"თურქეთი ძალიან მიყვარს, "ესქიშეჰირსპორის" მთავარ მწვრთნელად მუშაობამ კი ნამდვილად უდიდესი სიამოვნება მომანიჭა.
საკმაოდ მოკლე დროში ჩვენ ამ გუნდში ძალიან ბევრი რამ შევძელით, კლუბმა ჩემს ხელში სერიოზული პროგრესი განიცადა. თუმცა დასამალი არაფერია: თურქეთში მუშაობას გერმანიაში მუშაობა მირჩევნია. ვა
"ესქიშეჰირს" გუშინ კალენდარული მატჩი ჰქონდა "მერშინთან" და ამ შეხვედრაში გუნდს ისევ სკიბემ უხელმძღვანელა. გუნდის პრეზიდენტი ჰალილ უნალი "ესქიშეჰირსპორს" გასვლით მატჩში სპეციალურად გაჰყვა იმისათვის, რომ სკიბე გადაერწმუნებინა, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ამას ვერ შესძლებდა, რადგან მიხაელს ბერლინში მუშაობა ძალიან უნდა.
გაირკვა ისიც, რომ "ჰერტა" ბოლოს და ბოლოს დათანხმდა იმაზე, რომ სკიბეს კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა (250 000 ევრო) გადაიხადოს - გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ ბერლინელებმა თავიდან ამ ფულის გადახდა თავად მწვრთნელს მოსთხოვეს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ დამცინავ წინადადებაზე მიხაელისგან
მტკიცე უარი მიიღეს.
"კიკერი" იუწყება, რომ სკიბე "ჰერტასთან" კონტრაქტს 2014 წლამდე გააფორმებს. ლევან კობიაშვილის გუნდს გუშინ გერმანიის თასის მერვედფინალური მატჩი ჰქონდა "კაიზერსლაუტერნთან", რომელშიც გუნდს ბაბელის ასისტენტმა რაინერ ვიდმაიერმა უხელმძღვანელა, სკიბეს კი ბერლინში დღეს ელოდებიან...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"