SMS-ით ბოდიში არ კმარა!

AutoSharing Option
ბუნდესლიგის გასულ ტურში, "ვოლფსბურგის" მცველმა სოტირიოს კირიაკოსმა დორტმუნდელ კოლეგა ნევენ სუბოტიჩს იდაყვი სახეში ისე მაგრად უთავაზა, რომ სერბ მცველს სახეზე სამმაგი მოტეხილობა ჰქონდა და საკმაოდ დიდხანს ცალი თვალით ვერაფერს ხედავდა. სუბოტიჩი კლინიკიდან სამშაბათს გაწერეს და "ბორუსიას" მცველმა პირველი კომენტარისთვისაც მოიცალა.

"მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ასეთი ბრუტალური საქციელი საჭირო არ იყო. ფეხბურთელი ორთაბრძოლისას ასე სასტიკად არ უნდა იქცეოდეს. მჯერა, რომ ეს განგებ არ უნდოდა, ბოლოს და ბოლოს არანორმალური ხომ არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ორთაბრძოლის დროს იდაყვი ასე სასტიკად არ
უნდა მოიქნიო.

კირიაკოსმა ტექსტური შეტყობინებით მომიბოდიშა, მაგრამ ჩემი აზრით, ასეთი საქციელის შემდეგ ბოდიშის SMS-ით მოხდა საკმარისი არ არის," - აცხადებს სუბოტიჩი, რომელიც "ვოლფსბურგის" ბერძენი მცველის საქციელის გამო ფეხბურთს იანვრამდე ვეღარ ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული