ლა ლიგა. XVI ტური: სუარესმა და მესიმ იფრინეს, "ბარსა" ისევ მეორეა [VIDEO]

AutoSharing Option
* "ვილიარეალმა" ბოლო სამ თვეში პირველად მოიგო საგარეო მატჩი.
* ანტუან გრიზმანს უკვე 9 ტურია, გოლი არ გაუტანია.
* პამპლონის "ოსასუნამ" ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო.

"ესპანიოლმა" ვერც ამჯერად გაუწია სათანადო წინააღმდეგო "ბარსელონას" და დერბი უსახელოდ წააგო - 1:4. ლუის ენრიკეს გუნდში დიდებულად ითამაშეს ლუის სუარესმა (დუბლი, საგოლე პასი) და ლეო მესიმ (გოლი და 2 საგოლე პასი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბარსა" სამი ქულის მანძილზე მიუახლოვდა "რეალს"...

სერია შეწყდა, ხოაკინი დაიმტვრა
"ალავესს" ვიტორიაში ზედიზედ 4 შეხვედრაში ვერ მოეგო და ეს სერია ბრაზილიელი დეივერსონის გოლის
წყალობით პარასკევს შეწყდა - ბასკურმა კლუბმა "ბეტისი" 1:0 დაამარცხა. ეს ვიტორიელთა მხოლოდ მეორე გამარჯვება იყო საშინაო არენაზე.

გამარჯვების გოლი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, გაისკა ტოკეროს შემოქმედებაა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან მოძებნა დეივერსონი. "ბეტისმა" წააგო და კაპიტანი ხოაკინიც დაკარგა გარკვეული ხნით ტრავმის გამო.

"წყალქვეშა ნავის" საჩუქარი "ვალენსიას"
"ვალენსია" "ვილიარეალს" უნდა უმადლოდეს, რომ წელიწადს გასავარდნ ზონაში არ ასრულებს, "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ხიხონში "სპორტინგი" 3:1 დაამარცხა და გასავარდნ ზონაში ასტურიული კლუბი დატოვა.

მართალია, მასპინძელთა გუნდი ურიგოდ არ თამაშობდა, მაგრამ გოლები მხოლოდ მის კარში გადიოდა - ჯერ სრულიად უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ჯონათან დოს სანტოსმა გახსნა ანგარიში, შემდეგ პატოს გოლის გატანა არ დააცადა ნიკოლა სანსონემ და კარის ხაზზე დაამატა დარტყმულს. მეორე ტაიმში იტალიელმა ფორვარდმა "ვალი დაუბრუნა" ბრაზილიელს და თითქმის ცარიელ კარში გაატანინა. მოვლენებით აღსავსე მატჩის ბოლო აკორდი კი კარმონას კურიოზული გოლი იყო, რომელმაც მასპინძელთა ფანებს ხასითი ვერ გამოუკეთა.

ბურთის ფლობა არაფერია
"ატლეტიკომ" მინიმალური ანგარიშით სძლია "ლას პალმასს", რომელიც ბურთს 69%-ით ფლობდა. გამარჯვების გოლი საულ ნიგესის ანგარიშზეა. კევინ გამეირომ და ანტუან გრიზმანმა კი კვლავ უგოლოდ დატოვეს მოედანი. ტრავმირებული ობლაკის ნაცვლად მოთამაშე მოიამ კარის "მშრალად" შენახვა შეძლო.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ვფიქრობ, გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა. პირველ ტაიმში ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. დიახ, "ლას პალმასს" ბურთი ეჭირა, მაგრამ ბურთის ფლობა არაფერია, მთავარია, მომენტები შექმნა. ჩვენ გამოვიცანით მოწინააღმდეგე გუნდის სათამაშო გეგმა. ასე რომ, 1:0 სამართლიანი შედეგია".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბასკებმა ანდალუსიაში იყოჩაღეს
"ვილიარეალის" დარად, "რეალ სოსიედადმაც" მოიგო და "ატლეტიკო" ისევ მეექვსე ადგილზე დარჩა. ბასკებმა სტუმრად აუტსაიდერი "გრანადა" დაამარცხეს - 2:0.

ლუკას ალკარასის გუნდის კარში გოლები შეცვლაზე შესულმა იონ ბაუტისტამ და ხუანმიმ გაიტანეს. "გრანადას" მატჩის მიწურულს შეეძლო გაბრძოლება, მაგრამ საგოლე შანსები გამოუყენებელი დარჩა. ბრწყინვალედ ითამაშა ექსრეალელმა ესტებან გრანერომ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ. მის ანგარიშზე საგოლე პასია.

"სევილია" აღიარეს
ანდალუსიური დერბი ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა. პირველში ხორხე სამპაოლის "სევილიამ" ლაღად ითამაშა და კომბინაციური ფეხბურთის წყალობით 4:0 დაწინაურდა. განსაკუთრებით კარგი იყო ლუსიან ვიეტო დუბლით და საგოლე პასით. აი, მეორეში კი "სევილია", რატომღაც, ანერვიულდა, ადილ რამიმ წითელი ბარათიც მიიღო, ხოლო "მალაგამ" ერთი გოლი გაქვითა. ეს შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით სანდრო რამირესმა შეძლო.

ხორხე სამპაოლი (სევილია): "პირველი ტაიმი დიდებულად ვითამაშეთ, მეორეშიც შეგვეძლო მეხუთე გოლის გატანა, ხოლო გაძევებამ თამაშის მსვლელობა შეცვალა და ჩვენ გადაჯგუფება დაგვჭირდა. დღეს ჩვენ საკმაოდ რთულ მეტოქეს ვაჯობეთ. 33 ქულით ბედნიერი ვარ, ამდენს არ ველოდი. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ესპანურ ფეხბურთში აღიარება მოვიპოვეთ".

მეკარეც ასეთი უნდა...
კვირის მატჩები მადრიდის გარეუბანში დაიწყო, სადაც იაგო ერერინმა დააღალატა "ლეგანესი". 26-ე წუთზე, როცა მასპინძელი გუნდი 1:0-ს იგებდა, მეკარემ საჯარიმოს გარეთ ისე მოცელა იაპონელი ინუი, რომ ამ უკანასკნელმა შეჯახების შემდეგ მალაყი გააკეთა. "ეიბარმა" მხოლოდ მეორე ტაიმში ისარგებლა რიცხობრივი უპირატესობით, როცა ბებემ ბასკურ გუნდს ქულა მოუპოვა - 1:1.

"დეპორტივომ" ფორმაში შესული ფლორინ ანდონესა და რაიან ბაბელის გოლებით ბოლოადგილოსანი "ოსასუნა" დაამარცხა - 2:0.

თვის რჩეულები
ლა ლიგაში ნოემბრის საუკეთესო ფეხბურთელად "ესპანიოლის" გოლკიპერი დიეგო ლოპესი დაასახელეს. "რეალისა" და "მილანის" ყოფილმა მეკარემ ჩემპიონატში 586-წუთიანი "მშრალი" სერია "გამოაცხო", რაც სათანადოდ დაუფასდა. თვის საუკეთესო მწვრთნელად კი "რეალ სოსიედადის" თავკაცი ეუსებიო საკრისტანი დასახელდა.

ლა ლიგა. XVI ტური
ალავესი-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 დეივერსონი (58)
ალავესი (4-4-2): პაჩეკო - კიკო, ლაგვარდია, ფედალი, ტ. ერნანდესი - კამარასა, მ. გარსია, მ. ლორენტე, ი. გომესი (74. რ. გარსია) - ტოკერო (79. ე. მენდესი), დეივერსონი (92. კ. სანტოსი)
ბეტისი (5-3-2): ადანი - ი. მარტინესი (84. პიჩინი), მანდი, პეცელა, ხუან კარლოსი, დურმისი - ხოაკინი (41. პეტროში), დონკი, სებალიოსი - რ. კასტრო, სანაბრია (67. ზოზულია)
გაფრთხილება: 6-1; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 20-6; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 10-6 (2-3); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 18 067

სპორტინგი-ვილიარეალი 1:3
გოლები: 0:1 ჯ. დოს სანტოსი (12), 0:2 სანსონე (19), 0:3 პატო (74), 1:3 კარმონა (89)
სპორტინგი ხ. (5-4-1): კუელიარი - დ. პერეირა, ბაბენი (36. ბურგუი), ამორებიეტა (63. ხ. როდრიგესი), ი. ლოპესი - კარმონა, ს. ალვარესი, აიტ-ატმანე (35. კასესი), მ. გომესი - ჩოპი
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, ალვარო, რუისი, ხ. კოსტა - ჯ. დოს სანტოსი, ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, რ. სორიანო (77. რ. ერნანდესი) - სანსონე (81. ბორე), პატო (88. ლ. სუარესი)
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 12-2; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 16-14 (7-9); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 19 900

ატლეტიკო-ლას პალმასი 1:0
გოლი: 1:0 ს. ნიგესი (59)
ატლეტიკო (4-4-2): მოია - ვრსალიკო, სავიჩი, გოდინი, ლ. ერნანდესი - კოკე, გაბი, ს. ნიგესი, ფერეირა-კარასკო (77. ფ. ტორესი) - გრიზმანი (90. პარტი), გამეირო (84. გაიტანი)
ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი - მასედო, ლემოსი, ბიგასი, ლოპეში (84. კასტელიანო) - მესა - მონტორო, ელ ჟარი (86. მომო), ვ. გომესი (83. პლასერესი), ვიერა - ლივაია
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 8-5; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16-11 (3-3); ბურთის ფლობა: 31%-69%; მაყურებელი: 39 453

გრანადა-სოსიედადი 0:2
გოლები: 0:1 იონ ბაუტისტა (56), 0:2 ხუანმი (69)
გრანადა (4-3-3): ოჩოა - ტიტო (71. ბუენო), ლომბანი, სონიე, გაბრიელი - ტორალი (46. ანგბანი), სამპერი, ა. პერეირა - ბოგა, კრავეცი (71. პონსე), კარსელა-გონსალესი
სოსიედადი (4-2-3-1): რული - კ. მარტინესი (60. ზალდუა), რ. ნავასი, ი. მარტინესი, ი. ბერჩიჩე - ილიარამენდი, გრანერო - ველა, ჩაბი პრიეტო, ოიარზაბალი (54. იონ ბაუტისტა) - ხუანმი (82. კანალესი)
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 5-9; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-18 (4-6); ბურთის ფლობა: 37%-63%; მაყურებელი: 12 746

სევილია-მალაგა 4:1
გოლები: 1:0 ვიეტო (25), 2:0 ვიეტო (28), 3:0 ბენ იედერი (34), 4:0 ვიტოლო (35), 4:1 ს. რამირესი (64)
სევილია (3-5-2): ს. რიკო - მერკადო (46. კოლოძეიჩაკი), პარეხა (46. კრანევიტერი), რამი - ვიტოლო, იბორა, ნ'ზონზი, ნასრი, სარაბია - ვიეტო, ბენ იედერი (დ. გონსალესი)
მალაგა (4-1-4-1): ბოიკო - როსალესი, მ. ტორესი, ვილანუევა, რიკა (46. რესიო) - დ. ლორენტე - ხუანპი (46. ონტივეროსი), ფორნალსი, ნაჩო კამაჩო, ხუან კარლოსი (64. გ. კასტრო) - ს. რამირესი
გაძევება: რამი (61)
გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 9-17 (5-3); ბურთის ფლობა: 59%-41%; მაყურებელი: 30 324

ლეგანესი-ეიბარი 1:1
გოლები: 1:0 გერერო (23), 1:1 ბებე (76)
ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი - ბუსტინცა, ინსუა, ტიმორი, მარინი - რ. პერესი (29. ბარიოსი), ალბერტო - ო. რამოსი (68. უ. ლოპესი), გაბრიელი, მაჩისი - გერერო (85. ლუსიანო)
ეიბარი (4-2-3-1): იოელი - არბილია, გალვესი, ლეჟონი, ლუნა - ესკალანტე, დ. გარსია (46. ადრიანი) - პედრო ლეონი, პენია (57. კიკე), ინუი (70. ბებე) - ენრიჩი
გაძევება: ერერინი (26)
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 8-15 (2-4); ბურთის ფლობა: 39%-61%; მაყურებელი: 9 231

ვალენსია-რეალი (გადაიდო)

დეპორტივო-ოსასუნა 2:0
გოლები: 1:0 ანდონე (7), 2:0 ბაბელი (42)
დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი - ხუანფრანი, ალბენტოსა, სიდნეი, ფ. ნავარო - გილერმე, ბორხესი - ხილი (72. გამა), ჩოლაქი, ბაბელი (90. მ. მორენო) - ანდონე (80. ხოსელუ)
ოსასუნა (4-2-3-1): ნ. პერესი - ბონინი, დ. გარსია, ი. მარკესი, კლერკი - კაუზიჩი, რ. ტორესი - დე ლას კუევასი (72. კოდრო), მერიდა (46. რივიერი), ბერენგერი - ს. ლეონი
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 5-1; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 8-13 (4-3); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 22 863

ბარსელონა-ესპანიოლი 4:1
გოლები: 1:0 ლ. სუარესი (18), 2:0 ლ. სუარესი (67), 3:0 ალბა (68), 3:1 დ. ლოპესი (79), 4:1 მესი (90)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - დ. სუარესი (66. რაფინია), ბუსკეტსი (74. უმტიტი), ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი (46. რ. ხიმენესი) - ხ. ლოპესი, დ. ლოპესი, დ. რეიესი, კარიკოლი - პიატი (79. ხ. რეიესი), ფუეგო, დიოპი, ხურადო - კაისედო (71. მელენდო), ჟ. მორენო
გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 5-2; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 14-4 (7-1); ბურთის ფლობა: 67%-33%; მაყურებელი: 79 270

ორშაბათი. 19 დეკემბერი
ბილბაო-სელტა 23:45

ბომბარდირები:
12 ლიონელ მესი (ბარსელონა)
ლუის სუარესი (ბარსელონა)
10 კრიშტიანო რონალდო (რეალი)
9 იაგო ასპასი (სელტა)
ვილიან ჟოზე (სოსიედადი)

მომდევნო ტური
6 იანვარი 2017 წ:
ესპანიოლი-დეპორტივო;

7 იანვარი:
რეალი-გრანადა, ეიბარი-ატლეტიკო, სელტა-მალაგა, რეალ სოსიედადი-სევილია;

8 იანვარი:
ბილბაო-ალავესი, ბეტისი-ლეგანესი, ლას პალმასი-სპორტინგი ხ, ვილიარეალი-ბარსელონა;

9 იანვარი:
ოსასუნა-ვალენსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული