კვირას "ჰამბურგმა" "მაინცთან" 2:4 რომ წააგო, კლუბის სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რომ თავმჯდომარე ბერნდ ჰოფმანს და ვიცე-თავმჯდომარე კატია კრაუსს კონტრაქტები არ გაუგრძელონ, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლოს HშV-ს ორივე მათგანი დატოვებს. გუშინ კი, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არმინ ფეემაც განაცხადა, რომ "ჰამბურგს" სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.
"გუნდში ახლა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ აქ დარჩენა არ შემიძლია. ყველაფერი თავდაყირა დგას, მომავალი სეზონისთვის არანაირი კონცეფცია არ არსებობს. "ჰამბურგი" ძალიან სახიფათო სიტუაციაშია და მე აქ ვერ დავრჩები," - განუცხადა ფეემ "კიკერს".
...მაგრამ ყველაფერი ისე არ
არმინ ფეემ "ჰამბურგი" 2010 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ზუსტად ისე, როგორც მისმა წინამორბედებმა, ამ პოსტზე დიდხანს ვერ გაძლო. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მყარია, თუმცა სეზონის ბოლომდე მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ გუნდში შეძლებისდაგვარად კარგი ატმოსფერო დატოვოს და "ჰამბურგს" ევროპის ლიგის საგზური მოაპოვებინოს.