მიზეზსაც შეგახსენებთ: ამ სეზონში დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გაპარაგვაელებულ არგენტინელს აღარ ენდობა და ძირითად შემადგენლობაში მუდმივად პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ათამაშებს, რომელიც მშვენივრად გამოიყურება (12 გოლი მიმდინარე სეზონში).
შესაბამისად, ბარიოსი, რომელიც გასულ, "ბორუსიასთვის" საჩემპიონო სეზონში გუნდის უპირველესი და ასევე წარმატებული ბომბარდირი იყო, უთამაშებლობით უკმაყოფილოა და არ მალავს, რომ იანვარში სხვაგან გადასვლაზე ფიქრობს.
კლოპმა ლუკასი "ფრაიბურგთან" შეხვედრაში სკამზე დატოვა და მოედანზე მხოლოდ 85-ე
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ამ თამაშის შემდეგ ბარიოსის ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახდა და მოვლენები შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს.
"ბილდის" ცნობით, ბარიოსის აგენტი ბოლო დღეებში ძალიან გააქტიურდა და ლუკასი არაერთ კლუბს შესთავაზა. ჩვენი გერმანელი კოლეგები საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ "დორტმუნდი" მზადაა, ბარიოსს 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს.
BVB-ს შეფები ლუკასის გაყიდვას ოფიციალურ კომენტარებშიც აღარ გამორიცხავენ - რამდენიმე დღის წინ გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ თქვა, არ მიკვირს, რომ უკმაყოფილოა და მართალია, მისი გაშვება არ გვინდა, მაგრამ თუ წასვლას დაიჩემებს, მსურველებს მოლაპარაკებებზე უარს არ ვეტყვითო.
"ახლა ბუენოს აირესში მივფრინავ, რათა შობა და ახალი წელი ოჯახთან ერთად გავატარო. ჯერჯერობით არაფერი გადამიწყვეტია.
შვებულებიდან რომ დავბრუნდები, დანარჩენზე მერე ვიფიქრებ. ჯერ მართლა არ ვიცი, რას ვიზამ იანვარში," - უთხრა ბარიოსმა "ბილდს". ხსენებული გამოცემა ირწმუნება, ბარიოსის ყიდვაზე "ვოლფსბურგის", "მანჩესტერ სიტის", "ჩელსის", "სევილიას" და "ესპანიოლის" შეფები ფიქრობენო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"