"ბაიერნი" დამუხრუჭდა!

AutoSharing Option
"ბაიერნი" "ჰოფენჰაიმთან" დამუხრუჭდა, მაგრამ ეს მიუნხენში არავის სწყენია - ამდენი კარგი მატჩისა და გამარჯვებების შემდეგ, "ჰოფესთან" 0:0 ბავარიელთათვის მისაღები შედეგი აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ და მეორე დღეს, გერმანელი ექსპერტები და მიმომხილეველები "ბაიერნის" ვერმოგებაზე მეტად, ყურადღებას არიენ რობენზე ამახვილებდნენ. 27 წლის ჰოლანდიელი გარემარბი საფინალო სასტვენის შემდეგ პირველი ფეხბურთელი იყო, რომელიც გასახდელისკენ გაიქცა, კომენტარზე კი ყველას უარი უთხრა. რეკორდმაისტერის პრეს-მდივანმა მარკუს ჰიორვიკმა რობენი ვერაფრით დაიყოლია სატელევიზიო ინტერვიუზე - არიენს "ჰოფენჰაიმთან" მატჩის შემდეგ სიტყვაც არ უთქვამს.

თამაშის დროს რობენი 45 წუთის მანძილზე სათადარიგოთა სკამზე
იჯდა, მოედანზე შესასვლელად მზადება კი 35-ე წუთიდან დაიწყო. მოგვიანებით იუპ ჰაინკესმა ის მართლაც შეუშვა მოედანზე, ოღონდ იმის გამო, რომ ფრანკ რიბერი დაშავდა. ჰოლანდიელის განრისხების მიზეზიც სწორედ ეს იყო: ჰაინკესი მას არ ათამაშებს და თუ ათამაშებს, მხოლოდ რამდენიმე წუთით, "ჰოფესთან" კი მთელი მეორე ტაიმი მარტო იმიტომ მისცა, რომ რიბერიმ ტრავმა მიიღო. ალბათ ამიტომაც იყო, რომ არიენს მოედანზე სახეირო არაფერი გაუკეთებია - მონდომება საერთოდ არ ეტყობოდა. თვითონ განსაჯეთ: სხვა დროს ძალიან აქტიური რობენი ბურთს მხოლოდ 19-ჯერ (!) შეეხო, არცერთი ორთაბრძოლა არ მოუგია და კარისკენაც მხოლოდ ერთხელ დაარტყა. ეს ყველაფერი მთელი 45 წუთის მანძილზე!

შუა კვირაში "ბაიერნმა" "მანჩესტერ სიტის" რობენის გარეშე მოუგო (2:0) - იმ შეხვედრაში "დონ იუპმა" არიენი მოედანზე მხოლოდ 90-ე წუთზე შეუშვა. ჰაინკესი წინა ხაზში მიულერ კროოს-რიბერის ტრუის ანიჭებს უპირატესობას: კროოსი და მიულერი შესანიშნავ ტანდემს ქმნიან, რიბერი კი სულაც გრანდიოზულ ფორმაშია. "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე ამბობს, ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში, ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია და ფეხბურთელებმა ჰაინკესის გადაწყვეტილებები უსიტყვოდ უნდა მიიღონო. რობენმა "ჰოფენჰაიმთან" სკამზე ჯდომაც უსიტყვოდ მიიღო, მაგრამ ეტყობა, რომ ამ ყველაფერს დიდხანს აღარ მოითმენს.

მიუხედავად რობენის უხასიათობისა და ორი ქულის დაკარგვისა, ბავარიელებს მაინც საზეიმოდ ჰქონდათ საქმე: პირველ ადგილზე ხომ დარჩნენ და დარჩნენ, ამასთან, მანუელ ნოიერმა კარი ისევ მშრალად შეინახა და ბუნდესლიგაში ახლა უკვე 658-წუთიანი უგოლო სერია აქვს, რითაც რეკორდსმენთა რეიტინგში მე-4 ადგილზე აღზევდა (ეს იყო "ბაიერნის" ზედიზედ მე-11 ოფიციალური მატჩი გაშვებული გოლის გარეშე) და რაც მთავარია, კვირას ბაიერნელებს ოქტობერფესტზე მაგრად უნდა ექეიფათ. რაც შეეხება "ჰოფენჰაიმს" - "სოფლელების გუნდი" მეორეა ამ სეზონში, რომელმაც რეკორდმაისტერს ქულები წაართვა. პირველი, მიონხენგლადბახის "ბორუსია" იყო, რომელიც შაბათს, ფრაიბურგში მოგების შემთხვევაში სულაც მეორე ადგილზე გადაინაცვლებდა და "ბაიერნს" ქულებით გაუთანაბრდებოდა, მაგრამ ლუსიენ ფავრის ბიჭებს თავს ზემოთ ძალა აღარ ეყოთ და ბრაისგაუში 0:1 დამარცხდნენ. არადა, "ფრაიბურგი" ის გუნდია, რომელსაც განვლილ 10 ტურში ყველაზე მეტი, 22 გოლი აქვს გაშვებული. მიონხენგლადბახელთაგან ყველაზე მეტი საგოლე მომენტი გუნდის ახალგაზრდა ლიდერ მარკო როისს ჰქონდა, რომელმაც იოახიმ ლიოვის თვალწინ გოლის გატანა ვერაფრით შესძლო.

სამაგიეროდ, მოიგო დორტმუნდის "ბორუსიამ" - მარსელში შერცხვენილმა ჩემპიონებმა ბუნდესლიგის დებიუტანტ "აუგსბურგს" "კუდით ქვა ასროლინეს" - 4:0. იყო თუ არა ეს გამარჯვება "დორტმუნდისთვის" წნეხისგან განმათავისუფლებელი, ამას დრო გვიჩვენებს, დღეს კი უნდა ვთქვათ, რომ ჩემპიონმა შვებით ამოისუნთქა. აუგსბურგელებმა დორტმუნდში ნორმალურად თამაში მხოლოდ პირველ 25 წუთში შეძლეს, მერე კი ფეხბურთი აღარ (ვეღარ) უთამაშიათ. რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ერთი გოლი კი მარიო გიოტცეს ანგარიშზეა.

"ეს იყო ჩემი პირველი ჰეთ-თრიკი ბუნდესლიგაში და ცხადია, ბედნიერი ვარ. ბოლო დროს გოლები ვერ გამქონდა და მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ნავსი გავტეხე. ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა პოლონელმა თავდამსხმელმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოგებით "დორტმუნდმა" საუკეთესო ექვსეულში შეაღწია, BVB-ს ბოსი ჰანს-იოახიმ ვატცკე ჩემპიონობის შენარჩუნებაზე აღარ ფიქრობს - "ვერცხლის სინი" წელს "ბაიერნს" დარჩება, ამას წყალი არ გაუვაო.

ფეხბურთი შვეიცარიელებს არ მოუგონიათ, მაგრამ ვინც "ლევერკუზენისა" და "ვოლფსბურგის" მატჩს უყურა, ფეხბურთის კი მანამდე არაფერი გაეგებოდა, აუცილებლად იფიქრებდა, რომ სწორედ შვეიცარიელებმა მოიგონეს, რადგან ერენ დერდიოკმა "მგლებს" ისეთი გოლი გაუტანა, ავ თვალს არ დაენახვებოდა.

"ვოლფსბურგის" მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა თქვა, ასეთ გოლს 10 წელიწადში ერთხელ ვნახულობთ ხოლმეო. "ფარმაცევტების" შვეიცარიელმა თავდამსხმელმა ბურთი 65-ე წუთზე ჰაერიდან ჩამოხსნა, სწრაფად მოტრიალდა და თანამემამულე დიეგო ბენალიო ულამაზესი მაკრატელა დარტყმით დაამწუხრა. "მატჩის შემდეგ ბენალიომ მითხრა, ასეთი გოლი პარასკევს უელსთან მატჩშიც უნდა გაიტანო, თორემ მოგკლავო. შევეცდები!" - ბედნიერი იყო დერდიოკი.

ნიურნბერგში უხვგოლიანი, ძალიან საინტერესო მატჩი შედგა. ფრანკები "მაინცს" 2:0-ს უგებდნენ და ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა რომ დაიწყეს, თომას ტუხელის გუნდმა დიტერ ჰეკინგის სამწყსო სამაგალითოდ დასაჯა: მაინცელებმა სამი გოლი გაიტანეს და წინ გავიდნენ. თუმცა ტუხელის გუნდს გამარჯვება მაინც არ დასცალდა: შეხვედრის მიწურულს ტომას პეკჰარტმა წონასწორობა აღადგინა და ტაბლოზე ნაომარი 3:3 დააფიქსირა. ლევან კობიაშვილის "ჰერტამ" კი ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაში მყოფი "კიოლნი" 3:0 დაამარცხა, რითაც ბერლინელები გასავარდნ ზონას უკვე რვაქულიან დისტანციაზე მოშორდნენ. "თხების" მთავარ გმირ ლუკას პოდოლსკის ამ შეხვედრაშის სახეირო არაფერი გაუკეთებია და ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან შეფასებაც შესაბამისი დაიმსახურა - 5-იანი "ბილდისგან". პარასკევს კი, "შტუტგარტმა" კაიზერსლაუტერნიდან სამი ქულა წაიღო - შვაბებმა "ეშმაკები" კაკაუსა და ხალიდ ბულარუზის გოლებით დაამარცხეს და კაიზერსლაუტერნელები გადარჩენაზე ბრძოლის შესახებ სერიოზულად აალაპარაკეს.

"ბაიერნის" წაფორხილებით სარგებელის ნახვა, "გლადბახთან" ერთად "ვერდერსაც" შეეძლო, მაგრამ რეკორდმაისტერთან გათანაბრება ვერც ბრემენელებმა მოახერხეს. "ჰანოვერი"-"ვერდერი" კვირას მოჰამედ აბდელაუს გოლით დაიწყო, რომელმაც ბარგფრედეს ბრალეულობით დანიშნული პენალტი გაიტანა და ანგარიში უკვე მეორე წუთზე გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ ბრემენელები "წითლების" საჯარიმოს მიასკდნენ, მაგრამ გაიტანეს კი არა, მალე მეორე მიიღეს: აბდელაუმ ორთაბრძოლაში პრიოდლი დაჯაბნა და მილიტცს შანსი არც ამჯერად დაუტოვა - 2:0.

რამდენიმე წამში "ჰანოვერს" მესამედ შეეძლო ბრემენელთა დამწუხრება, მაგრამ იან შლაუდრაფმა მილიტცის კარს ახლო მანძილიდან ააცილა - "ვერდერს" გაუმართლა. პირველი ტაიმის მიწურულს ბრემენელები თამაშში მაინც დაბრუნდნენ - მარკო არნაუტოვიჩის გოლით. მეორე ნახევარი "ვერდერის" იდეალური შანსით დაიწყო: ჰანტის შესანიშნავი პასით პისარო ცილერთან პირისპირ დარჩა, მოატყუა, ბურთი კი ძელს მოარტყა, თუმცა ზუსტად სამ წამში "ვერდერის" კარის ძელიც შეზანზარდა: პანდერის საჯარიმო დარტყმით.

ბრემენელები მედგრად უტევდნენ და ანგარიშის გასათანაბრებლად ყველა ღონეს ხმარობდნენ, გოლი კი ისევ ჰანოვერელებმა გაიტანეს და თანაც, ისევ აბდელაუმ: ბარგფრედე მსაჯს თამაშგარე მდგომარეობაზე ანიშნებდა, მაგრამ ოფსაიტი არ ყოფილა და "წითლების" ნორვეგიელმა გოლეადორმა ამით ისარგებლა. 78-ე წუთზე მსაჯმა არნაუტოვიჩი მოედნიდან გააძევა - ავსტრიელი პინტუს განგებ ეუხეშა და იმიტომ და მიუხედავად კაცნაკლულობისა, "ვერდერმა" მაინც შეძლო ერთი გოლის გატანა (პისარო), მაგრამ ეს იყო და ეს, ჰანოვერელებმა ბრემენელებს მეტი აღარაფერი გააბედინეს.

კვირის მეორე მატჩში, რომელიც მთლიანად ტურის ცენტრალური შეხვედრა იყო, "შალკემ" "ჰამბურგი" მისსავე მოედანზე 2:1 დაამარცხა. ამრიგად, გელზენკირხენული კლუბის ახალი მწვრთნელის, ჰუუბ სტევენსის ბუნდესლიგური დებიუტიც წარმატებული გამოდგა და ჰოლანდიელი სპეციალისტი ამისათვის თანამემამულე თავდამსხმელ კლაას-იან ჰუნტელაარს უნდა უმადლოდეს, რომელმაც "ჰამბურგს" დუბლი შეუსრულა.

გერმანია. ბუნდესლიგა. VIII ტური
კაიზერსლაუტერნი-შტუტგარტი 0:2
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-2): ტრაპი - დიკი, ამედიკი, როდნი, იესენი - კირხი (77. ვერმუთი), პეცოსი (61. ფორტუნისი) - სუკუტა-პასუ, ტიფერტი - კუემაა, შეხტერი.
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, მასა, ბოკა - კვისტი, ჰაინალი (89. გენტნერი) - ჰარნიკი, ოკაზაკი (72. გებჰარტი) - პოგრებნიაკი, კაკაუ (91. ტრაორე).
გოლები: 0:1 კაკაუ (52), 0:2 ბულარუზი (69)
გაფრთხილება: დიკი, შეხტერი - გებჰარტი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 22(3)-11(5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 46 186

ბორუსია (დ)-აუგსბურგი 4:0 [იხილეთ ვიდეო]
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, ლიოვე - ს. ბენდერი, გიუნდოგანი (68. და სილვა) - ბლაშჩიკოვსკი (62. ბარიოსი), გიოტცე (79. გროსკროიტცი), პერიშიჩი - ლევანდოვსკი.
აუგსბურგი (4-1-4-1): იენტცში - კალსენ-ბრაკერი, მიორლე, სანკო, დე იონგი (23. ვერნერი) - ჰოსოგაი (82. რაინჰარდტი) - ბრინკმანი, ბაიერი (71. ს. ლანგკამპი), დავიდსი, ბელინგჰაუზენი - მიოლდერსი.
48-ე წუთზე სანკომ (აუგსბურგი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (30), 2:0 ლევანდოვსკი (44), 3:0 გიოტცე (75), 4:0 ლევანდოვსკი (78)
გაფრთხილება: ს. ბენდერი, გიოტცე - ბაიერი, ჰოსოგაი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 19(9)-8(3); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 80 720

ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 3:1
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ბალიტში, რაინარტცი, ტოპრაკი, კადლეცი - ლ. ბენდერი (67. როლფესი), ბალაკი (88. მ. ფრიდრიხი) - კასტრო, სემი - დერდიოკი (72. შვააბი), კისლინგი.
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ოხსი, მადლუნგი, რუსი, მ. შეფერი - ტრეში, ჟოსუე (69. კოო) - იონსონი (46. ჰასებე), დეჟაგა - ლაკიჩი (46. ჰელმესი), მანჯუკიჩი.
გოლები: 1:0 კასტრო (14), 1:1 მანჯუკიჩი (59), 2:1 დერდიოკი (65), 3:1 კისლინგი (85)
გაფრთხილება: დერდიოკი - ჟოსუე, რუსი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 17-20; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 20(9)-7(1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 28 195

ნიურნბერგი-მაინცი 3:3
ნიურნბერგი (4-2-3-1): შტეფანი - ჩანდლერი, ვოლშაიდი, კლოზე, პინოლა - სიმონსი, კოენი (62. ფრანტცი) - მაკი, ფოილნერი (84. კამავუაკა), ბუნიაკუ (65. ესვაინი) - პეკჰარტი.
მაინცი (4-2-3-1): ჰ. მიულერი - პოსპეხი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფათი - ბაუმგარტლინგერი, კირხჰოფი - რისსე (68. კალიჯური), ივანშიტცი, ნ. მიულერი (83. ალაგუი) - ჩუპო-მოტინგი.
გოლები: 1:0 ფოილნერი (5), 2:0 მაკი (19), 2:1 ბუნგერტი (32), 2:2 ჩუპო-მოტინგი (45), 2:3 ივანშიტცი (52), 3:3 პეკჰარტი (82)
გაფრთხილება: ვოლშაიდი, კლოზე
კუთხური: 2-4; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 9(5)-16(7); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 38 107

ფრაიბურგი-ბორუსია (მ) 1:0
ფრაიბურგი (4-2-3-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი (46. ბუტშერი), კრმასი, ბასტიანსი (81. ნიკუ) - ფლუმი, შუსტერი - პუცილა, მაკიადი, აბდესადკი (91. კალიჯური) - სისე.
ბორუსია მ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე (82. ჰერმანი), შტრანცლი, დანტე, ვენდტი - მარქსი (69. ნორდტვეიტი), ნოიშტედტერი - როისი, არანგო - ჰანკე (62. ბობადილია), დე კამარგო.
გოლი: 1:0 ფლუმი (19)
გაფრთხილება: კრმასი, ფლუმი - მარქსი, ბობადილია
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 23-17; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 8(3)-19(6); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 24 000

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 0:0
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრააფჰაიდი - რუდი, ვილიამსი (69. კაიზერი) - ბაბელი, რობერტო ფირმინიო (73. მუსონა), ობასი - სიგურდსონი (85. შიპლოკი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ვან ბუიტენი (75. ლუის გუსტავო), ბადშტუბერი, ლამი - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი (46. რობენი) - გომესი (58. ალაბა).
გაფრთხილება: მუსონა - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი, ლამი, კროოსი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 19-26; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 17(5)-5(2); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 30 150

ჰერტა-კიოლნი 3:0
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - იანკერი (72. ფრანცი), ჰუბნიკი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი - ევერტი, რაფაელი, ბენ-ჰატირა (64. რუკავიტსა) - ლასოგა (78. ლუსტენბერგერი).
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ანდრეზინიო (46. მატუშიკი), მაკენა, სერენო, აიხნერი - რიტერი, ჟაჟალო (67. ლანიგი) - ჩიჰი (46. კლემენსი), პოდოლსკი, პეჟკო - ნოვაკოვიჩი.
გოლები: 1:0 ლასოგა (14), 2:0 ლასოგა (26), 3:0 რაფაელი (34)
გაფრთხილება: ლასოგა, ფრანცი - პეჟკო, ლანიგი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 10(3)-4(2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 59 491

ჰანოვერი-ვერდერი 3:2
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი, პინტუ - შტინდლი, პანდერი (76. რაუში) - შლაუდრაფი (86. ეგიმანი), აბდელაუ (61. ია კონანი).
ვერდერი (4-1-2-1-2): მილიტცი - სოკრატისი, პრიოდლი, ვოლფი, იგნიოვსკი (86. ნალდო) - ბარგფრედე (60. როზენბერგი) - ფრიტცი, ჰანტი - მარინი (67. ექიჩი) - პისარო, არნაუტოვიჩი.
გოლები: 1:0 აბდელაუ (2-პენ), 2:0 აბდელაუ (38), 2:1 არნაუტოვიჩი (45+3), 3:1 აბდელაუ (60), 3:2 პისარო (83)
გაძევება: არნაუტოვიჩი (78. ვერდერი)
გაფრთხილება: შტინდლი, კ. შულცი, პინტუ, ჩერუნდოლო, შმიდებახი - ვოლფი, მარინი, ბარგფრედე
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 22-12; თამაშგარე: 9-6; კარში დარტყმა: 13(5)-17(3); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 49 000

ჰამბურგი-შალკე 1:2
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - ვესტერმანი, ბრუმა, რაიკოვიჩი, აოგო - ტეშე (84. ბერგი), რინკონი - ჟ. ლამი (74. კასტელენი), ტიორე - გერერო (65. სონი), პეტრიჩი.
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰიოგერი, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ფუხსი - პაპადოპულოსი, ჰოლტბი (55. ჯონსი) - ფარფანი (46. დრაქსლერი), რაული, ხურადო (89. მარიკა) - ჰუნტელაარი.
გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (13), 1L1 პეტრიჩი (37), 1:2 ჰუნტელაარი (73)
გაფრთხილება: ტეშე, რინკონი - ჰიოვედესი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17(6)-9(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 55 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 8 6 1 1 21:1 19
2. ვერდერი 8 5 1 2 16:10 16
3. ბორუსია (მ) 8 5 1 2 9:4 16
4. შალკე 8 5 0 3 17:13 15
5. ჰანოვერი 8 4 3 1 11:10 15
6. ბორუსია (დ) 8 4 1 3 13:7 13
7. შტუტგარტი 8 4 1 3 12:6 13
8. ჰოფენჰაიმი 8 4 1 3 12:7 13
9. ლევერკუზენი 8 4 1 3 10:11 13
10. ჰერტა 8 3 3 2 12:9 12
11. ნიურნბერგი 8 3 2 3 9:10 11
12. კიოლნი 8 3 1 4 13:18 10
13. ვოლფსბურგი 8 3 0 5 9:15 9
14. მაინცი 8 2 2 4 12:18 8
15. ფრაიბურგი 8 2 1 5 13:22 7
16. კაიზერსლაუტერნი 8 1 2 5 5:12 5
17. აუგსბურგი 8 0 4 4 6:16 4
18. ჰამბურგი 8 1 1 6 9:20 4

ბომბარდირები: 8 - გომესი (ბაიერნი); 7 - ჰუნტელაარი (შალკე); 6 - აბდელაუ (ჰანოვერი), სისე (ფრაიბურგი), პისარო (ვერდერი); 5 - ლევანდოვსკი (ბორუსია დ); 4 - ბაბელი (ჰოფენჰაიმი), ჰარნიკი (შტუტგარტი), პოდოლსკი (კიოლნი), რაული (შალკე), რობერტო ფირმინიო (ჰოფენჰაიმი).

მომდევნო ტური
14 ოქტომბერი. ვერდერი-ბორუსია (დ)
15 ოქტომბერი. ბაიერნი-ჰერტა, მაინცი-აუგსბურგი, შტუტგარტი-ჰოფენჰაიმი, ვოლფსბურგი-ნიურნბერგი, ბორუსია (მ)-ლევერკუზენი, შალკე-კაიზერსლაუტერნი.
16 ოქტომბერი. ფრაიბურგი-ჰამბურგი, კიოლნი-ჰანოვერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული