წარმატებულ სვლას ისიც დაემატა, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა ლუკას პოდოლსკის გადაბირების სურვილი ფაქტობრივად ოფიციალურად დაადასტურეს და „შალკეს“ ფანებიც გაბედნიერდნენ, რადგან პოდოლსკისა და კლაას-იან ჰუნტელაარის წყვილი თავდასხმაში მართლაც იდეალური იქნებოდა. ამ უკანასკნელმა „ჰერტასაც“ გაუტანა და ეს ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მისი მე-14 გოლი გახლდათ.
ამიტომაც იყო, გელზენკირხენელთა მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა ჰუნტელაარისადმი საქებარი სიტყვები რომ არ
რაც შეეხება „ჰერტას“: ბერლინულ კლუბში დაძაბული ვითარებაა, რადგან მწვრთნელი მარკუს ბაბელი ბოსების შეთავაზებას ჯერ არ ეხმაურება და არავინ იცის, გააგძელებს თუ არა კონტრაქტს, რომელსაც ვადა სეზონის ბოლოს გასდის. მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა ახალგაზრდა სპეციალისტს მოსაფიქრებლად დრო 21 იანვრამდე მისცა - გერმანიაში ამბობენ, ბაბელს ძალიან საინტერესო შეთავაზება აქვს და ამიტომაცაა, „ჰერტასთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას რომ არ თანხმდებაო. ჰო მართლა, კინაღამ დაგვავიწყდა: ლევან კობიაშვილმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სრულად ითამაშა და ისერა-შთაბეჭდილება დატოვა...
რა იქნებოდა „ვერდერი“ კლაუდიო პისაროს გარეშე? პასუხი: გავარდნის კანდიდატი! ბრემენელებმა „ვოლფსბურგი“ რომ გაანადგურეს (4:1), ეს პირველ რიგში 33 წლის პერუელი თავდამსხმელის დამსახურებაა, რომელმაც მართალია, ამჯერად მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ სამაგიეროდ, ორი საგოლე პასიც მიითვალა და უდავოდ მატჩის გმირი იყო.
რომ არა პისაროს 12 გოლი და 7 საგოლე პასი ამ სეზონში, „ვერდერს“ 14 ქულით ნაკლები ექნებოდა და თომას შააფის შეგირდები გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოს იყვინთავებდნენ. პისაროსა და კომპანიის მიერ გალახული „ვოლფსბურგი“ კი უკვე მართლაც კრიტიკულ მდგომარეობაშია. ფელიქს მაგათისთვის ეს სეზონი ჯერჯერობით ყველაზე უარესია ყველა იმ სეზონს შორის, რომელიც მას „მგლების“ მთავარი მწვრთნელის რანგში აქვს ჩატარებული - მხოლოდ 17 ქულა 16 ტურის შემდეგ.
„ვოლფსბურგს“ გასვლით მატჩებში მხოლოდ 4 ქულა აქვს აღებული და ამ მხრივ ყველაზე ცუდად გამოიყურება. აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც კი ბრემენელებმა ანგარიში გახსნეს, „ვოლფსბურგი“ „წელში გადატყდა“, ფეხბურთელებმა თითქოს ბრძოლის სურვილი დაკარგეს. როგორც ჩანს, მაგათის შეგონებებმა შედეგი ისევ არ გამოიღო.
„სოკრატისის გოლის შემდეგ ფაქტობრივად დავნებდით. მენტალური სიძლიერე გვაკლია, გასვლით შეხვედრებში კი ბრძოლისუნარიანობა მინიმუმამდეა დასული. მიხარია, რომ იანვრის შუა რიცხვებამდე სტუმრად თამაში აღარ მოგვიწევს,“ - თქვა მაგათმა საფინალო სასტვენის შემდეგ.
წინა ტურის შემდეგ ვწერდით, რომ „გლადბახი“ მარკო როისის გარეშეც გუნდია, ამ დასკვნამდე კი იმ ფაქტმა მიგვიყვანა, რომ თავიანთი მთავარი მოთამაშის გარეშე მიონხენგლადბახელებმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ფრეს მიაღწიეს. ახლა კი ამ მოსაზრებაში ეჭვი გვეპარება. თუკი როისთან ერთად „გლადბახმა“ „ბაიერნიც“ კი დაამარცხა, ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო და სეზონის აღმოჩენა გახდა, მარკოს გარეშე ლუსიენ ფავრის გუნდს უკუსვლა დაეწყო.
შაბათს, აუტსაიდერ „აუგსბურგთან“ განცდილი მარცხი (0:1) სწორედ ამის დასტურია. თუმცა როისს სერიოზული ტრავმა აქვს და დიდი შანსია, რომ პირველი წრის ბოლო ტურში (მაინცთან) დაბრუნდეს. საინტერესო სტატისტიკა: როისი „გლადბახში“ 2009 წელს, „ალენიდან“ გადავიდა (ფასი 1 მილიონი ევრო) და მას მერე ტრავმის გამო ხუთი თამაში გამოტოვა. ამ ხუთი შეხვედრიდან მიონხენგლადბახელებმა ოთხი წააგეს, ერთხელ ფრეს მიაღწიეს, მოგებით კი არ მოუგიათ. „აუგსბურგმა“ კი სწორედ ამით ისარგებლა და ძალიან საჭირო სამი ქულა ჩაიწერა - გამარჯვების გოლის ავტორი კი, სხვათა შორის, ყოფილი გლადბახელი იან-ინგვერ კალსენ-ბრაკერია...
„კიოლნმა“ „ფრაიბურგი“ 4:0 გაანადგურა, რაც ლუკას პოდოლსკის დამსახურებაა, რომელიც კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) სეზონს ატარებს! გარდა იმისა, რომ დუბლი შეასრულა, 26 წლის პოლდი მოედანზე საუკეთესო გახლდათ. მის ანგარიშზე კი უკვე 13 გოლია და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ პოდოლსკის ამაზე მეტი გოლი ბუნდესლიგაში მანამდე არცერთ სეზონში არ აქვს გატანილი, დუბლი კი ამ სეზონში უკვე მეხუთედ შეასრულა, თანაც, „კიოლნს“ სულ 26 გოლი აქვს გატანილი და აქედან 18-ში პოდოლსკის უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული (69-პროცენტი).
„ჰამბურგმა“ ისევ არ წააგო - ჩრდილოელებმა ამჯერად მაინცში ითამაშეს კარგად და უგოლო ფრეს მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ჰამბურგი“ ტორსტენ ფინკის ხელში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, რითაც ეს სპეციალისტი სამართლიანად ამაყობს. „ჰოფენჰაიმმა“ კი ვედად იბიშევიჩის დუბლით ნიურნბერგში მოიგო - ამბობენ, ვედოს პრემიერლიგაში ეპატიჟებიანო. შაბათს საღამოს „ჰანოვერმა“ და „ლევერკუზენმა“ ერთმანეთს ვერაფერი დააკლეს, გარდა ორ-ორი ქულისა - 0:0.
დორტმუნდის „ბორუსიამ“ ისევ ვერ მოიგო - თუკი ერთი კვირის წინ მიონხენგლადბახში მიღწეული ფრე მოქმედ ჩემპიონს მაინც გარკვეულწილად აქტივში ჩაეთვალა, საკუთარ მოედანზე „კაიზერსლაუტერნთან“ ვერმოგება უკვე ნაღდად წარუმატებლობაა. მართალია, იურგენ კლოპის გუნდმა წაუგებელი სერია ათამდე გაზარდა, მაგრამ ფაქტია, რომ BVB-ს ქომაგები საყვარელი გუნდისგან გუშინ მხოლოდ სამი ქულის მოპოვებას ითხოვდნენ.
არადა, დორტმუნდელები შინჯი კაგავას საკმაოდ ეფექტური გოლით იგებდნენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „კაიზერსლაუტერნმა“ პირველიდან ბოლო წუთამდე საკმადო კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ვერავინ იტყვის, რომ პფალცელებმა ეს ქულა არ დაიმსახურეს. მაგალითად, კაგავას გოლამდე დიკმა დორტმუნდელთა კარის ძელი შეაზანზარა. სხვათა შორის, ძელმა იხსნა „ლაუტერნის“ კარიც - მე-14 წუთზე, ლევანდოვსკის დარტყმისას.
მეორე ტაიმში წონასწორობა გერმანელ-თურქმა შაჰანმა მოხდენილი გოლით აღადგინა - აღსანიშნავია, რომ მან პიჟჩეკის შეცდომით ისარგებლა, ვაიდენფელერს კი შანსი არ დაუტოვა. დარჩენილ ნახევარ საათში „ბორუსიას“ სამჯერ შეეძლო წინ გასვლა: ჯერ იყო და, ჰუმელსის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი „კაიზერსლაუტერნის“ კარის ხარიხას მოხვდა, მერე ლევანდოვსკი ტრაპთან პირისპირ გავიდა და ვერ ივარგა, ბოლოს კი გიოტცემაც მოარტყა ბურთი ტრაპის კარის ძელს.
„გლადბახის“ და „დორტმუნდის“ წაფორხილებით „ბაიერნმა“ ისარგებლა - რეკორდმაისტერმა ტურის უკანასკნელ და ცენტრალურ შეხვედრაში „შტუტგარტი“ მისსავე მოედანზე უპრობლემოდ დაამარცხა და მდევრებთან უპირატესობა სამ ქულამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუნხენური გრანდი ფაქტობრივად შემოდგომის ჩემპიონია. ბურთების შეფარდების მხრივ ბავარიელებს დორტმუნდელებთან (+10) და გელზენკირხენელებთან (+19) იმდენად დიდი უპირატესობა აქვთ, რომ მონდევნო ტურში პირველი წრის მოგებას ნამდვილად გაინაღდებენ.
არადა, შტუტგარტელებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო: შვაბები გენტნერის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა მარიო გომესმა წონასწორობა მალევე აღადგინა, მერე კი „შტუტგარტს“ კრისტიან მოლინარო გაუძევეს, რაც რობენის დამსახურებაა და ცხადი გახდა, რომ ბრუნო ლაბადიას გუნდი რეკორდმაისტერს ვეღარ გაუმკლავდებოდა. გომესმა მეორე გოლი 57-ე წუთზე გაიტანა (მარიოს მე-15 გოლი ამ სეზონში), რის შემდეგაც ჰაინკესის ბიჭებმა მატჩი უპრობლემოდ მიიყვანეს გამარჯვებამდე.
ჰერტა-შალკე 1:2
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი (81. რონი) - ებერტი (70. თორუნი), რაფაელი, რამოსი - ლასოგა.
შალკე (4-1-2-1-2): უნერშტალი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი - ხურადო (87. ჰიოგერი), ჰოლტბი (67. მორიტცი) - რაული - ჰუნტელაარი, პუკი (73. დრაქსლერი).
გოლები: 0:1 ჰუნტელაარი (19), 1:1 რამოსი (25), 1:2 პუკი (44)
გაფრთხილება: ჯონსი
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15(4)-11(4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 52 382
ვერდერი-ვოლფსბურგი 4:1
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - სოკრატისი (60. არნაუტოვიჩი), ვოლფი (71. პრიოდლი), ნალდო, შმიტცი - ბარგფრედე - ფრიტცი, იგნიოვსკი - ტრინკსი - პისარო (73. ვაგნერი), როზენბერგი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ტრეში, თიოლკე, მადლუნგი, მ. შეფერი - ჟოსუე (46. შინდცილორცი), კრისი - სალიჰამიჯიჩი (46. პოლტერი), დეჟაგა, ოროსკო (77. იონსონი) - მანჯუკიჩი.
გოლები: 1:0 სოკრატისი (18), 2:0 პისარო (45), 3:0 როზენბერგი (55), 4:0 არნაუტოვიჩი (71), 4:1 მ. შეფერი (86)
გაფრთხილება: სოკრატისი - ჟოსუე, კრისი, ტრეში
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 17-19; თამაშგარე: 9-2; კარში დარტყმა: 20(11)-17(6); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 39 124
მაინცი-ჰამბურგი 0:0
მაინცი (4-1-4-1): ვეტკლო - პოსპეხი, ბუნგერტი, სვენსონი, ფათი - კირხჰოფი - კალიჯური, ივანშიტცი (54. ჩუპო-მოტინგი), მალი (77. ნ. მიულერი), სოტო - ალაგუი (83. გავრანოვიჩი).
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - დიკმაიერი, ვესტერმანი, ბრუმა, აოგო - რინკონი, ტეშე (68. კაჩარი) - ტიორე (68. პეტრიჩი), ილიჩევიჩი (84. ლამი), იანსენი - გერერო.
გაფრთხილება: პოსპეხი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12(5)-8(5); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 34 000
ნიურნბერგი-ჰოფენჰაიმი 0:2
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ვოლშაიდი, მარო, პლატენჰარდტი - ჰეგელერი, სიმონსი - აიგლერი (46. ფოილნერი), დიდავი (68. კოენი), ესვაინი (68. ბუნიაკუ) - პეკჰარტი.
ჰოფენჰაიმი (4-1-4-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ჯონსონი - რუდი (66. ვილიამსი) - მლაპა, სალიჰოვიჩი, რობერტო ფირმინიო, ბაბელი (84. ვაისი) - იბიშევიჩი (75. ვუკჩევიჩი).
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (39), 0:2 იბიშევიჩი (56)
გაძევება: ჩენდლერი (43. ნიურნბერგი) - კომპერი (91. ჰოფენჰაიმი)
გაფრთხილება: აიგლერი, პეკჰარტი, სიმონსი - ბაბელი, იბიშევიჩი, ბეკი
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 8(3)-15(6); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 35 389
კიოლნი-ფრაიბურგი 4:0
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, ჟერომელი, ჯემალი, სერენო - ლანიგი, რიტერი (78. მატუშიკი) - კლემენსი (78. ფრაისი), ჟაჟალო, პეჟკო (70. აიხნერი) - პოდოლსკი.
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - შმიდი, კრმასი, ბუტშერი, ბასტიანსი - შუსტერი - პუცილა (85. აბდესადკი), მაკიადი, ფლუმი, როზენტალი (63. რაიზინგერი) - სისე.
გოლები: 1:0 კლემენსი (19), 2:0 პოდოლსკი (60), 3:0 კლემენსი (66), 4:0 პოდოლსკი (73)
გაფრთხილება: სერენო - ბასტიანსი, შუსტერი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 14(6)-11(5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 44 500
აუგსბურგი-ბორუსია (მ) 1:0
აუგსბურგი (4-2-3-1): ამსიფი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, სანკო, დე იონგი - ჰოსოგაი, დავიდსი - ბაიერი (85. ბრინკმანი), იორლი (91. სინკალა), ვერნერი (78. ჰაინი) - მიოლდერსი.
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - მარქსი (76. ოცუ), ნოიშტედტერი - ჰერმანი (70. ლეკიე), არანგო - ბობადილია (65. დე კამარგო), ჰანკე.
გოლი: 1:0 კალსენ-ბრაკერი (51)
გაფრთხილება: მიოლდერსი, კალსენ-ბრაკერი, ჰოსოგაი - მარქსი, დე კამარგო
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 22-22; თამაშგარე: 13-1; კარში დარტყმა: 11(5)-13(5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 30 660
ჰანოვერი-ლევერკუზენი 0:0
ჰანოვერი (4-2-2-1-1): ცილერი - ჩაჰედი, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი (83. პანდერი) - პინტუ, შმიდებახი - შტინდლი (89. შტოპელკამპი), რაუში - შლაუდრაფი (80. ია კონანი) - აბდელაუ.
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - კასტრო, შვააბი, მ. ფრიდრიხი, კადლეცი - ლ. ბენდერი, როლფესი (46. ბალაკი) - სემი, შიურლე - კისლინგი, დერდიოკი.
გაფრთხილება: შიურლე, ლენო
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 22-18; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 17(4)-12(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 44 800
ბორუსია (დ)-კაიზერსლაუტერნი 1:1
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი (78. ოვომოიელა) - გიუნდოგანი, და სილვა (73. პერიშიჩი) - ბლაშჩიკოვსკი (66. გიოტცე), კაგავა, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ტრაპი - დიკი, აბელი, როდნი, ბუგერა - კირხი (51. შეხტერი), დე ვიტი (83. პეცოსი) - ფორტუნისი, ტიფერტი, შაჰანი - კუემაა (78. ნემეცი).
გოლები: 1:0 კაგავა (27), 1:1 შაჰანი (60)
გაფრთხილება: გიუნდოგანი - კუემაა
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 12-25; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 23(5)-12(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 80 720
შტუტგარტი-ბაიერნი 1:2 [იხილეთ ვიდეო]
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბოკა, ტასკი, მასა, მოლინარო - კვისტი, გენტნერი (70. კაკაუ) - ჰარნიკი, ჰაინალი (87. ნიდერმაიერი), გებჰარდტი - შიბერი (70. პოგრებნიაკი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ტიმოშჩუკი, კროოსი - რობენი (89. ბოატენგი), თ. მიულერი (79. ლუის გუსტავო), რიბერი (79. ალაბა) - გომესი.
გოლები: 1:0 გენტნერი (6), 1:1 გომესი (13), 1:2 გომესი (57)
გაძევება: მოლინარო (29. შტუტგარტი)
გაფრთხილება: გენტნერი, ბოკა, ნიდერმაიერი - თ. მიულერი, ბადშტუბერი, რაფინია, გომესი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 6(2)-18(5); ბურთის ფლობა: 26%-74%.
მაყურებელი: 60 469
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 16 11 1 4 40:10 34
2. ბორუსია (დ) 16 9 4 3 31:11 31
3. შალკე 16 10 1 5 33:22 31
4. ბორუსია (მ) 16 9 3 4 24:11 30
5. ვერდერი 16 9 2 5 30:26 29
6. ლევერკუზენი 16 7 5 4 22:19 26
7. შტუტგარტი 16 6 4 6 23:19 22
8. ჰანოვერი 16 5 7 4 19:23 22
9. ჰოფენჰაიმი 16 6 3 7 18:18 21
10. კიოლნი 15 6 2 7 26:31 20
11. ჰერტა 16 4 7 5 23:25 19
12. ჰამბურგი 16 4 6 6 20:26 18
13. მაინცი 15 4 5 6 21:27 17
14. ვოლფსბურგი 16 5 2 9 22:34 17
15. კაიზერსლაუტერნი 16 3 6 7 12:20 15
16. ნიურნბერგი 16 4 3 9 14:28 15
17. აუგსბურგი 16 3 5 8 14:27 14
18. ფრაიბურგი 16 3 4 9 20:35 13
ბომბარდირები
15 - გომესი (ბაიერნი); 14 - ჰუნტელაარი (შალკე); 13 - პოდოლსკი (კიოლნი); 12 - პისარო (ვერდერი); 10 - ლევანდოვსკი (ბორუსია დ), როისი (ბორუსია მ); 9 - სისე (ფრაიბურგი).
მომდევნო ტური
16 დეკემბერი. ბაიერნი-კიოლნი.
17 დეკემბერი. ლევერკუზენი-ნიურნბერგი, ჰამბურგი-აუგსბურგი, ფრაიბურგი-ბორუსია (დ), ჰოფენჰაიმი-ჰერტა, ვოლფსბურგი-შტუტგარტი, შალკე-ვერდერი.
18 დეკემბერი. კაიზერსლაუტერნი-ჰანოვერი, ბორუსია (მ)-მაინცი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"