მაგრამ მოდით, ამჯერად EL MUNDO-ს კვლევას გავეცნოთ, რომელიც პორტუგალიელი ვარსკვლავის უპირატესობას სტატისტიკით (2016 წლის ნოემბრის მონაცემით) ამტკიცებს.
ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის სტატისტიკა ლა ლიგაში 2009 წლიდან 2016 წლამდე. აქედან ირკვევა, რომ დღემდე მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა უფრო მეტი გადამწყვეტი გოლი (118)
ამას გარდა, რონალდომ "რეალში" გადასვლის შემდეგ უფრო მეტჯერ გაუტანა ესპანეთის ხუთ საუკეთესო გუნდს, ვიდრე - მესიმ.
და კიდევ, შემოთავაზებული სტატისტიკიდან იმსხვრევა სტერეოტიპი იმის შესახებ, თითქოს რონალდო მეტწილად მხოლოდ მაშინ იტანს, როდესაც მეტოქე დაქანცულია, ანუ, თამაშის მიწურულს. სინამდვილეში კი, საათის ბოლო მეოთხედში ლიონელ მესის თავისი 267 გოლიდან 62 (23,6%) აქვს გატანილი, კრიშტიანოს კი - 61 (22,6%)...
მემატიანის სტრიქონებს მივესალმები,ზოგს მართლა იშტოიანი მოსწონდა ყველაზე მეტად.იშტოიანი კარგი ფეხბურთელი იყო,მაგრამ სახელი უფრო მეტად გარეგნობით გაითქვა.ჩემს სიტყვებს ძველი გულშემატკივრები გაიგებენ.