რუმენიგე: არც ფიფა გვჭირდება და არც უეფა!

AutoSharing Option
ფიფას და უეფას ბოსებს ეს განცხადება ნამდვილად გააღიზიანებდა. „ბაიერნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ რადიო „დოიჩლანდფუნკს“ ასეთი რამ უთხრა: „ზოგადად, ფიფა და უეფა საერთოდ აღარ გვჭირდება. თვითონ ფიფას და უეფას კი ძალიან სჭირდებათ კლუბები.“

56 წლის რუმენიგე არ მალავს, რომ ეს ყველაფერი ფიფასა და უეფას ბოსებს, ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის პირშიც უთხრა. „დიახ, ეს მათაც ვუთხარი. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ფეხბურთი ფესვები საკლუბო ფეხბურთიდან მოდის,“ - აგრძელებს რუმენიგე.

რაში სჭირდება კალეს ასეთი განცხადებების გაკეთება? აღსანიშნავია, რომ რუმენიგე,
რომელიც ევროპის საკლუბო გაერთიანების შეფიცაა, ფიფასა და უეფას საკმაოდ დიდი ხანია აკრიტიკებს და ორივე სტრუქტურაში დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვს. „ფიფასა და უეფაში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ფეხბურთის დემოკრატიზება არ მოხდეს, რადგან ეს არც ფიფაში და არც უეფაში, არავის აწყობს,“ - ბრაზობს რუმენიგე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული