ლუის ენრიკეს წასვლის შემთხვევაში "ბარსელონა" შესაძლოა რონალდ კუმანმა ჩაიბაროს

AutoSharing Option
"ევერტონის" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი "ბარსელონას" თავკაცის პოსტზე გაფართოებულ სიაში მოხვდა.

Sportitalia-ს ცნობით, ესპანურმა კლუბმა ჰოლანდიელ სპეციალისტთან წინასწარი მოლაპარაკება გამართა.

შეგახსენებთ, რომ ‘ბარსელონას" ამჟამინდელმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაახანგრძლივა. ესპანელ სპეციალისტს კონტრაქტის ვადა ზაფხულში უსრულდება.

კუმანი ადრე "ბარსელონაში" თამაშობდა და არასდროს მალავდა სურვილს, ოდესმე გუნდის მთავარი მწვრთნელი გამხდარიყო.

ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ენრიკეს წასვლის შემთხვევაში "ბარსელონასთვის" პრიორიტეტული კანდიდატურა ბილბაოს "ატლეტიკის" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული