აი, რითი სჯობია რონალდო მესის - სტატისტიკა, რომელშიც "რეალის" ვარსკვლავს უპირატესობა აქვს

AutoSharing Option
მესი თუ რონალდო, რონალდო თუ მესი? - მსოფლიო ფეხბურთში კამათი ამის შესახებ 2009 წლიდან მოყოლებული, არ წყდება. ბოლოს და ბოლოს, ლიონელს ხუთი "ოქროს ბურთი" აქვს, კრიშტიანოს კი ერთით ნაკლები და ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო არგუმენტია არგენტინელი გენიოსის გულშემატკივრებისთვის.

მაგრამ მოდით, ამჯერად EL MUNDO-ს კვლევას გავეცნოთ, რომელიც პორტუგალიელი ვარსკვლავის უპირატესობას სტატისტიკით (2016 წლის ნოემბრის მონაცემით) ამტკიცებს.

ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის სტატისტიკა ლა ლიგაში 2009 წლიდან 2016 წლამდე. აქედან ირკვევა, რომ დღემდე მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა უფრო მეტი გადამწყვეტი გოლი (118)
გაიტანა, ვიდრე "ბარსელონას" ლიდერმა (111).

ამას გარდა, რონალდომ "რეალში" გადასვლის შემდეგ უფრო მეტჯერ გაუტანა ესპანეთის ხუთ საუკეთესო გუნდს, ვიდრე - მესიმ.

და კიდევ, შემოთავაზებული სტატისტიკიდან იმსხვრევა სტერეოტიპი იმის შესახებ, თითქოს რონალდო მეტწილად მხოლოდ მაშინ იტანს, როდესაც მეტოქე დაქანცულია, ანუ, თამაშის მიწურულს. სინამდვილეში კი, საათის ბოლო მეოთხედში ლიონელ მესის თავისი 267 გოლიდან 62 (23,6%) აქვს გატანილი, კრიშტიანოს კი - 61 (22,6%)...
მკითხველის კომენტარები / 15 /
მესი!
მესი!
მესი!
ილია
12:38 17-12-2016
0
მესი 10 რონალდოს ჯობია.
vaxo
12:40 17-12-2016
0

სიახლეები პოპულარული