დორტმუნდის მეორე ვარსკვლავი მარიო გიოტცე კი სხვაგვარად ფიქრობს.
„ბაიერნი“ წელს საოცრად ძლიერია და ჩემი აზრით, მიუნხენელები ამ სეზონში პირველობას ალბათ არავის დაუთმობენ. ცხადია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტიტული შევინარჩუნოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება. ვფიქრობ, თუ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ, ესეც ძალიან კარგი
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს, ბუნდესლიგის მომდევნო ტურში „დორტმუნდი“ „ბაიერნს“ სტუმრობს და სწორედ ამ შეხვედრამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, შეუძლია თუ არა BVB-ს რეკორდმაისტერისთვის კონკურენციის გაწევა.
„გიოტცინიო“ ახლა გერმანიის ნაკრებთან ერთადაა და მოახლოვებული ტესტ-მატჩებისთვის (უკრაინასთან და ჰოლანდიასთან) ემზადება. უკრაინასთან მატჩში ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მას სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში გაამწესებს და პირველად ათამაშებს მესუთ იოზილთან ერთად.
„გერმანიის ნაკრების თითოეული მატჩი ჩემთვის უდიდესი ზეიმია. თუ მწვრთნელი იოზილთან ერთად მათამაშებს, ძალიან გამიხარდება, რადგან ისევე, როგორც მთელ საფეხბურთო გერმანიას, მეც მაინტერესებს, როგორ გავუგებთ ერთმანეთს მესუთი და მე,“ - ამბობს გიოტცე.
ხსენებულ ინტერვიუში მარიომ იმაზეც ისაუბრა, რომ ამ სეზონში მეტოქე გუნდების მცველები გაცილებით უხეშად ეთამაშებიან:
„წინა სეზონში, ბურთს რომ მივიღებდი, ჩემთან უმეტესად მხოლოდ ერთი მცველი მოდიოდა ხოლმე, ახლა კი ყოველთვის ორი-სამი მცველი მეთამაშება და უმეტესად, ძალიან უხეშად. ჩემს შეჩერებას ნებისმიერი ხერხით ცდილობენ ხოლმე. იმედია, ეს ჩემს დაშავებას არ გამოიწვევს.“
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"