ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრებთა მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა, 84-ე წუთზე ბენ ბრერეტონის გუნდმა ინგლისს გამარჯვება მოუტანა - 1:0. ინგლისის ნაკრებმა 6 ქულა დააგროვა.
მეორე მატჩში ერთმანეთს გერმანიისა და ბულგარეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. გერმანელებმა 3:0 იმარჯვეს ეტიენ ამენიედოს, გიოკჰან გიულისა და სიდნეი ფრიდეს გოლებით.
გერმანიასა და ჰოლანდიას 3-3 ქულა აქვთ, ბულგარეთს გასვლის შანსი აღარ აქვს.
ბოლო ტურის შეხვედრები 9 ივლისს გაიმართება: ინგლისი გერმანიას დაუპირისპირდება, ჰოლანდია - ბულგარეთს.