ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ლევან კობიაშვილის კლუბის ხელმძღვანელები ჯერ არ ადასტურებენ, არადა, ბაბელის წასვლა გადაწყვეტილია.
ბოსები და გულშემატკივრები მარკუსით, როგორც მწვრთნელით, ძალიან კმაყოფილები არიან და მისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებაც სურთ, პრობლემა კი თავად ბაბელშია. მას "ჰერტასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს, რადგან სავარაუდოდ უფრო სარფიანი შეთავაზება აქვს, "ჰერტას" ხელმძღვანელები კი ვერ გარისკავენ და 39 წლის ბაბელს სეზონის ბოლომდე (მოქმედ ხელშეკრულებას ვადა სწორედ სეზონის ბოლოს ეწურება)
ამ ამბის გასაიდუმლოების მიზეზი კი ისაა, რომ "ჰერტას" სეზონის პირველი ნახევრის დასრულებამდე ორი მეტად მნიშვნელოვანი თამაში აქვს დარჩენილი. კობიაშვილი და კომპანია 21 დეკემბერს გერმანიის თასის მერვედფინალში, თავიანთ "ოლიმპიაშტადიონზე" "კაიზერსლაუტერნს" მასპინძლობენ, მანამდე კი, 17 დეკემბერს ბერლინულ გუნდს ბუნდესლიგის მე-17 ტურის შეხვედრა აქვს "ჰოფენჰაიმთან".
აღსანიშნავია, რომ ბერლინელთათვის სათასო მატჩი უფრო პრიორიტეტულია, რადგან გამარჯვებისა და თასის მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში "ჰერტა" გერმანიის საფეხბურთო კავშირისგან 1 125 000 ევროს მიიღებს. ამ თანხას კი ბერლინელები ახალი მწვრთნელის ხელფასის დაფინანსებისთვის გამოიყენებენ.
ბაბელის სავარაუდო შემცვლელად გერმანიაში "ფიურტის" მწვრთნელი მაიკ ბიუსკენსი სახელდება. ასე რომ, "ჰერტა" ბაბელთან განშორებას ალბათ სწორედ 21 დეკემბერს, "კაიზერსლაუტერნთან" შეხვედრის შემდეგ დაადასტურებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"