სტადიონი ფორმაზე

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მთავარ მშვენებამდე, რურის დიდ დერბიმდე თვენახევარი დარჩა, მაგრამ დორტმუნდის "ბორუსია" "შალკესთან" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის უკვე ემზადება.

რურის 138-ე დერბისთვის დორტმუნდელებმა საკმაოდ საინტერესო რამ მოიფიქრეს: ახალი ფორმა, რომელიც სპეციალურად ამ მატჩისთვის შეიკერება.

26 ნოემბერს დაგეგმილ დერბიში "ბორუსია" მოსისხლე მტერ "შალკეს" სპონსორ Kappa-სგან შეკერილი სპეციალური ფორმით ეთამაშება, რომელიც იმით იქნება განსაკუთრებული, რომ "ბორუსიას" ფეხბურთელებს მკერდზე თავიანთი სტადიონის სილუეტი ექნებათ დახატული.

სპეციალურად დერბისთვის შექმნილი ფორმა ხუთშაბათს ნახევარმცველმა კევინ გროსკროიტცმა და სათადარიგო მეკარე მიტჩელ ლანგერაკმა წარმოადგინეს და "ბორუსიას" ფან-შოპებში მისი გაყიდვა უკვე დაწყებულია -
ცხადია, ეს არა მარტო დერბისთვის მოფიქრებული კრეატიული იდეა, არამედ მარკეტინგული სვლაცაა, რადგან ფაქტია, რომ ათიათასობით ეგზემპლარი გაიყიდება, რაც გერმანიის ჩემპიონისთვის დამატებით შემოსავალს ნიშნავს.

"ორი კვირის წინ დორტმუნდის გაჩემპიონების დროს გადაღებულ შესანიშნავ ფოტოებს ვათვალიერებდი და ეს იდეა სწორედ მაშინ დამებადა. ჩვენს სტადიონზე ყოველთვის ისეთი ფანტასტიკური საფეხბურთო ატმოსფეროა, იმდენად ბრწყინვალე ფანები გვყავს, რომ მივხვდი, ეს უნდა გაგვეკეთებინა.

ამ ფორმას კლუბი ფანებს უძღვნის," - ეს Kappa-ს მარკეტინგის მენეჯერის, ტობიას ბლიკის სიტყვებია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ბორუსიას" Kappa-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მომავალი სეზონიდან დორტმუნდელებს "პუმა" შემოსავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული