"შალკე" ფარფანს უშვებს!

AutoSharing Option
მას მერე, რაც "შალკეს" ხელმძღვანელებმა "ჰოფენჰაიმიდან" ნიგერიელი მარჯვენა გარემარბის, ჩინედუ ობასი ოგბუკეს არენდა სრულყვეს, ჯეფერსონ ფარფანი წნეხის ქვეშ მოექცა და "ბილდის" უახლესი ინფორმაციით, გელზენკირხენელები მას "კალთებს აღარ დაახევენ".

"შალკემ" ფარფანს ამას წინათ კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა, რაზეც "ხუმარების" შეფებს პერუელისგან პასუხი დღემდე არ მიუღიათ და "ბილდი" წერს, მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი შეთავაზების გაუქმებას გეგმავსო.

ამ უკანასკნელმა ოფიციალურად მხოლოდ ის თქვა, რომ ობასის დაბევების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და რომ ფარფანისგან თანხმობის მიღება აღარ არის ისეთი აუცილებელი, როგორც ეს ნიგერიელის ტრანსფერამდე იყო. "ბილდის" ინფორმაციით,
თუკი რომელიმე კლუბი ფარფანში 2.7 მილიონ ევროს გადაიხდის, "შალკე" პერუელს უპრობლემოდ შეელევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული