ზინედინ ზიდანი: რონალდოს 4 "ოქროს ბურთი"? კიდევ იქნება!

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანმა კრიშტიანო რონალდო ცამდე აიყვანა ქებით და გარკვეულწილად, საკუთარ თავზე უფრო მაღლაც დააყენა. როგორც იცით, პორტუგალიელმა ცოტა ხნის წინათ მეოთხედ დაისაკუთრა "ოქროს ბურთი" და ამ ამბავს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა.

"ნებისმიერი ფეხბურთელი შეიძლება მოვიდეს "რეალში", ძალიან ნიჭიერიც, მაგრამ ის ვერასდროს მიაღწევს იმას, რასაც რონალდომ მიაღწია. არ მგონია, გადამეტებული იყოს, თუ ვიტყვი, რომ რონალდო "რეალის" ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ოთხი "ოქროს ბურთი"? ბრავო! ვფიქრობ, მას ამ ჯილდოს მოგება კიდევ შეუძლია" - აღნიშნა ზიზუმ.

მოვისმინოთ "ალ სადში" მოთამაშე "ბარსელონას" ლეგენდის, ჩავის კომენტარიც: "ჟიურიმ
გადაწყვეტილება მოპოვებული ტიტიულების მიხედვით მიიღო. არადა, წინა წლებში "ოქროს ბურთი" საუკეთესო თამაშისთვის გაიცემოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მესი მსოფლიოში საუკეთესოა, ვინ რა ტიტულიც და ჯილდოც არ უნდა მოიპოვოს".

"მე უპირატესობას გუნდურ თამაშსა და გუნდის წარმატებას ვანიჭებ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ იმას, რომ ნომინანტთა სამეულში ვერ მოვხვდი. ადრეც მითქვამს, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემზე უკეთესი მარკეტინგი აქვთ" - თქვა ლუის სუარესმა.

თავისი მოსაზრება აქვს ერთ-ერთ გამოცდილ სპეციალისტს, პეპე მელს: "რონალდო საუკეთესო ფორვარდია, ვინც კი მინახავს. ამაში ეჭვის შეტანა წარმოუდგენელია. იგი კარგად თამაშობს ორივე ფეხით, თავით და ფიზიკურად ძალიან ძლიერია. თუმცა საუკეთესო ფეხბურთელი მესია. ყველას გვინდა, რომ მესივით ვიყოთ. მას არანორმალური ნიჭი აქვს და ყველა ის თვისება, რომელიც ფეხბურთელს სჭირდება.

ჩემი აზრით, "ოქროს ბურთის" გადაცემის პრინციპი და მნიშვნელობა ბევრს არასწორად ესმის. ამ ჯილდოს არა საუკეთესო ფეხბურთელს, არამედ მას აძლევენ, ვისაც ყველაზე წარმატებული წელი ჰქონდა. მე მგონი, "ოქროს ბურთს" სხვაგავრად არც უნდა ვუყურებდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავთ რონალდოს.
მაგრამ,მისი შედარება ისევე არ შეიძლება მესისთან,როგორც "მერსედესის" "BMW"-სთან.
zaza
03:46 16-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული