გიოტცე: დორტმუნდიდან წასვლას არ ვაპირებ!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევმა ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ დაადასტურა, რომ მზადაა, გერმანიის ჩემპიონთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

მიუხედავად იმისა, რომ მის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2014 წლამდე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ 19 წლის ვუნდერკინდს არსად ეჩქარება, მან "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "დორტმუნდთან" ერთად შორეული გეგმები აქვს, რის გამოც წინააღმდეგი არ არის, რომ ახლავე ახალი, უფრო ხანგრძლივი კონტრაქტი გაფორმდეს.

"ყოველთვის ვამბობდი და ახლაც სიამოვნებით გავიმეორებ, რომ "ბორუსიაში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. აქ მყავს ოჯახი და უახლოესი მეგობრები. ესეც რომ არ იყოს, "დორტმუნდის" კონცეფცია
ძალიან მომწონს და კლუბის გამოცვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ," - უთხრა გიოტცემ "ბილდს".

მარიო მარკო როისის ხმაურიან ტრანსფერსაც გამოეხმაურა: "როისის სახით ჩვენთან გერმანული ფეხბურთის კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი გადმოვა, რაც იმის გარანტიაა, რომ ამ კლუბს დიდი მომავალი აქვს. მინდა, რომ მეც ამ კონცეფციის ნაწილი ვიყო.

სხვათა შორის, ძალიან მომწონს ნური შაჰინის ჩვენთან დაბრუნების იდეაც. დარწმუნებული ვარ, რომ თავს "რეალშიც" დაიმკვიდრებს, მაგრამ თუ ჩვენთან დაბრუნდება, უფრო გამიხარდება."

სამაგიეროდ, გიოტცე თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ "ბორუსია" გერმანიის ჩემპიონობას ვერ შეინარჩუნებს. მისი აზრით, წელს "ვერცხლის სინს" ისევ "ბაიერნი" დაისაკუთრებს, თუმცა იქვე დასძენს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასე არ მოხდესო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული