ბუნდესლიგა. XXXII ტური: "დორტმუნდმა" მესამე ადგილი დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
6 მაისს გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" წინა ტურში გაინაღდა ჩემპიონობა, ასე რომ, "დარმშტადტთან" 1:0 იკმარა. გამარჯვების გოლი ესპანელმა ხუან ბერნატმა გაიტანა. ამით "დარმშტადტი" ოფიციალურად დაემშვიდობა ბუნდესლიგას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართა "დორტმუნდში", სადაც თომას ტუხელის გუნდმა 2:1 მოუგო "ჰოფენჰაიმს" და მესამე ადგილზე გადავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მარკო როისმა ანგარიში გახსნა, მალევე პიერ-ემერიკ ობამეიანგს შეეძლო უპირატესობის ორამდე გაზრდა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. გაბონელმა მატჩის მიწურულს მაინც გაიტანა და ეს გამარჯვების გოლი გამოდგა, რადგან დარჩენილ დროში "სოფლელებმა" ერთის
გაქვითვა პენალტით შეძლეს.

ბუნდესლიგის დებიუტანტმა "ლაიპციგმა" ბერლინში გაანადგურა "ჰერტა" 4:1 და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა. ამ შეხვედრაში ტიმო ვერნერმა და დეივი ზელკემ დუბლები მიითვალეს.

შაბათი. 6 მაისი
ბაიერნი-დარმშტადტი 1:0
გოლი: 1:0 ბერნატი (18)
გამოუყენებელი პენალტი: ალთინთოფი (86. დარმშტადტი)

დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 როისი (4), 2:0 ობამეიანგი (82), 2:1 კრამარიჩი (86-პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ობამეიანგი (14. დორტმუნდი)

გლადბახი-აუგსბურგი 1:1
გოლები: 0:1 ფინბოგასონი (57), 1:1 ჰანი (94)

ინგოლშტადტი-ლევერკუზენი 1:1
გოლები: 1:0 კიტელი (73), 1:1 ჰავერცი (78)

აინტრახტი-ვოლფსბურგი 0:2
გოლები: 0:1 დიდავი (48), 0:2 მ. გომესი (63)

ჰერტა-ლაიპციგი 1:4
გოლები: 0:1 ვერნერი (11), 0:2 ვერნერი (54), 1:2 რ. ხედირა (85 ს. კ.), 1:3 ზელკე (89), 1:4 ზელკე (92)

პარასკევი. 5 მაისი
კიოლნი-ვერდერი 4:3

კვირა. 7 მაისი
ჰამბურგი-მაინცი 17:30
ფრაიბურგი-შალკე 19:30

1. ბაიერნი - 76 ქულა; 2. ლაიპციგი - 66; 3. დორტმუნდი - 60; 4. ჰოფენჰაიმი - 58; 5. ჰერტა - 46.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული