სკიბე: კობიაშვილი ხომ გვყავს!

AutoSharing Option
ბერლინის „ჰერტას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ სკიბემ უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს თავისი ყოფილი კლუბიდან, თურქული „ესქიშეჰირიდან“ გერმანიის დედაქალაქში ბრაზილიელი მარცხენა მცველის, დედეს გადაყვანას აპირებდეს.

ამ უკანსკნელს გერმანიაში კარგად იცნობენ, რადგან წლების მანძილზე დორტმუნდის „ბორუსიას“ ღირსებას იცავდა, ზაფხულში კი თურქეთში სწორედ სკიბემ წაიყვანა.

სპეკულაციები თავად ბრაზილიელმა გააღვივა - მან „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სკიბე ბერლინში ეპატიჟებოდა.

„ეს არ არის მართალი. როცა მე ბერლინში მოვდიოდი, დედემ „ესქიშეჰირთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და მე
მისთვის ნამდვილად არ მითქვამს, „ჰერტაში“ წამოდი-მეთქი. ჩვენ მის პოზიციაზე ლევან კობიაშვილი გვყავს, აბსოლუტურად იდენტური მოთამაშე, რომელსაც ვენდობი,“ - უთხრა სკიბემ „კიკერს“.

შეგახსენებთ, რომ 46 წლის სპეციალისტი „ჰერტას“ მწვრთნელად ხუთშაბათს დანიშნეს. მან ამ პოსზე სკანდალურად წასული მარკუს ბაბელი შეცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული