ბუნდესლიგა. XXX ტური: "ბაიერნმა" აუტსაიდერს ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 აპრილს გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" უმასპინძლა "მაინცს" და ვერ დაამარცხა - 2:2. სტუმრები ბოიან კრკიჩის გოლით დაწინაურდნენ. ბოიანი პირველი ესპანელია, ვინც გოლების გატანა ლა ლიგაში, სერია A-ში, პრემიერლიგაში და ბუნდესლიგაში შეძლო.

არიენ რობენმა გაათანაბრა, მაგრამ ტაიმის მიწურულს სტუმრები პენალტით წინ გავიდნენ. ტიაგო ალკანტარამ "ბაიერნს" ქულა მოუტანა - 73-ე წუთზე გატანილი გოლით.

ბერლინში "ჰერტამ" ვედად იბიშევიჩის გოლით მოუგო "ვოლფსბურგს" - 1:0.

"ბორუსიების" დერბიში 5-გოლიანი თრილერი ვიხილეთ. 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი რაფაელ გერეირომ გაიტანა.

ამ ტურში
"ვერდერის" ფორვარდმა მაქს კრუზემ პოკერი შეასრულა.

შაბათი. 22 აპრილი
ბაიერნი-მაინცი 2:2
გოლები: 0:1 კრკიჩი (3), 1:1 რობენი (16), 1:2 ბროსინსკი (40-პენ), 2:2 ტ. ალკანტარა (73)

ჰერტა-ვოლფსბურგი 1:0
გოლი: 1:0 იბიშევიჩი (59)

ჰამბურგი-დარმშტადტი 1:2
გოლები: 0:1 სულუ (51), 0:2 პლატე (53), 1:2 ჰოლანდი (93 ს. კ.)

ინგოლშტადტი-ვერდერი 2:4
გოლები: 1:0 ლესკანო (32), 1:1 მ. კრუზე (45-პენ), 2:1 გროსი (62-პენ), 2:2 მ. კრუზე (87), 2:3 მ. კრუზე (87), 2:4 მ. კრუზე (94)

აინტრახტი-აუგსბურგი 3:1
გოლები: 0:1 გუველეუ (9), 1:1 ფაბიანი (78), 2:1 ფაბიანი (87), 3:1 რებიჩი (91)

გლადბახი-დორტმუნდი 2:3
გოლები: 0:1 როისი (10-პენ), 1:1 შტინდლი (43), 2:1 შმელცერი (48 ს. კ.), 2:2 ობამეიანგი (59), 2:3 გერეირო (87)

პარასკევი. 21 აპრილი
კიოლნი-ჰოფენჰაიმი 1:1

კვირა. 23 აპრილი
ფრაიბურგი-ლევერკუზენი 17:30
შალკე-ლაიპციგი 19:30

1. ბაიერნი - 70 ქულა; 2. ლაიპციგი - 61; 3. დორტმუნდი - 56; 4. ჰოფენჰაიმი - 55; 5. ჰერტა - 46.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული