"ბაიერნის" სპორტული დირექტორი მიროსლავ კლოზე იქნება

AutoSharing Option
Bild-ის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორის ვაკანტურ თანამდებობას მიროსლავ კლოზე დაიკავებს.

"ბაიერნს" სპორტული დირექტორი მას შემდეგ არ ჰყავს, რაც 2016 წლის ივლისში, ეს პოსტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მათიას ზამერმა დატოვა.

რამდენიმე დღის წინ, ული ჰიონესმა განაცხადა, რომ კლუბს ახალი სპორტული დირექტორი უახლოეს მომავალში ეყოლება.

გერმანული პრესის ცნობით, პოზიციის დაკავებაზე უარი უკვე თქვეს ფილიპ ლამმა და ოლივერ კანმა, რის შემდეგაც, "რეკორდმაისტერი" მიროსლავ კლოზეს მიადგა, რომელმაც თანხმობა განაცხადა.

Express.de კარლ-ჰაინც რუმენიგეს კომენტარსაც ავრცელებს: "მიროსთვის და ჩვენთვის, ეს კარგი გამოწვევაა. ვფიქრობ, მას "ბაიერნში"
სრული დატვირთვით მუშაობა სურს."

მიროსლავ კლოზე, რომელიც ახლა 39 წლისაა, "ბაიერნში" 2007-2011 წლებში თამაშობდა. მიუნხენური გუნდის მაისურით მან 149 შეხვედრა ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული