პოლონელმა ნახევარმცველმა ამაზე თანამემამულე ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„დორტმუნდის „ბორუსია“ გენიალური გუნდია, რომლის ფორმის მორგება ჩემთვის უდიდესი პატივია. აქ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა მომაკლდა და უმეტესად შეცვლებზე მათამაშებენ. როცა არ ვთამაშობ, ძალიან ვბრაზდები და ვფიქრობ, რომ ყველა ნორმალური ფეხბურთელი ასე
„ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბლაშჩიკოვსკი მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამჯერ გაამწესა, შეცვლაზე კი ხუთჯერ ათამაშა. უსწრაფესი გარემარბის მთავარი პრობლემა დორტმუნდელთა ვუნდერკინდი მარიო გიოტცეა – ბლაშჩიკოვსკი, რომელსაც გერმანიის ჩემპიონთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს (ფასი: 7 მილიონი ევრო), სასტარტოდან სწორედ ამ უკანასკნელმა ამოაგდო.
რაკი 19 წლის გიოტცე შესანიშნავად თამაშობს, გერმანიის ნაკრებსაც გაუჩინაურდა და ზოგადად მთელ საფეხბურთო გერმანიას პირზე მისი გვარი აკერია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბლაშჩიკოვსკის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების მიზერული შანსი აქვს. პოლონეთის ნაკრების კაპიტანი დორტმუნდიდან წასვლაზე ასე სერიოზულად ამიტომაც დაფიქრდა.
„ფაქტია, რომ დეკემბრამდე ვერსად წავალ. ამიტომაც, ჯერჯერობით მოლოდინის პროცესში ვარ. რაც არ უნდა დიდი პატივი იყოს ჩემთვის ამ ბრწყინვალე კლუბში თამაში, სათამაშო პრაქტიკა ყველაფერს მირჩევნია და თანაც, ოდესმე ყველაფერი მთავრდება.
ალბათ მოვიდა დრო, რომ ჩემი დორტმუნდული კარიერაც დამთავრდეს. თუ უახლოეს ტურებში უფრო ხშირად არ მათამაშებენ, ზამთარში „ბორუსიადან“ წავალ,“ - აცხადებს „კუბა“. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მისი გადაბირების სურვილი ბლაშჩიკოვსკის ყოფილმა კლუბმა, „ვისლამ“ გამოთქვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"