მარკო როისი 2018-მდე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
მარკო როისის უიღბლობებს ბოლო არ უჩანს. მოგეხსენებათ, მან კვლავაც მძიმე ტრავმა მიიღო. 28 წლის შემტევს ოპერაცია გაუკეთეს და როისმა აღნიშნა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ იქვე დაამატა - სარეაბილიტაციო პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი იქნებაო.

გერმანული პრესის ინფორმაციით, "დორტმუნდის" ფეხბურთელი მინდორს 2018 წლის დასაწყისში დაუბრუნდება…

შესაბამისად, მარკო მომავალი სეზონის პირველ ნახევარს გამოტოვებს. როისმა აღნიშნა, რომ მისი მიზანი 2018 წლის მუნდიალზე თამაში იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული