ვილია ვალენსიაში პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი დავიდ ვილია ესპანეთის ჩემპიონატის მატჩზე "ვალენსიასთან" პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდება. თამაში 2 მარტის საღამოს ვალენსიაში გაიმართება, დღის პირველ ნახევარში კი ვილიამ სასამართლო მოსმენაში უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქ ავილესში შედგება.

ვილიას ერთერთი ყოფილი აგენტი ფეხბურთელისგან ექვს მილიონ ევროს ითხოვს. ესპანური გაზეთის Marca-ს ინფორმაციით, სხდომა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, თბილისის დროით კი 13:00 საათზე) უნდა დაწყებულიყო.

ვილიამ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა დაარწმუნა, რომ მოედანზე გამოსასვლელად მზად იქნება. კლუბის ხელმძღვანელობამ თავდამსხმელისთვის პირადი თვითმფრინავი გამოჰყო, რომლითაც ის ვალენსიაში უნდა
ჩაფრინდეს. მოთამაშე იმედონებს, რომ შეხვედრის წინ გუნდს სადილზე მიუსწრებს.

"ვალენსია"-"ბარსელონას" მატჩი თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება. ამჟამად კატალონიური კლუბი ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია და მადრიდის "რეალს" შვიდი ქულით უსწრებს. ვილია "ბარსელონაში" 2010 წლის ზაფხულში სწორედ "ვალენსიადან" გადავიდა.


მომზადებულია tribalfootball.com-ის მიხედვით





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული