საბედნიეროდ, ლევან კობიაშვილი გაწითლებულებს შორის არაა, ყვითელი ბარათი კი ამ სეზონში უკვე ორჯერ დაიმსახურა.
„დასამალი არაფერია, მე ბიჭებს ყოველთვის ვეუბნები, რომ აგრესიული ფეხბურთი უნდა ითამაშონ, ოღონდ აგრესია ზომიერი უნდა იყოს. შესაბამისად, არ მიკვირს, რომ ამ ეტაპზე ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი ბარათები ჩემს ფეხბურთელებს აქვთ მიღებული. თანაც, იმის გამო, რომ
მართლაც საინტერესოა ის, რომ მაგალითად „ვერდერთან“ მატჩში, რომელიც ბერლინელებმა 1:2 წააგეს, ბრემენელმა ფეხბურთელებმა თამაშის წესები 22-ჯერ დაარღვიეს, „ჰერტას“ მოთამაშეებმა კი 17-ჯერ, ბარათების შეფარდება კი პირიქით იყო და თანაც, დიდი სხვაობით: 2-8.
„ვერდერთან“ შეხვედრაში ადრიან რამოსი და კრისტიან ლელი გაძევებებს არ იმსახურებდნენ. მე სულაც არ მინდა, რომ მსაჯებმა დაგვინდონ, როცა დასანდობები არ ვართ, მაგრამ თუკი სხვა კლუბებს აშკარად ინდობენ, ეს უკვე უსამართლობაა, - ამბობს ბაბელი და იქვე დასძენს, - სხვათა შორის, „ჰერტას“ დაჩაგვრას მსაჯებს მეორე ბუნდესლიგაშიც ვატყობდი და ეს არ მსიამოვნებდა. როცა „ჰერტას“ მთავარ მწვრთნელად დავინიშნე, აქაურებმა მითხრეს, მსაჯები ხშირად ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენო და მაშინ ამაზე გულიანად გამეცინა. ახლა კი ვხვდები, რომ ეს ყველაფერი მართალი ყოფილა.“
თუმცა მარკუსს გერმანელი არბიტრების განაწყენება არ სურს და იქვე დასძენს, ჩვენი მსაჯები ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოები არიან, შესაბამისად, იმედს ვიტოვებ, რომ „ჰერტას“ ჩაგვრა დროებითი და შემთხვევითი მოვლენაა და არა გამიზნული საქციელიო.
ფრინგსი ისევ ბრემენში?
„ვერდერის“ მენეჯერმა კლაუს ალოფსმა განაცხადა, რომ თუ ტორსტენ ფრინგსი ბრემენში დაბრუნდებას მოისურვებს, ამის წინააღმდეგი არ იქნება. „ტორსტენს ბრემენული ფესვები აქვს და მისი დაბრუნება ყოველთვის გაგვიხარდება. მართალია, უკვე ასაკშია და ალბათ კარიერასაც მალე დაამთავრებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მისი გაშვება ჩვენი სურვილი არ ყოფილა,“ - უთხრა ალოფსმა „შპორტ-ბილდს“.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ფრინგსმა „ვერდერი“ ზაფხულში დატოვა და ამერიკაში, კერძოდ, „ტორონტოში“ ასპარეზობს. ბრემენული კლუბის რიგებში მას ბუნდესლიგის ეგიდით 326 მატჩი აქვს ჩატარებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"