გუშინ, გერმანულ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ არნესენს "ბაზელის" თავკაცი ტორსტენ ფინკი მაინც დაუთანხმებია. ერთადერთი, მაგრამ ძალიან სერიოზული პრობლემა ახლა ის არის, რომ 43 წლის ფინკს შვეიცარიულ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს და ახლა მან თვითონ უნდა გაარკვიოს თავის ბოსებთან, როგორ გაუშვებენ:
ეს პროცესი კი შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაიწელოს, მაგალითად ზამთრამდე და ამ ხნის მანძილზე "ჰამბურგის" მწვრთნელის ფუნქციების შესრულება სწორედ არნესენს მოუწევს. თუმცა ფაქტია ისიც, რომ წესით, არც "ბაზელის" ხელმძღვანელებს უნდა სურდეთ ისეთი მწვრთნელის დიდხანს შენარჩუნება, რომელსაც სხვაგან წასვლა აქვს გადაწყვეტილი და ადრე თუ გვიან, მაინც წავა. ამრიგად, ლოგიკურად ტორსტენ ფინკი ჰამბურგში საკმაოდ მალე უნდა ვიხილოთ - თუ შვეიცარიელები არ გაჯიუტდებიან, რაც მათ წისქვილზე წყალს ნაღდად არ დაასხამს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"