მსაჯი თავს იკლავდა! რატომ?

AutoSharing Option
ვიდეო
შაბათის ნომერში ვწერდით, რომ ეს იყო ტური, რომლისგანაც მაქსიმალური სიამოვნება უნდა მიგვეღო. სპორტული თვალსაზრისით მოლოდინი გამართლდა კიდეც: „გლადბახი“-„ვერდერი“ უაღრესად საინტერესო მატჩი გამოდგა, რომელიც სენსაციური შედეგით (5:0) დასრულდა, „ბაიერნისა“ და „დორტმუნდის“ წლის შეხვედრად შერაცხულ დაპირისპირებაში კი, მართალია, მხოლოდ ერთი გოლი გავიდა (0:1), მაგრამ ამ თამაშმა მაინც უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭა.

მოკლედ, გერმანიის მოედნებზე შოუები შედგა (სხვა შეხვედრებიც არანაკლებ საინტერესო იყო), მაგრამ ერთმა მოვლენამ, რაც კინაღამ უდიდესი ტრაგედიით დასრულდა, მე-13 ტურის ყველა ხიბლი დაჩრდილა. კიოლნში ადგილობრივი გუნდ
ისა და „მაინცის“ მატჩი გადაიდო. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ბაბაკ რაფატიმ მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავის მოკვლა სცადა!

41 წლის რაფატი ირანული წარმოშობის მქონე, გამოცდილი გერმანელი არბიტრია. მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი, რაფატი კი არ ჩანდა. ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა და არც სასტუმროს პერსონალს გაუღო კარი - არადა, ნომერში იმყოფებოდა. ამის შემდეგ, კიოლნის „ჰაიატის“ პერსონალმა რაფატის ნომრის კარი გააღო და მსაჯი აბაზანაში ნახეს - სისხლიან ვანაში უგონოდ იწვა, მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი.

საბედნიეროდ, რაფატი გადარჩა - ახლა კიოლნის კლინიკაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. სუიციდის მცდელობის მოტივი უცნობია, გამოძიება კი, რა თქმა უნდა დაიწყო. სასტუმროს ნომერში პოლიციამ უახლესი ჩანაწერები იპოვნა, მაგრამ შინაარსი, რა თქმა უნდა, არ გახმაურებულა. პოლიციამ არც ის თქვა, ეს გამოსათხოვარი წერილი იყო, თუ სხვა რამ...

„კიდევ კარგი, რომ ბაბაკ რაფატი გადარჩა... მე მას ვიცნობ, როგორც ნამდვილ პროფესიონალს, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა თვითმკვლელობა, ფაქტი კი ის არის, რომ ყველანი შოკში ვართ. იმედია, გამოძიება ყველაფერს გაარკვევს. სამწუხაროდ, ბოლო დროს მსაჯებზე წნეხი გაიზარდა, არბიტრებს წამდაუწუმ აკრიტიკებენ და ხშირად ლანძღავენ კიდეც. გამოძება სუიციდის მცდელობის მიზეზად ვალებს გამორიცხავს. მხოლოდ ეს არის, რაც შესაძლო მოტივის შესახებ ვიცი,“ - ეს გერმანიის საფეხბურთო კავშირის, თეო ცვანციგერის სიტყვებია.

ბაბაკ რაფატის მოწესრიგებული ცხოვრება ჰქონდა და ბედნიერი ჩანდა, უახლოეს მომავალში კი დაქორწინებასაც გეგმავდა. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა კიდეც, ბედნიერი ვარო. ირანული წარმოშობის მქონე მსაჯს ირანელი საცოლე ჰყავს, რომელსაც ექიმებმა ჯერ კიდევ არ მისცეს რაფატისთან გასაუბრების საშუალება.

საინტერესო მხოლოდ ერთი რამაა: ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რომ 2012 წლიდან ბაბაკ რაფატი საერთაშორისო შეხვედრებს ვეღარ განსჯის და მხოლოდ გერმანიაში მოუწევს მუშაობა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოტივი ეს ყოფილიყო, რადგან იმავე ინტერვიუში მან თქვა, ამის გამო არ ვდარდობო. მისმა მამამ, ჯალალ რაფატიმ „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უარყო გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, თითქოს მის ვაჟს დეპრესიები ჰქონდა. მასაც ვერაფრით აუხსნია, რატომ სცადა რაფატიმ თვითმკვლელობა. „ამ ამბავის შემდეგ კლინიკაში დავუკავშირდი. სულ ათი წამი ველაპარაკე. მითხრა, მაპატიე, ეს რომ ჩავიდინეო, მერე კი ექიმებმა ტელეფონის გათიშვა სთხოვეს,“ - აცხადებს ჯალალ რაფატი...

რაც შეეხება მე-13 ტურის სპორტულ მხარეს და იმ ბრწყინვალე მატჩებს, შაბათს რომ ვნახეთ: მიუნხენის „ბაიერნმა“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ამჯერადაც ვერაფერი მოუხერხა - მოქმედმა ჩემპიონმა მიუნხენიდან სამი ქულა წაიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ჩემპიონატი კვლავ დაიძაბა. ეს კი მარიო გიოტცეს დამსახურებაა, რადგან სწორედ მან გაუტანა რეკორდმაისტერს ის გოლი, რომლითაც დორტმუნდელებმა „ალიანს არენაზე“ სამი ქულის მოპოვება და „ბაიერნთან“ ორქულიან დისტანციაზე მიახლოვება შეძლეს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მიუნხენურ გრანდს კიდევ ჰყავს ისეთი მდევრები, რომლებიც პირველ ადგილთან ძალიან ახლოს არიან - „ბაიერნს“ „გლადბახიც“ ორი ქულით ჩამორჩება, „შალკე“ კი (4:0 ნიურნბერგთან) მხოლოდ სამით.

19 წლის გიოტცემ 65-ე წუთზე მიუნხენელთა მცველი ჟერომ ბოატენგი აზროვნების სისწრაფეში დაჩაგრა, რეკორდმაისტერის საჯარიმოში შექმნილ სიტუაციაში მასზე უკეთ გაერკვა და მანუელ ნოიერს გოლი მსუბუქი დარტყმით გაუტანა. მოკლედ, „დორტმუნდს“ ბუნდესლიგაში უკვე შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, შესაძლო 21-დან 19 ქულა აიღო და რაც ყველაზე მთავარია, BVB-მ ზედიზედ მესამედ შეძლო „ბაიერნის“ დამარცხება, რაც აქამდე არცერთ სხვა გუნდს არ ჰქონდა მოხერხებული.

„ჩვენ დღეს მოვახერხეთ ის, რაც ალბათ ორი წელია, არავის გაუკეთებია - ვგულისხმობ იმას, რომ „ბაიერნის“ ფეხბურთელები ვაიძულეთ, პასები უმეტესად უკან ეკეთებინათ. მერე კი, შანსი გამოვიყენეთ და გადამწყვეტ მომენტში გავიტანეთ გოლი, რომლის შემდეგაც მივხვდი, რომ ამ თამაშს ნაღდად აღარ წავაგებდით,“ - ამაყობდა თამაშის შემდეგ დორტმუნდელთა დამრიგებელი იურგენ კლოპი, რომელსაც ნამდვილად აქვს სიამაყის საფუძველი, რადგან რეკორდმაისტერს ამ თამაშამდე ზედიზედ ცხრა ოფიციალური საშონაო შეხვედრა (აქედან ხუთი ბუნდესლიგაში) ჰქონდა მოგებული, თანაც ბურთების როგორი შეფარდებით - 36:2.

მიუნხენელთა თავკაცი იუპ ჰაინკესი კი დამწუხრებული გახლდათ - ცუდად კი ვითამაშეთ, მაგრამ ლოგიკურად, ეს შეხვედრა 0:0 უნდა დასრულებულიყოო. „ბაიერნის“ ფანები მხოლოდ იმით თუ გაიხარებდნენ, რომ როგორც იქნა, მოედანს დაუბრუნდა არიენ რობენი.

„ჰოლანდიელი პაციენტი“ ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 72-ე წუთზე შეცვალეს - რეკორდმაისტერისთვის საბედნიეროდ, ეს იძულებითი ცვლილება არ ყოფილა.

შაბათი გერმანიაში „ბორუსიების“ დღე იყო. „დორტმუნდზე“ უკვე ვთქვით და რაც შეეხება მიონხენგლადბახისას: ამ გუნდმა გერმანიის ჩემპიონობა ბოლოს 1971 წელს იზეიმა. მართალია, იქ ჩემპიონობაზე 40 წლის შემდეგაც (ჯერ) არავინ საუბრობს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ „გლადბახი“ საჩემპიონო ფეხბურთს აჩვენებს! „ვერდერთან“ 5:0 უკვე ამის ასპროცენტიანი დასტური იყო. კიდევ ერთხელ დადასტურდა ისიც, რომ „გლადბახის“ წარმატებები მწვრთნელ ლუსიენ ფავრთან ერთად, პირველ რიგში 22 წლის მარკო როისის დამსახურებაა - ამ უკანასკნელმა „ვერდერს“ ჰეთ-თრიკი შეუსრულა და მის ანგარიშზე ამ სეზონში უკვე 10 გოლია! არადა, როისი არ არის ცენტრფორვარდი.

ახლაც გიკვირთ, მარკოს გადაბირება „მანჩესტერ სიტის“, „ლივერპულს“, „ინტერს“, მილანს და რაღა თქმა უნდა, „ბაიერნსაც“ რომ სურთ? თავად როისი კი ამბობს, „გლადბახში“ თავს შესანიშნავად ვგრძნობო. რაც შეეხება განადგურებულ, მეცხრე ციდან მიწაზე ჩამოსმულ „ვერდერს“ - ბრემენული კლუბის ბოსის, კლაუს ალოფსის მატჩისშემდგომი კომენტარი ყველაფერზე მეტყველებს: „ეს კარგი გაკვეთილი იყო. ჩვენ არ ვართ „ბაიერნის“ მდევრები. სამწუხაროდ, „ვერდერი“ ამ სეზონშიც ჩვეულებრივი გუნდია,“ - თქვა ალოფსმა.

„შალკესა“ და „ნიურნბერგის“ ფანები რომ მეგობრობენ, ცნობილი ამბავია, ფეხბურთელებს კი არ ემეგობრებოდათ: გელზენკირხენელებმა კრიზისში მყოფი ფრანკები 4:0 გაანადგურეს, ამ ოთხიდან ორი გოლი კი კლაას-იან ჰუნტელაარის ანგარიშზეა, რომელსაც უკვე 12 გოლი აქვს გატანილი. ლევან კობიაშვილის „ჰერტა“ ფრაიბურგში 2:0-ს იგებდა, მაგრამ მერე „ფრაის“ თავკაცმა მარკუს ზორგმა მოედანზე შტეფან რაიზინგერი შეუშვა, რომელმაც ორჯერ შეძლო ბერლინელთა კარის დალაშქვრა და კობის გუნდს სამი ქულის წაღების უფლება არ მისცა.

აღსანიშნავია, რომ რაიზინგერმა მეორე გოლი 95-ე (!) წუთზე გაიტანა. „ვოლფსბურგმა“ კი „ჰანოვერი“ 4:1 დაამარცხა - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ფელიქს მაგათმა ბოლოს და ბოლოს მიაგნო დაკარგულ წარმატების გასაღებს, ამას დრო გვიჩვენებს.

გერმანია. ბუნდესლიგა. XIII ტური
კაიზერსლაუტერნი-ლევერკუზენი 0:2
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-1-1): ტრაპი - დიკი, ამედიკი, აბელი, ბუგერა - პეცოსი (76. ნემეცი), კირხი (62. შეხტერი) - შაჰანი (76. სუკუტა-პასუ), ფორტუნისი - ტიფერტი - კუემაა.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - შვააბი, მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, კადლეცი - ლ. ბენდერი, რაინარტცი (77. როლფესი) - კასტრო (90. ოჩიპკა), ბალაკი, სემი - კისლინგი (88. დერდიოკი).
გოლები: 0:1 ბალაკი (54), 0:2 სემი (70)
გაფრთხილება: დიკი - კასტრო
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 13(3)-14(8); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 42 245

კიოლნი-მაინცი გადაიდო

შალკე-ნიურნბერგი 4:0
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი (73. ჰიოგერი), ჰოლტბი - ბაუმიოჰანი, რაული, დრაქსლერი (73. პუკი) - ჰუნტელაარი (82. მარიკა).
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩანდლერი, ვოლშაიდი, კლოზე, პლატენჰარდტი - ჰეგელერი (78. კოენი), სიმონსი - აიგლერი, დიდავი (72. მაკი), ფრანტცი - ესვაინი.
გოლები: 1:0 ჰუნტელაარი (13), 2:0 რაული (39), 3:0 ჰუნტელაარი (66), 4:0 ჰოლტბი (84)
გაფრთხილება: ბაუმიოჰანი, ჯონსი - პლატენჰარდტი, მაკი, ფრანტცი
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11(7)-14(4); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 61 673

ფრაიბურგი-ჰერტა 2:2
ფრაიბურგი (4-1-4-1):Lბაუმანი - ფერატი (53. რაიზინგერი), კრმასი, ბუტშერი, ბასტიანსი - შუსტერი - შმიდი, ფლუმი, როზენტალი (10. მაკიადი/80. დემბელე), პუცილა - სისე.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი - ებერტი (90. იანკერი), რაფაელი, რამოსი - ლასოგა (59. ლუსტენბერგერი).
გოლები: 0:1 რამოსი (20), 0:2 ნიმაიერი (45+1), 1:2 რაიზინგერი (61), 2:2 რაიზინგერი (95)
გაფრთხილება: მაკიადი, სისე - რაფაელი, ოტლი, ებერტი, კობიაშვილი, კრაფტი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 19-19; თამაშგარე: 6-6; კარში დარტყმა: 13(6)-14(7); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 21 500

ვოლფსბურგი-ჰანოვერი 4:1
ვოლფსბურგი (4-1-2-2-1): ბენალიო - ტრეში, კრისი (83. თიოლკე), მადლუნგი, მ. შეფერი - ჟოსუე - ჰასებე, სალიჰამიჯიჩი (64. ჰლები) - კოო (56. იონსონი), დეჟაგა - მანჯუკიჩი.
ჰანოვერი (4-2-2-1-1): ცილერი - ჩაჰედი, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შტინდლი, შმიდებახი - ია კონანი, პანდერი (46. რაუში) - შლაუდრაფი (80. შტოპელკამპი) - აბდელაუ.
გოლები: 1:0 სალიჰამიჯიჩი (22), 2:0 სალიჰამიჯიჩი (36), 2:1 კ. შულცი (43), 3:1 კრისი (56), 4:1 მადლუნგი (56)
გაძევება: ია კონანი (58. ჰანოვერი)
გაფრთხილება: მანჯუკიჩი - შტინდლი, ჩაჰედი
კუთხური: 9-8; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14(8)-7(2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 30 000

ბორუსია (მ)-ვერდერი 5:0
ბორუსია მ. (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი (28. ბრუვერსი), დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი (81. ბობადილია), არანგო - როისი (87. ვენდტი) - ჰანკე.
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - სოკრატისი, ვოლფი, პრიოდლი, იგნიოვსკი - ბარგფრედე - ფრიტცი, ჰანტი (78. სტევანოვიჩი) - ექიჩი (46. შმიდტი) - არნაუტოვიჩი (61. როზენბერგი), პისარო.
გოლები: 1:0 ჰერმანი (16), 2:0 როისი (23), 3:0 როისი (38), 4:0 როისი (51), 5:0 არანგო (53)
გაძევება: სოკრატისი (76. ვერდერი)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 16(9)-10(2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 53 465

ბაიერნი-ბორუსია (დ) 0:1 [იხილეთ ვიდეო]
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია (79. პეტერსენი), ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო, კროოსი - რობენი (72. ალაბა), თ. მიულერი (72. ოლიჩი), რიბერი - გომესი.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, კელი (79. ლაიტნერი) - გიოტცე, კაგავა (89. პერიშიჩი), გროსკროიტცი - ლევანდოვსკი (90. ბარიოსი).
გოლი: 0:1 გიოტცე (65)
გაფრთხილება: ლუის გუსტავო, ბადშტუბერი - კელი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 15-25; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 16(3)-8(2); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 69 000

შტუტგარტი-აუგსბურგი 2:1
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო - კვისტი, ჰაინალი - ჰარნიკი, ტრაორე (74. ოკაზაკი) - კაკაუ (87. კუჟმანოვიჩი), პოგრებნიაკი (74. გებჰარდტი).
აუგსბურგი (): ამსიფი - რაინჰარდტი (62. გოგია), კალსენ-ბრაკერი, ს. ლანგკამპი, ვერჰეგი - ჰოსოგაი, დავიდსი - ბაიერი (78. მაიერი), ბრინკმანი, ვერნერი - მიოლდერსი (72. კაპლანი).
გოლები: 1:0 ჰარნიკი (41), 1:1 ვერნერი (47), 2:1 ჰარნიკი (51)
გაფრთხილება: ტასკი, გებჰარდტი - ბრინკმანი, ს. ლანგკამპი, რაინჰარდტი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 24-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11(5)-15(6); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 60 000

ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 2:0
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - დიკმაიერი, ბრუმა, ვესტერმანი, აოგო - კაჩარი (78. იაროლიმი), რინკონი - ტიორე (77. ილიჩევიჩი), იანსენი - გერერო (87. სონი), ბერგი.
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): შტარკე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ბრააფჰაიდი (30. მლაპა) - ვაისი (84. მუსონა), რუდი (68. რობერტო ფირმინიო) - ჯონსონი, სალიჰოვიჩი - იბიშევიჩი, ბაბელი.
გოლები: 1:0 გერერო (25), 2:0 იანსენი (65)
გაფრთხილება: რუდი, კომპერი, ბეკი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 18(7)-19(8); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 46 237

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 13 9 1 3 32-5 28
2. ბორუსია (დ) 13 8 2 3 27-9 26
3. ბორუსია (მ) 13 8 2 3 20-9 26
4. შალკე 13 8 1 4 28-18 25
5. ვერდერი 13 7 2 4 23-21 23
6. შტუტგარტი 13 6 3 4 20-13 21
7. ლევერკუზენი 13 6 3 4 17-16 21
8. ჰანოვერი 13 5 4 4 17-21 19
9. ჰოფენჰაიმი 13 5 2 6 15-15 17
10. ჰერტა 13 4 5 4 18-19 17
11. კიოლნი 12 5 1 6 20-26 16
12. ვოლფსბურგი 13 5 1 7 19-26 16
13. კაიზერსლაუტერნი 13 3 4 6 10-17 13
14. ჰამბურგი 13 3 4 6 17-25 13
15. მაინცი 12 3 3 6 16-23 12
16. ნიურნბერგი 13 3 3 7 13-24 12
17. ფრაიბურგი 13 3 2 8 18-29 11
18. აუგსბურგი 13 1 5 7 10-24 8

ბომბარდირები
13 - გომესი (ბაიერნი); 12 - ჰუნტელაარი (შალკე); 11 - პისარო (ვერდერი); 10 - როისი (ბორუსია მ); 9 - პოდოლსკი (კიოლნი); 8 - აბდელაუ (ჰანოვერი), სისე (ფრაიბურგი), ლევანდოვსკი (ბორუსია დ); 7 - მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი).

მომდევნო ტური
25 ნოემბერი. კიოლნი-ბორუსია (მ)
26 ნოემბერი. ბორუსია (დ)-შალკე, ნიურნბერგი-კაიზერსლაუტერნი, ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი, აუგსბურგი-ვოლფსბურგი, ჰერტა-ლევერკუზენი, ჰანოვერი-ჰამბურგი.
27 ნოემბერი. ვერდერი-შტუტგარტი, მაინცი-ბაიერნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული