ ჩაატარა. პრესკონფერენციაც მისმა ასისტენტმა ტიტო ვილანოვამ ჩაატარა. ჯერ ისიც უცნობია, ჩავა თუ არა საერთოდ მწვრთნელი ვალენსიაში.

"ბარსელონას" დაუბრუნდა ჩავი ერნანდესი, რომელმაც დროულად მოირჩინა მარცხენა ფეხზე მტკივანი კუნთი, ბრუნდება დისკვალიფიკაციამოხდილი დანიელ ალვეშიც. სამაგიეროდ, კატალონიაში რჩებიან ვიქტორ ვალდესი, კარლეს პუიოლი და ჟეფრენ სუარესი.

ტიტო ვილანოვა (ბარსელონა): "პეპი ამდენ ხანს უძლებდა ტკივილს, მაგრამ დღეს უკვე ვეღარ შეძლო ტკივილის ატანა. ხვალ დილით გაირკვევა, წამოვა თუ არა ის ვალენსიაში. შარშან თავისუფლად შეიძლებოდა წაგვეგო, ემერიმ ძალიან კარგად შეგვისწავლა. რაც უნდა მოხდეს, ვალენსიაში, ეს თამაში ვერ გადაწყვეტს ლიგის ბედს". ვალენსიაში წამსვლელ 18-კაციან სიაშია ერთადერთი ფეხბურთელი სარეზერვო შემადგენლობიდან, მეკარე მინიო.

უნაი ემერი (ვალენსია): "ბრწყინვალე თამაში გველის თითოეულ ჩვენთაგანს. "ბარსა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, რომელსაც საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავს და ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. ასეთი გუნდები ავსებენ ნებისმიერ სტადიონებს, მათი დამარცხება ძალიან ძნელია, თუმცა ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ. ჩვენი მიზანი მოგებაა, ამისთვის საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ, ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ ეს ადრეც გაგვიკეთებია".

სხვათა შორის, "მესტალია" პრიმერას ერთადერთი სტადიონია, სადაც გვარდიოლას გუნდს ჩემპიონატის მატჩი არ მოუგია.
დავიდ ვილია (ბარსელონა): "ვალენსიასთან" თამაში ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება სეზონში. ჩემთვის დიდი ბედნიერება იქნება, ისევ "მესტალიაზე" დაბრუნება, სადაც ჩემი კარიერის ძალიან ბედნიერი ხანა გავატარე ".

"ვალენსიადან" ზაფხულში 40 მილიონ ევროდ ნაყიდმა "ელ გუახემ" ამ სეზონში უკვე 17 გოლი გაიტანა. მასპინძლებს არ ეყოლებათ დისკვალიფიცირებული მცველი ბრუნო. ამის გამო, შესაძლოა, პორტუგალიელმა რიკარდო კოშტამ მარჯვენა მცველის პოზიცია დაიკავოს, არიც ადურისი, დავიდ ალბელდა და ნაჩო გონსალესი კვლავ იშუშებენ ტრავმებს.

1. ბარსელონა 25 22 2 1 76-13 68
2. რეალი 25 19 4 2 55-19 61
3. ვალენსია 25 15 6 4 40-26 51
4. ვილიარეალი 25 14 5 6 44-26 47
5. ესპანიოლი 25 13 1 11 34-36 40
6. ბილბაო 25 12 2 11 39-36 38
7. სევილია 25 10 5 10 38-40 35
8. ატლეტიკო 25 10 4 11 35-33 34
9. სოსიედადი 25 11 1 13 36-41 34
10. ხეტაფე 25 9 5 11 35-38 32
11. მალიორკა 25 9 4 12 25-34 31
12. რასინგი 25 7 8 10 23-35 29
13. ლევანტე 25 8 3 14 26-37 27
14. დეპორტივო 25 6 9 10 21-35 27
15. ერკულესი 25 7 5 13 24-38 26
16. ოსასუნა 25 6 7 12 26-32 25
17. სპორტინგი 25 5 10 10 23-31 25
18. სარაგოსა 25 5 9 11 22-37 24
19. მალაგა 25 6 5 14 34-51 23
20. ალმერია 25 4 9 12 25-43 21

ბომბარდირები

26 - ლეო მესი (ბარსელონა)
24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
17 - დავიდ ვილია (ვალენსია)


მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსა ylea
giorgi
21:03 11-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული