ლა ლიგა. XV ტური: ZიZუ TOP - ზიდანმა რამოსის წყალობით გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
* ზინედინ ზიდანმა ლეო ბენჰაკერის 1989 წლის რეკორდი დაამხო, მან "რეალს" ზედიზედ 35 მატჩში უთავკაცა დაუმარცხებლად.
* ლიონელ მესიმ 550-ედ ითამაშა "ბარსელონას" შემადგენლობაში.
* დიეგო ალვეშმა ლა ლიგაში მე-20 პენალტი მოიგერია.
* ბორხა იბორა პირველი ნახევარმცველია 21-ე საუკუნეში, ვინც ლა ლიგაში ჰეთ თრიკი მას მერე შეასრულა, რაც შეცვლაზე შევიდა.

ზინედინ ზიდანი აქამდე ჰოლანდიელ ლეო ბენჰაკერთან იზიარებდა საკლუბო რეკორდს, მაგრამ "დეპორტივოს" დამარცხებით, ფრანგი ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა. მაგრამ ამ მატჩში იყო მომენტი, როცა ამ რეკორდს საფრთხე დაემუქრა და ეს ასე რომ მომხდარიყო,
დამნაშავე თავად ზიდანი იქნებოდა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ჩატარებული ექსპერიმენტებისთვის, როცა კლასიკოსთან შედარებით შემადგენლობაში 8 ცვლილება განახორციელა.

მოპარული გამარჯვება
ტური ანდალუსიური დერბით დაიწყო, რომელიც ნაკლებად ლოგიკური ფრით დასრულდა - 1:1. ამ სეზონში არც ისე ბევრჯერ ჰქონია "მალაგას" ამხელა უპირატესობა მეტოქეზე, მაგრამ ხუანდე რამოსის გუნდმა მაინც ვერ მოიგო.

თანაც, ბოლო წამებზე ალვარეს ისკიერდომ დაუჯერა ასისტენტს და ფრიად საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო - მასპინძელთა გამარჯვების გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. მანამდე კი იყო ნაჩო კამაჩოს გოლი. მატჩი ლოგიკური დასასრულისკენ მიემართებოდა, მაგრამ უკრაინელმა ანტონ კრავეცმა სეზონში მე-4 გოლით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ფეხბურთში ყოველთვის ძლიერი ვერ იმარჯვებს.

მესი ტოპია
ლიონელ მესის "ბარსელონაში" 550-ე მატჩის თამაში პამპლონაში მოუწია და მანაც არ გააწბილა ფანები - "ოსასუნას" კარში დუბლი შეასრულა და 11 გოლით ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. ნავარაში ლუის ენრიკეს გუნდის უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა მეორე ტაიმამდე ეს გოლებში არ ასახულა, შემდეგ კი ჟორდი ალბას მცდელობებმა მარცხენა ფლანგზე შედეგი გამოიღეს, მისი პასებით ჯერ ლუის სუარესმა, მერე კი მესიმ გაიტანეს. მატჩის მიწურულს არგენტინელმა შესანიშნავი ინდივიდუალური თამაშით (5 მეტოქე მოატყუა) წერტილი დაუსვა თამაშს - 3:0. შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, დაგვაკლდა მხოლოდ გოლი. მეორე ტაიმში კი შევძელით მეტოქის გატეხვა. ყველაფრით ვჯობდით "ოსასუნას", თუმცა მასაც ჰქონდა კარგი მომენტები კონტრშეტევებისას. მხოლოდ მოგება გვესაჭიროებოდა, რომ გავაგრძელოთ "რეალზე" ზეწოლა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბრალო ალვეში
მიუხედავად იმისა, რომ დიეგო ალვეშმა ლა ლიგაში მე-20 პენალტი მოიგერია და რეკორდი კიდევ უფრო გაზარდა, მისი "ვალენსია" სან სებასტიანში "რეალ სოსიედადთან" 2:3 დამარცხდა. ჩეზარე პრანდელის გუნდს უკვე 7 ტურია, ვერ მოუგია. ამ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო "ვალენსიას" პორტუგალიელმა მარჯვენაფლანგელმა ჟოაო კანსელომ. მასპინძელთა რიგებში ვილიან ჟოზემ დუბლი შეასრულა და ლა ლიგაში გოლების რაოდენობა 9-მდე გაზარდა.

ფრე კანარის კუნძულებზე
კანარის კუნძულებზე დებიუტანტმა "ლეგანესმა" ქულა გადაარჩინა. მასპინძლები მარკო ლივაიას წყალობით კი იგებდნენ, მაგრამ 76-ე წუთზე "ლას პალმასში" პენალტი დაინიშნა და ის გოლად მიგელ გერერომ აქცია. ამ შეხვედრაში სტუმარ დარვინ მაჩისს გამოვარჩევდით.

მხსნელი რამოსი II
სერხიო რამოსმა 92-ე წუთზე თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა "დეპორტივოს" კარში - 3:2 "რეალის" სასარგებლოდ.

ზინედინ ზიდანმა ლეო ბენჰაკერის რეკორდი დაამხო - ზედიზედ 35-ედ უთავკაცა "რეალს" დაუმარცხებლად.

ფრანგმა ამ შეხვედრისთვის კრიშტიანო რონალდო დაასვენა, მცირე ტრავმის გამო არ ითამაშა ქარიმ ბენზემამ. კლასიკოდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მეკარე ნავასი, რამოსი და ისკო დარჩნენ.

"რეალი" ალვარო მორატამ დააწინაურა შესანიშნავი გოლით, მაგრამ შემდეგ ხოსელუმ დუბლი შეასრულა "რეალის" კარში და "დეპორტივო" დააწინაურა. 84-ე წუთზე მარიანო დიასმა გაათანაბრა, ხოლო შემდეგ რამოსის დრო დადგა. "რეალი" კვლავ 6 ქულით უსწრებს "ბარსელონას".

ზინედინ ზიდანი (რეალი): "გიჟური თამაში იყო. როცა ფეხბურთელები ბოლომდე იბრძვიან, ისინი მიზანს თითქმის ყოველთვის აღწევენ. სწორედ ჩემი ფეხბურთელების დამსახურებაა 35-მატჩიანი წაუგებელი სერია. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. რამოსი ჩვენი კაპიტანია, ის თანაგუნდელებს გამარჯვების ჟინითა და ენერგიით მუხტავს".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იბორას ჰეთ თრიკი
კვირის თამაშებში ბასკურმა დერბიმ დაგვამწუხრა - იპურუაში "ეიბარმა" და "ალავესმა" მოსაწყენი თამაში შემოგვთავაზეს, რომელიც ვერ გამოაცოცხლა მასპინძელი პედრო ლეონისა და სტუმარი ტეო ერნანდესის კარგმა თამაშმა.

ვიგოში "სევილია" ვერაფრით ახერხებდა "სელტას" კარში გატანას, სანამ მეორე ტაიმში ბორხა იბორა არ გამოჩნდა. ნახევარმცველმა ჰეთ თრიკი შეასრულა და "სევილიას" 3:0 მოაგებინა. "ესპანიოლმა" 2:1 დაამარცხა ხიხონის "სპორტინგი", მასპინძელთა გოლკიპერმა დიეგო ლოპესმა მშრალი სერია მატჩის მიწურულს შეწყვიტა.

XV ტური
მალაგა-გრანადა 1:1
გოლები: 1:0 ნაჩო კამაჩო (24), 1:1 კრავეცი (81)
მალაგა (4-2-3-1): ბოიკო - როსალესი, დ. ლორენტე, ვილიანუევა, მ. ტორესი - ფორნალსი, ნაჩო კამაჩო - ონტივეროსი, ხუანპი (64. დუდა), ხუან კარლოსი - ს. რამირესი
გრანადა (4-5-1): ოჩოა - ტიტო (73. კუენკა), სონიე, ლომბანი, გაბრიელი - კარსელა-გონსალესი (68. პონსე), აგბო (60. ბუენო), სამპერი, ბოგა, ა. პერეირა - კრავეცი
გაფრთხილება: 3-5; კუთხური: 6-2; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 15-8 (6-2); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 20 299

ოსასუნა-ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (59), 0:2 მესი (72), 0:3 მესი (92)
ოსასუნა (4-4-2): ნ. პერესი - ოიერი (63. ბონინი), ფლანიო (46. უ. გარსია), ი. მარკესი, კლერკი - დე ლას კუევასი, რ. ტორესი, კაუზიჩი, ბერენგერი - ს. ლეონი, რიერა (70. კოდრო)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - ანდრე გომეში (76. რაფინია), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, არდა თურანი (65. დ. სუარესი)
გაფრთხილება: 3-0; კუთხური: 2-5; ჯარიმა: 18-6; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 4-17 (1-6); ბურთის ფლობა: 20%-80%; მაყურებელი: 17 349

სოსიედადი-ვალენსია 3:2
გოლები: 1:0 ვილიან ჟოზე (2), 2:0 ვილიან ჟოზე (24), 2:1 პარეხო (36-პენ), 3:1 ხუანმი (91), 3:2 ბაკალი (93)
გაძევება: კანსელო (82. ვალენსია)
გამოუყენებელი პენალტი: ველა (60. სოსიედადი)
რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - კ. მარტინესი, რ. ნავასი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო, ილიარამენდი, ზურუტუზა (90. გრანერო) - ველა, ვილიან ჟოზე (48. ხუანმი), ოიარზაბალი (72. კანალესი)
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - კანსელო, სანტოსი, აბდენური, მონტოია - პარეხო, მ. სუარესი (78. სოლერი), მედრანი - კარტაბია (35. მინა), ელ ჰადადი (72. ბაკალი), როდრიგო
გაფრთხილება: 4-6; კუთხური: 8-4; ჯარიმა: 17-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14-9 (6-3); ბურთის ფლობა: 64%-36%; მაყურებელი: 22 817

ლას პალმასი-ლეგანესი 1:1
გოლები: 1:0 ლივაია (21), 1:1 გერერო (76-პენ)
ლას პალმასი (4-3-3): ვარასი - მასედო, დ. გარსია, ბიგასი, ლოპეში - ვიერა, მესა (85. ასდრუბალი), ვ. გომესი - ტანასუ, ლივაია (85. ერნანი), მომო (71. მონტორო)
ლეგანესი (5-4-1): ერერინი - ბუსტინცა (46. გერერო), მანტოვანი, ინსუა, ტიმორი, ვ. დიასი - ო. რამოსი, რ. პერესი, ალბერტო, მაჩისი (81. მედჯანი) - გაბრიელი (69. უ. ლოპესი)
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 17-18; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 5-11 (1-6); ბურთის ფლობა: 69%-31%; მაყურებელი: 19 131

რეალი-დეპორტივო 3:2
გოლები: 1:0 მორატა (50), 1:1 ხოსელუ (63), 1:2 ხოსელუ (65), 2:2 მ. დიასი (84), 3:2 ს. რამოსი (92)
რეალი (4-2-3-1): კ. ნავასი - დანილო (81. მარსელო), პეპე, ს. რამოსი, ნაჩო - კაზემირო, კროოსი - ასენსიო (66. ლ. ვასკესი), ისკო (72. მ. დიასი), ხ. როდრიგესი - მორატა
დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი - ხუანფრანი, ალბენტოსა, სიდნეი, ფ. ნავარო - გილერმე, ბორხესი - ხილი, ჩოლაქი (58. ხოსელუ), ბაბელი (82. ფახრი) - ანდონე (75. მოსკერა)
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 10-3; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 17-4 (5-2); ბურთის ფლობა: 64%-36%; მაყურებელი: 67 174

ეიბარი-ალავესი 0:0
ეიბარი (4-3-3): იოელი - არბილია (74. კაპა), გალვესი, ლეჟონი, ლუნა - პენია, ესკალანტე (69. ადრიანი), დ. გარსია - პედრო ლეონი, ენრიჩი, ინუი (83. ნანო)
ალავესი (5-3-2): პაჩეკო - კიკო, ალექსისი, ლაგუარდია, ფედალი, ტ. ერნანდესი - მ. ლორენტე, კამარასა (87. ი. გომესი), მ. გარსია - ტოკერო (74. ე. მენდესი), კ. სანტოსი (68. დეივერსონი)
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 14-7; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 8-3 (1-3); ბურთის ფლობა: 63%-37%; მაყურებელი: 5 666

სელტა-სევილია 0:3
გოლები: 0:1 იბორა (51), 0:2 იბორა (84), 0:3 იბორა (92-პენ)
სელტა (4-2-3-1): ბლანკო - რონკალია, კაბრალი, ს. გომესი, ხონი - მ. დიასი, ვასი (74. ბონგონდა) - ორელიანა, პ. ერნანდესი, სისტო (67. გუიდეტი) - ასპასი
სევილია (4-1-4-1): ს. რიკო - მარიანო, რამი, პარეხა (46. იბორა), მერკადო - ნ'ზონზი - ვიტოლო, ნასრი, ფ. ვასკესი (76. კოლოძეიჩაკი), სარაბია - ბენ იედერი (81. ხ. კორეა)
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 13-14 (6-5); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 19 350

ესპანიოლი-სპორტინგი 2:1
გოლები: 1:0 კაისედო (54), 2:0 ლ. ბაპტიშტაო (90), 2:1 ჩოპი (92)
ესპანიოლი (4-3-3): დიეგო ლოპესი - ვ. სანჩესი, დავიდ ლოპესი, დ. რეიესი, კარიკოლი - ხურადო, ფუეგო, ე. პერესი (20. ა. ვასკესი (63. დიოპი)) - მორენო, კაისედო (80. როკა), ლ. ბაპტიშტაო
სპორტინგი ხ. (5-4-1): კუელიარი - დ. პერეირა, ბაბენი (67. ვიგერა), მერე, ამორებიეტა, ი. ლოპესი - კარმონა (77. ვ. როდრიგესი), ს. ალვარესი, აიტ-ატმანე, მ. გომესი (67. ბურგუი) - ჩოპი
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 12-13 (6-5); ბურთის ფლობა: 44%-56%; მაყურებელი: 19 353

ბეტისი-ბილბაო 1:0
გოლი: 1:0 რ. კასტრო (18)
ბეტისი (5-3-2): ადანი - პიჩინი (63. სეხუდო), პეცელა (65. ბ. გონსალესი), მანდი, ხუან კარლოსი, დურმისი - ხოაკინი, დონკი, სებალიოსი - რ. კასტრო (71. ი. მარტინი), სანაბრია
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ბოვედა, ი. ალვარესი, ლაპორტი (46. ლეკუე), ბალენზიაგა - სან ხოსე (46. ვესგა), ბენიატი - ვილიამსი, რაულ გარსია, მუნიაინი - ადურისი (70. ვილიალიბრე)
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 3-7; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 6-14 (1-4); ბურთის ფლობა: 39%-61%; მაყურებელი: 32 000

ორშაბათი. 12 დეკემბერი
ვილიარეალი-ატლეტიკო 23:45

ბომბარდირები:
11 ლიონელ მესი (ბარსელონა)
10 ლუის სუარესი (ბარსელონა)
კრიშტიანო რონალდო (რეალი)
9 იაგო ასპასი (სელტა)
ვილიან ჟოზე (სოსიედადი)

მომდევნო ტური
16 დეკემბერი:
ალავესი-ბეტისი;

17 დეკემბერი:
სპორტინგი ხ-ვილიარეალი, ატლეტიკო-ლას პალმასი, გრანადა-რეალ სოსიედადი; სევილია-მალაგა;

18 დეკემბერი:
ლეგანესი-ეიბარი, დეპორტივო-ოსასუნა, ბარსელონა-ესპანიოლი;

19 დეკემბერი:
ბილბაო-სელტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული