იაროლიმის ეპოქა მთავრდება

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, ჩეხი ნახევარმცველი დავიდ იაროლიმი ზამთარში "ჰამბურგს" სავარაუდოდ გამოეთხოვება.

ეს ინფორმაცია გუშინ გავრცელდა და გუშინვე, ჩრდილოგერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა ოფიციალურად დაადასტურა.

"მან "ჰამბურგისთვის" ბევრი გააკეთა და ღირსეულად უნდა გავაცილოთ. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, მზად ვართ, ზამთარში უფასოდ დავთმოთ," - განაცხადა არნესენმა.

32 წლის იაროლიმი "ჰამბურგში" 2003 წლიდან თამაშობს და მას მერე, HSV-ს მაისურით ბუნდესლიგაში 242 მატჩი (14 გოლი) ჩაატარა.

მიმდინარე სეზონში კი მას მხოლოდ შვიდ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ჰამბურგელთა ახალი
მწვრთნელი ტორსტენ ფინკი არ მალავს, რომ გუნდის ექს-კაპიტანი აღარ სჭირდება. მის ხელში იაროლიმმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მაშინაც შეცვლაზე ითამაშა. არნესენის თქმით, იაროლიმს 2-3 წლის შემდეგ, როცა კარიერას დაამთავრებს, "ჰამბურგში" ბავშვთა მწვრთნელად მუშაობას შესთავაზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული