ამიტომაცაა, "მგლების" თავკაცი ფელიქსი მაგათი იანვარში ტრანსფერების განხორციელებას რომ გეგმავს. რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ "დესპოტმა ფელიქსმა" ტომაშ როსიცკისა (არსენალიდან) და ივიცა ოლიჩის (ბაიერნიდან) გადაბირება მოისურვა, უახლესი ინფორმაციით კი, "ვოლფსბურგი" გაძლიერებას პრემიერლიგიდანაც გეგმავს.
"გარდიანის" ცნობით, მაგათმა "ევერტონის" რუს ნახევარმცველ დინიარ ბილიალეტდინოვს დაუმიზნა. ხსენებული გამოცემა წერს, რომ ვოლფსბურგელებმა "ევერტონის" ხელმძღვანელებთან 26 წლის ფეხბურთელის შესახებ უკვე მოლაპარაკებებიც კი დაიწყეს - "ვოლფსბურგს" ბილიალეტდინოვის ყიდვა აუცილებლად იანვარში
"გარდიანისვე" ინფორმაციით, ინგლისელები რუს მოთამაშეში 8.5 მილიონ ევროს ითხოვენ, გერმანელებს კი ბილიალეტდინოვი 6 მილიონად უღირთ და "ევერტონს" ევაჭრებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"