ჰაიფაში სტევენსის გარეშე?

AutoSharing Option
დღეს "შალკეს" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოს ტურის მატჩი აქვს - გელზენკირხენელები ჰაიფას "მაქაბის" სტუმრობენ, მაგრამ ისრაელში მთავარი მწვრთნელის, ჰუუბ სტევენსის გარეშე გაემგზავრნენ.

მიზეზი ისაა, რომ 58 წლის სტევენსს დედა ჰყავს ძალიან ცუდად. სტევენსს გუშინ, ჰაიფაში გაფრენამდე რამდენიმე წუთითა ადრე დაურეკეს და უთხრეს, რომ დედამისს, რომელიც 85 წლისაა, გულის პრობლელები აქვს, რის შემდეგაც ჰოლანდიელი სპეციალისტი ჰაიფას ნაცვლად სიტარდში გაფრინდა.

"ბილდთან" საუბრისას სტევენსმა განაცხადა, რომ თუ დღეს დედამისის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ისრაელში სასწრაფოდ გადაფრინდება და გუნდს შეუერთდება. თუ არა და "მაქაბისთან" "შალკეს"
მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს მისი ასისტენტი ზეპო აიხკორნი შეასრულებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ შეხვედრაში "შალკეს" კარს 32 წლის ტიმო ჰილდებრანდი დაიცავს.

ეს უკანასკნელი გელზენკირხენელებმა ცოტა ხნის წინ "შეიფარეს" (უკლუბოდ იყო) და აქამდე მხოლოდ "შალკეს" მოყვარულთა გუნდში თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ "შალკეს" ჯგუფში პირველი ადგილი განაღდებული აქვს. ამიტომაცაა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გელზენკირხენში რომ დარჩა: ისრაელში ჰუნტელაარი, რაული, ჯონსი, ფუხსი, მატიპი, პაპადოპულოსი და პირველი მეკარე უნერშტალი არ წავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული