წავიდა ფეე...

AutoSharing Option

კვირას "ჰამბურგმა" "მაინცთან" 2:4 რომ წააგო, კლუბის სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რომ თავმჯდომარე ბერნდ ჰოფმანს და ვიცე-თავმჯდომარე კატია კრაუსს კონტრაქტები არ გაუგრძელონ, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლოს HშV-ს ორივე მათგანი დატოვებს. გუშინ კი, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არმინ ფეემაც განაცხადა, რომ "ჰამბურგს" სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

"გუნდში ახლა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ აქ დარჩენა არ შემიძლია. ყველაფერი თავდაყირა დგას, მომავალი სეზონისთვის არანაირი კონცეფცია არ არსებობს. "ჰამბურგი" ძალიან სახიფათო სიტუაციაშია და მე აქ ვერ დავრჩები," - განუცხადა ფეემ "კიკერს".

...მაგრამ ყველაფერი ისე არ
არის, როგორც ფეე ამბობს. საქმე იმაშია, რომ პირველი ივნისიდან "ჰამბურგის" სპორტულ დირექტორად ფრანკ არნესენი ინიშნება, რომელიც ახლა ლონდონის "ჩელსის" სპორტული დირექტორია. ფაქტი იყო, რომ ფეეს ლობისტი ჰოფნაბი არნესენთან ვერ იმუშავებდა და მიუხედავად იმისა, რომ არმინი მომავალ ბოსს ორი კვირის შემდეგ უნდა შეხვედროდა, ფეემ გადაწყვიტა, რომ არნესენთან მუშაობა არ უნდა. "ჰამბურგის" გულშემატკივრები დიდი ხანია ითხოვდნენ ჰოფმანის მოხსნას, ფეეს კი ნაკლებად აკრიტიკებდნენ, რადგან ფანების აზრით, "ჰამბურგში" შექმნილი ქაოსისა და ბოლო წლების წარუმატებლობების კასკადის თავი და თავი ჰოფმანია. პარადოქსი ის არის, რომ ფეემ სეზონის ბოლომდე მაინც უნდა იმუშავოს. გამორიცხული არაა, რომ მანამდეც გააგდონ, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ზაფხულამდე "ჰამბურგს" ისედაც არაფერი ეშველება.

არმინ ფეემ "ჰამბურგი" 2010 წლის ზაფხულში ჩაიბარა და ზუსტად ისე, როგორც მისმა წინამორბედებმა, ამ პოსტზე დიდხანს ვერ გაძლო. მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მყარია, თუმცა სეზონის ბოლომდე მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ გუნდში შეძლებისდაგვარად კარგი ატმოსფერო დატოვოს და "ჰამბურგს" ევროპის ლიგის საგზური მოაპოვებინოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული