28 წლის ფორვარდმა გასულ უქმეებზე „ჰამბურგთან“ დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე ბუნდესლიგის ეგიდით უკვე შვიდი გოლია. გელზენკირხენელთა მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი კი ფიქრობს, რომ ჰუნტელაარს ამ სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირობის ძალიან კარგი შანსი აქვს.
„შესანიშნავ ფორმაშია, რასაც ბოლო თამაშებში მუდმივად ამტკიცებს. ჰუნტელაარი საჯარიმოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და მიხარია, რომ ჩემი შეგირდია. მას თავადაც შეუძლია საგოლე მომენტების შექმნა, საგოლე
აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგის ბოლო 20 სეზონიდან, 11-ში 20 გოლის გატანა საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოსაპოვებლად საკმარისი იყო. „შალკეს“ ფეხბურთელმა კი ერთ სეზონში 20 ან მეტი გოლის გატანა 1991 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ შეძლო: ეს ებე სანდმა 2001 წელს მოახერხა, როცა 22 გოლი შეაგდო და გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი გახდა.
თანაც, სანდს იმ სეზონში 8 ტურის შემდეგ მხოლოდ 6 გოლი ჰქონდა გატანილი. ჰუნტელაარის ანგარიშზე კი, ახლა, 8 ტურის შემდეგ ერთით მეტი გოლია. ჰოლანდიელ ფორვარდზე ასე საუბრის საბაბს ის ფაქტი უფრო გვაძლევს, რომ ამ სეზონში ყველა ოფიციალურ მატჩში უკვე 15 გოლი აქვს გატანილი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"