მატიას გინტერი მიუნხენგლადბახის "ბორუსიაში" გადავიდა

AutoSharing Option
მიუნხენგლადბახის "ბორუსიამ" ყველა დეტალი შეათანხმა დორტმუნდელებთან გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მატიას გინტერის თაობაზე, დარჩენილია მხოლოდ სამედიცინო შემოწმება.

23 წლის მცველი ახალ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რის სანაცვლოდაც "დორტმუნდი" 17 მილიონ ევროს მიიღებს.

ცენტრალურ მცველს, რომელსაც აწ უკვე ყოფილ კლუბში მარჯვენა მცველადაც უთამაშია, აქტიურად უკავშირებდნენ "ჰოფენჰაიმსა" და "ტოტენჰემს".

"მატიასმა საკუთარი სურვილი კლუბის დატოვების შესახებ გაგვიზიარა და ჩვენ ხელი არ შეგვიშლია მისთვის, მან კლუბი დიდი კონკურენციის გამო დატოვა" - განაცხადა "დორტმუნდის" სპორტულმა დირექტორმა მაიკლ ზორკმა. 

გერმანელმა მცველმა ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" მაისურით 67 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული