რალფ რანგნიკი ფეხბურთში დაბრუნებაზე ფიქრობს

AutoSharing Option
სამი თვე გავიდა მას მერე, რაც რალფ რანგნიკმა „შალკეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი Burnout-სინდრომის გამო დატოვა. როგორც ჩანს, ეს საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისათვის, რომ „პროფესორ რალფს“ კარგად დაესვენა და ფსიქოლოგიურადაც გაჯანსაღებულიყო, რადგან 53 წლის სპეციალისტი ფეხბურთში დაბრუნებაზე ალაპარაკდა.

„ვფიქრობ, რომ 2012 წელს ჩემს საქმიანობას დავუბრუნდები. ეს შეიძლება ძალიან მალეც მოხდეს, ყველაზე გვიან კი ზაფხულში,“ - რანგნიკის სიტყვები მისმა მრჩეველმა ოლივერ მინტცლაფმა ჟურნალ „შპორტ-ბილდს“ გადასცა.

მისი ახლო მეგობარი, ჰელმუტ გროსი კი ხსენებული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში რანგნიკის ფსიქიკური გადაღლის კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობს. მისი
თქმით, რალფს ვირუსი ჰქონდა და ფიზიკურმა სისუსტემ მენტალური დაუძლურება გამოიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული